კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავსებენ ერთმანეთს ბიჭოლა და ანუკი არეშიძე და ვინ უგებს ბიჭოლას სიგიჟეში

ბიჭოლას კარიერა ელვისებური სისწრაფით განვითარდა. მახსოვს, სულ რაღაც ორი წლის წინ ახალგაზრდა, საკუთარ თავსა და ნიჭში დარწმუნებული დიზაინერი რომ მოვიდა ჩემთან ინტერვიუზე და მთელი ინტერვიუს განმავლობაში მისი ხმა, ჟესტიკულაცია, დამოკიდებულება პროფესიისადმი, მეუბნებოდა: „მალე ძალიან ცნობილი გავხდები“. ასეც მოხდა. დღეს ბიჭოლას ცხოვრებაში აბსოლუტურად ახალი, თავგადასავლებითა და ექსპერიმენტებით სავსე ეტაპი იწყება, რაც ახალ ასპარეზს მისთვის უკვე ევროპაში გახსნის.

ბიჭოლა: ბიჭოლას შემოქმედებით ისტორიაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. სულ ცოტა ხნის წინ თბილისში ანუკი არეშიძესთან ერთად გავაკეთე ჩვენება „ბიჭოლა ბაი ანუკი”. იმ პერიოდში ბიჭოლასა და ანუკის სახელების გაერთიანებასთან დაკავშირებით რაღაცეები უკვე იყო მოფიქრებული და გადაწყვეტილი, მაგრამ ამის გახმაურებისგან თავს ვიკავებდით, რადგან ბევრი დეტალი იყო ჩამოსაყალიბებელი. შეიქმნა სრულიად ახალი ბრენდი „ანუკი და ბიჭოლა”, რომელიც საკმაოდ სერიოზული გეგმების განხორციელებას გეგმავს მსოფლიოს მასშტაბით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სულ რამდენიმე დღეში უკრაინის მოდის კვირეულზე გამოვდივართ. 17 მარტს კიევში შედგება „ანუკი და ბიჭოლას” პირველი კოლექციის პრეზენტაცია. კოლექციას წავიღებთ ყაზახეთში. ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს საბერძნეთთან, რომ კოლექცია ვაჩვენოთ ათენის მოდის კვირეულზე.

– როგორი იქნება „ანუკი და ბიჭოლა”?

– ვაჩვენებთ 2011-2012 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას. გამოყენებული გვაქვს ასპროცენტიანი შალი და ძალიან, ძალიან ხარისხიანი ქსოვილები. ჩვენებას კიევში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი დაესწრება, უკრაინელები რომ იქნებიან, ეს – თავისთავად, ასევე, უამრავი ადამიანი ჩამოდის თბილისიდან, იტალიიდან... მოკლედ, დიდი ამბავი იქნება. უკრაინისთვის ჩემი სტილი ახალია და, იმედი მაქვს, მხოლოდ უკრაინაში კი არა, მთელ მსოფლიოში ისეთივე ტემპით შეიყვარებენ მას, როგორც საქართველოში.

– ალბათ, ეს ყველაფერი ძალიან დიდ გამართლებად მიგაჩნია.

– რა თქმა უნდა. რამდენიც უნდა იშრომო, აკეთო, არ დაგეზაროს არაფერი, ათენო ღამეები, ჩვენს ქვეყანაში მაინც ძალიან მცირე გაქანებაა იმისთვის, რომ ევროპულ მასშტაბზე გახვიდე. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ძალიან კარგი ტანდემი გამოვიდა, მე და ანუკი ერთმანეთს საოცრად ვავსებთ. როდესაც, უბრალოდ, ვისხედით და ტანსაცმელზე ვლაპარაკობდით, ყოველთვის აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ერთნაირად ვფიქრობდით, ერთი და იგივე რაღაცეები მოგვწონდა. ანუკის ძალიან დახვეწილი, ფრთხილი და განსხვავებული გემოვნება აქვს, ნებისმიერი სიგიჟის გაკეთება შეუძლია, თან, გადაირევი ისე მოგეწონება. ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ფერები და ფორმები ისე შეუძლია ერთმანეთს შეუხამოს, რომ ვიღაცისთვის, შეიძლება, წარმოუდგენელი იყოს. ალბათ, ასეთივე ვარ მისთვის მეც. ძალიან კარგად ვხვდებით ერთმანეთის ფიქრებს. ანუკიმ სტილის არაჩვეულებრივი სკოლა გაიარა, რაც მუშაობაში გვეხმარება. ეჭვი არ მეპარება მისთვისაც კარგი მონაპოვარი ვარ. მოკლედ, ერთმანეთს კარგად გავუგეთ. კოსტიუმთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროს ძალიან რისკიანია, რაც მომწონს. ერთად მივდივართ რისკზე. მხოლოდ გამართლებასა და პერსპექტივებზე არ არის ეს ურთიერთობა დამყარებული, დამერწმუნეთ. რომ არ ყოფილიყო ანუკი ასეთი... ანუ, ანუკის პერსონამ განაპირობა ის, რომ ჩვენ ერთად ვართ.

