კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იწყებს ცოლი ღალატზე სერიოზულად ფიქრს

ნუ გაამწარებთ ქალს, ნუ ატკენთ მას გულს ისე, რომ სურვილი გაუჩნდეს, თქვენც გატკინოთ. გვერწმუნეთ, ის ამას ისე პროფესიონალურად გააკეთებს, რომ ცხოვრებას დაგინგრევთ, ამას ამბობენ ფსიქოლოგები და მამაკაცებს ურჩევენ, ძალიან ფრთხილად მოეკიდონ ქალის გრძნობებს. იმიტომ არა, რომ ის მამაკაცზე ბოროტი არსებაა, ან შურისძიებაა მისი სტიქია, უბრალოდ, როცა ქალს ძალიან სტკივა, ის ემოციებით ხელმძღვანელობს, მოქმედებს ნატკენი გულის კარნახით და ნაკლებად ეკითხება გონებას. მამაკაცები არასდროს ფიქრობენ იმაზე, როგორ განიცდის ქალი მათ უყურადღებობას, გულგრილობას, სიცივეს, ღალატს. უფრო მარტივია, ბრალი დასდო მას ვერაგობასა და ცბიერებაში. თუმცა, ეს ისევ ის ქალია, რომლითაც ასე აღფრთოვანებული იყო ცოტა ხნის წინ, აღმერთებდა მას და ყველაფერს აკეთებდა მისი ყურადღების მოსაპოვებლად. შეიძლება, ქალიც ზუსტად ისეთივე ეგოისტია თავის გრძნობებში, როგორც მამაკაცი, მაგრამ, ქალს უფრო შეუძლია ერთგულება და, თუკი ის, საკუთარ ქმარზეა შეყვარებული და ღალატზე მიდის, საამისოდ აუცილებლად აქვს სერიოზული მიზეზი, ან, იქნებ, ფსიქოლოგიური პრობლემაც...

მანჩო (41 წლის): ერთმა ძალიან ცნობილმა მსახიობმა ქალმა, მსოფლიო კინოს ვარსკვლავმა თქვა: ყველა ქალს ძალიან უნდა, უერთგულოს მამაკაცს. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ, ძნელია, იპოვო მამაკაცი, რომელიც დაიმსახურებს ამასო. ის ქალბატონი ძალიან ლამაზიც იყო, ძალიან ცნობილიც, ძალიან მდიდარიც და უამრავი მამაკაცი ეგებოდა ფეხქვეშ. მაგრამ, მაინც გაუცრუეს იმედი ძლიერი სქესის წარმომადგენლებმა. ჩვენი საუბარი ასე იმიტომ დავიწყე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ქალი ხარ – ლამაზი, მოდელის პარამეტრებითა და მონაცემებით თუ ჩვეულებრივი; საკმარისია, „ცოლი“ დაგერქვას და – მორჩა, განწირული ხარ ღალატისთვის. გეუბნებით, აბსოლუტურად ყველა ცოლი დგას ამ საფრთხის წინაშე.

– ანუ, ერთგული ქმარი მითია?

– დიახ, გამორიცხულია, მამაკაცი ისეთი ერთგული იყოს, რომ სხვა ქალთან „გაგულავების” მომენტი ჩაუვარდეს და ის ხელიდან გაუშვას. არ არსებობს ასეთი მამაკაცი. თუ თქვენი ქმარი ამტკიცებს, რომ სხვა ქალთან არ წოლილა, ის ან პროფესიონალურად ტყუის, ან, უბრალოდ, შემთხვევა არ მიეცა. თუმცა, მე არ ვამბობ, რომ მამაკაცებშიც არ არის განსხვავება: შედარებით პატიოსანი კაცებიც არსებობენ. საშუალოდ პატიოსნებიც, გარყვნილებიც და ინსტინქტების დონეზე მყოფებიც. ადამიანური სახე რომ აქვთ უკვე დაკარგული და „შინაურს” „გარეულისგან” ვეღარ არჩევენ. მე მათ არათუ კაცებად, ადამიანებადაც არ მივიჩნევ, თუმცა ზოგიერთის ცოლი იტანს ამისთანა ქმარს.

– საერთოდ, არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცები „გარყვნა” იმან, რომ ცოლები ღალატს უმრავლეს შემთხვევაში პატიობენ.

– ეგ ცოტა რთული საკითხია. ვითომ, რომ არ ვაპატიოთ, აღარ გვიღალატებდნენ? – საეჭვოა. მე ვიცი კაცი, რომელსაც ორი ოჯახი დაენგრა ღალატის გამო. ახლა მესამე ცოლი ჰყავს და იმასაც ღალატობს. არადა, პირველი ცოლი უყვარს დღემდე. მართალია, მე მიმაჩნია, რომ ამისთანებმა საერთოდ არ იციან, სიყვარული რა არის, თუმცა, თვითონ გეუბნება, მიყვარხარო. თუ უყვარდა, რატომ უღალატა? მერე იტყვიან, მამაკაცები მარტივად უყურებენ ცხოვრებასაც და ურთიერთობებსაც, ეს ქალები ართულებენ ყველაფერსო. არ დაიჯეროთ. კაცებს რომ უყვართ ცხოვრების გართულება, ქალები სად მივალთ მაგათთან! თვითონ არ იციან, რა უნდათ. ეს ერთი მაგალითიც საკმარისია, რომ ამაში დარწმუნდეთ. ჩემი ქმარი მამაკაცების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც არ ეძებენ თავგადასავლებს, მაგრამ თვალი მაინც გაურბით. მართალია, სულ თავს იმართლებს, რომ „არაფერს აშავებს”, მაგრამ, ერთი მე მკითხოს?! ნერვები ძაფზე მკიდია უკვე და უდიდეს ძალისხმევად მიჯდება, მისი გამოხდომები ავიტანო. არ არის ადვილი, ერთგულება შეუნახო კაცს, რომელიც ქალად აღარ აღგიქვამს მარტო იმიტომ, რომ მისი ცოლი ხარ. თქვენ არ მეთანხმებით?

