კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩააცვა „ქლოემ“ ქალბატონებს საავადმყოფოს ხალათები

მსოფლიოში ყველაზე ქალური ბრენდის გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციები დიდად არ განსხვავდება იმისგან, რასაც მთელი ორი წლის განმავლობაში ვხედავდით, ვიღებდით, ვითვალისწინებდით... არავითარი ფერადოვნება, ყვავილები თუ პრინტები, მხოლოდ და მხოლოდ თეთრის, შავისა და კაკაოსფერის ყველა გრადაცია. „ჰანა მაკგიბონს ისევ ბეჟი უყვარს“ – ასეთი იყო ევროპული მოდის კრიტიკის მიერ „ქლოეს” ახალი კოლექციის ერთწინადადებიანი შეფასება. ფერი არ შეცვლილა, თუმცა, სინათლე და გაზაფხული ამ კოლექციაში უფრო დიდი რაოდენობით იყო, ვიდრე ეს ზამთარში ვნახეთ.

თუკი ზამთარში „ქლოეს” გოგონა სამოცდაათიანების გავლენით შექმნილი ნახევრად სპორტული სამოსით თავიდან ბოლომდე სამსახურის საქმეებში იყო ჩაფლული, ამ შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს „ქლოეს” გოგონები ცეკვის გაკვეთილზე მიიჩქაროდნენ. თავად მაკგიბონიც ამის დაჯერებას ცდილობდა ჩვენთვის, რადგან სწორედ ცეკვის გაკვეთილებზე აცვიათ საცურაო კოსტიუმის ზედა ნაწილის სტილში შესრულებული აზღუდებიანი აბრეშუმის კაბა, რომელიც წელს ქვემოთ რომანტიკულ სტილში იყო „დაპლისული”. ამ შთაბეჭდილებას წითელი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი, ეგრეთ წოდებული „ბალეტკები” ამძაფრებდა. არც მეორე ანსამბლი – შორტი-კომბინეზონი, გარედან ნახევრად მოხვეული ქვედაკაბით – არ ღალატობდა მოცეკვავის იმიჯს.

ბოლო კოლექციის ეს „გოგოურობა” ამ ლეიბლის სტილის განმსაზღვრელ ფაქტორად შეგვიძლია, მივიჩნიოთ. ერთმნიშვნელოვანია, რომ ჰანა მაკგიბონმა მინიმალურ „ლუქებზე” იმუშავა. ამის ნათელი დადასტურებაა საკოლექციო თხელი პალტო, რომელიც სამკაულის ფუნქციას უფრო ითავსებს, ვიდრე მოსაცმელის. მთელ კოლექციაში მან ფერადოვნების მხოლოდ რამდენიმე ნაპერწკალი დაგვანახვა: ღია ფერის ღილები მოსასხამზე, შავში გარეული სპილოს ძვლისფერი ელემენტები და წითელი კრეპი. საინტერესოა, რომ დიზაინერმა უარი თქვა სხვადასხვა ფერის შერწყმებზეც კი: შარვალი და ბლუზონი, ქვედაბოლო და ნაზი მაისური ერთი და იმავე ფერის ოდნავ განსხვავებულ ტონალობებში იყო შექმნილი. რაც შეეხება სილუეტს, „ქლოემ” ამჯერადაც აქცენტი თხელ, ოდნავ მომრგვალებულ, არაუხეშ ფორმებზე გააკეთა. მაღალი მხრები და ჯარისკაცული სტილი მისგან ისედაც ძალიან შორს იყო, მით უფრო ახლა, როცა ეს ყველაფერი მოდიდან გადადის. მაკგიბონმა დატვირთვა კლასიკური სტილის შარვლებსა და რომანტიკულ, ჰაეროვან ქვედაბოლოებზე გააკეთა. დროდადრო პოდიუმზე „ქლოეს” საყვარელ თეთრ პერანგებში გამოწყობილი მოდელებიც გამოდიოდნენ, თუმცა, პერანგების სიგანიდან და ფორმიდან გამომდინარე, ისე იყვნენ „მიერთებული” ქვედაბოლოს, რომ ყველაფერი უფრო „კლინიკურად” და „მედიდურად” გამოიყურებოდა ვიდრე ქუჩაში ჩასაცმელად. თეთრი შარვალი და თეთრი, ტანზე მომდგარი მაისური; თხელი, თეთრი, ოდნავ გამჭვირვალე კაბა; ასევე, თეთრ შორტზე მოცმული და წინ ბაფთით შეკრული, მუხლს ქვემოთ ჩამოსული განიერი ხალათის ტიპის თეთრი კაბა – ეს ყველაფერი მოდის კრიტიკოსებმა „საავადმყოფოს“ ჩაცმულობად შეაფასეს.

მცირე დოზით, მაგრამ კოლექციაში მაკგიბონს მაინც ჰქონდა გამოყენებული ტყავი, რომელიც, მიუხედავად თბილი სეზონის მოახლოებისა, მაინც არ კარგავს აქტუალობას. თხელი, კარგად დამუშავებული ბეჟი და შავი ტყავი, აბრეშუმის დაპლისული ქვედაბოლოების „ზედა“ გაგრძელება იყო, რასაც უხეშობის სულ რამდენიმე წვეთი შეჰქონდა ამ ზღვის ბრიზივით ნაზ და სასიამოვნო კოლექციაში.




скачать dle 11.3