– ეს არის კავშირები, რომელიც ნებისმიერ სფეროში, მით უფრო – მოდაში, ძალიან ბევრ რამეს წყვეტს.

– რა თქმა უნდა, წრე ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ ნამდვილ გამართლებად ის მიმაჩნია, რომ იმ ადამიანთან ვაკეთებ ამ ყველაფერს, რომელთან მუშაობაც მსიამოვნებს. სხვათა შორის, სულ რაღაც სამი დღის წინ დავესწარით მილანში საერთაშორისო გამოფენას, სადაც გაგვაცნეს 2012 წლის ტენდენციები, ანუ, რა ფერები, ქსოვილები, ფორმები იქნება მოდაში. ამ გამოფენას როგორც „ანუკა და ბიჭოლას” კომპანიის წარმომადგენლები, ისე ვესწრებოდით. უკვე შევუკვეთეთ ქსოვილები, რომლითაც ვიმუშავებთ. რა იქნება მოდაში, ამას საიდუმლოდ დავტოვებ, რადგან ეს არის ინფორმაცია, რომელიც 2012 წლამდე იმ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ვინც იქ ხვდება. იქ გადის ვიდეოარტები, ფოტოებს გვაჩვენებენ, ხდება თითოეული მიმდინარეობის დეტალებში გარჩევა. ტენდენციები მომდინარეობს იმ გავლენიდან, რაც ხდება მხატვრობაში, თეატრში, კინოში, ვიზუალურ არტში და რა თქმა უნდა, ამას ლაპარაკიც არ უნდა, გავლენას ახდენს მოდის ბრუნვა – რაღაც ციკლი ბრუნავს, რომელშიც ქსოვილი, დეტალი ახლდება. მოკლედ მე და ანუკა ძალიან ბევრს ვმუშაობთ, დავდივართ ქასთინგებზე, ვარჩევთ გოგოებს და მთელი ამბავია. შალთან ერთად ახალ კოლექციაში გამოყენებული გვაქვს აბრეშუმი, შიფონი. პრეტ-ა-პორტე არტში გადასული იქნება, ბევრი თვალი გვაქვს გამოყენებული. ფეხსაცმელი იქნება თხუთმეტსანტიმეტრიან ქუსლებზე. გოგოები შევარჩიეთ უკრაინაში.

– კომპანია სად დააფუძნეთ?

– სახელოსნო, მკერავები, კონსტრუქტორები გვყავს კიევში, ყველაფერი იქ ხდება, მაგრამ, ორ კვირაში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში მიწევს ყოფნა. ექვსი თვის განმავლობაში ერთ ადგილზე ორ კვირაზე მეტხანს არ ვყოფილვარ. ეს ცოტა დამღლელია, მაგრამ, ძალიან, ძალიან სასიამოვნო. ყალიბდება ახალი კონტაქტები, ურთიერთობები სააგენტოებთან. ეს ყველაფერი თბილისშიც არ მქონდა და, წარმოიდგინე, უცებ – ამხელა მასშტაბები...

– აქედან მიგყავს გოგოები?

– არა.

– შენი პირადი ამბებიც მომიყევი – დადიხარ, მოგზაურობ, ერთობი...

– დიახ და ეს ყველაფერი ილექება გონებაში, რომელიც ისევ კოსტიუმად იქცევა. ძალიან მოკლე ხანში გადავდგი საკმაოდ დიდი ნაბიჯები და ნებისმიერ ქვეყანაში ყოველთვის აღნიშვნის საგანი ხდება ჩემი ასაკი. იტალიაშიც, ლონდონშიც რომ ვსწავლობდი, კიევშიც... სხვათა შორის, ბევრს გაცილებით უფროსი ვგონივარ, ალბათ, იმიტომ, რომ, სადაც საჭიროა, ვარ მკაცრი და პირდაპირი, სადაც საჭიროა – მხიარული. ყველა ფიქრობს, ოცდაათს ვარ გადაცილებული. რაც შეეხება გართობას, დასვენების დღეებში ვცდილობ, ერთი დღე მაინც გამოვყო რელაქსაციისთვის და თავს დასვენების უფლება მივცე. ახლა ეგვიპტეში მქონდა ძალიან კარგი მოგზაურობა, გემრიელად დავისვენეთ და ვარ სერიოზული შემართებით, რომ მოდის კვირეულები დავიპყროთ.


скачать dle 11.3