– არ მიფიქრია ამაზე. ალბათ, ძნელია.

– ალბათ კი არა, ძალიან ძნელია. მაშინ, რკინის ნერვები უნდა გქონდეს და ძალიან დიდი მოთმინების უნარი. ან კიდევ, – ქმარი ფეხებზე უნდა გეკიდოს – ეს ყველაზე ნაღდი ვარიანტია. ამ შემთხვევაში ისე ცხოვრობ, როგორც შენ გინდა, მარტო საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობ და საერთოდ არაფერს არ უწევ ანგარიშს. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ბევრი ქალი ცხოვრობს ასე.

– და მათ ქმრები არ ღალატობენ?

– იცით, რა არის? მთავარია, რომ მათ ეს ფეხებზე ჰკიდიათ. შეიძლება, ღალატობენ კიდეც, მაგრამ, რადგან მათთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, კითხვასაც არ სვამენ. არ აინტერესებთ, რას აკეთებენ მათი ქმრები. არც სცალიათ ამისთვის და არც ედარდებათ, რადგან ჰყავთ ალტერნატივა.

– რა ალტერნატივაზეა საუბარი?

– მამაკაცზე, რომელიც მათ ქალობას აღიარებს და აფასებს. ვიცი, მეტყვით, არც საყვარლებს აქვთ მათ მიმართ განსაკუთრებული გრძნობაო, მაგრამ, მე არ დაგეთანხმებით. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ „სხვის ცოლს” სხვანაირი ხიბლი აქვს.

– ძალიან უცნაურ რაღაცას ამბობთ.

– სულაც არ არის ეს უცნაური. პირიქით, თუ ამ ინტერვიუს მამაკაცები წაიკითხავენ, დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში დამეთანხმებიან. მამაკაცს რომ ჰქონდეს უნარი, „სხვა“ თვალით შეხედოს საკუთარ ცოლს, მაშინ პრობლემა ნაწილობრივ მოიხსნებოდა. მაგრამ მოტივაცია არ აქვთ.

– თუ – უნარი?

– არა, მოტივაცია არ აქვთ. არ სჭირდება ამას განსაკუთრებული „უნარ-ჩვევები”, მონდომებაც საკმარისია, მაგრამ, არ უნდათ, ურჩევნიათ, სხვის ცოლს, ან, უბრალოდ, სხვა „ნაშის” „შებმაზე“ „იჩალიჩონ“. ცოლი ხომ დიდი ხნის „შებმულია” და საიმედოდ „დაბმულიცაა“. ამიტომ აღარ არის საინტერესო. მე არ ვიცი, რა ჰქვია ამას.

– ამბობენ, რომ მამაკაცები ბავშვებს ჰგვანან – როგორი ძვირფასი სათამაშოც არ უნდა მიუტანო, მაინც ჰბეზრდებათ.

– სიყვარული თამაში არ არის, ჩემო კარგო, მამაკაცებმა ეს უნდა იცოდნენ. ქალებმა კი ის უნდა იცოდნენ, როგორ უნდა მოანატრო ბავშვს მობეზრებული სათამაშო – უბრალოდ, უნდა ადგე და დაუმალო. აბა, ქმრებს გაუჩნდეთ შიში, რომ ცოლებს „დაუმალავენ”?! ხვდებით, ხომ, რას ვგულისხმობ „დამალვაში”?

– ანუ, ცოლები ტყუიან, რომ არ „იმალებიან”?

– დიახ, თითქმის მიმიხვდით სათქმელს. აბა, რას ვამბობ მე?! ტყუიან რომელია, უფრო სწორად, ვტყუივართ რომელია! ჩვენი ბრალია ყველაფერი. მეც დიდი ხანი არ არის, რაც მივხვდი ამას. ნელ-ნელა, საკუთარი თავის ფსიქოლოგად ჩამოვყალიბდი. იმდენი ვიფიქრე და ვინერვიულე, რომ აზროვნება გამიაქტიურდა. სამაგიეროდ, ახლა უკვე ჩემს ქმარს შეექმნება პრობლემები. ძალიან ბევრს დაკარგავს იმით, რომ ჩემთვის თავის მოწონებას, სხვა ქალის „ღირსებების” აღიარება ურჩევნია. ვერ ვიგებ და ვერც ვერასოდეს გავიგებ, რატომ ვეღარ ხედავს ქართველი მამაკაცი ქალს საკუთარ ცოლში. თუ ჩვენ ვხედავთ მათში კაცებს?! ჩვენ რა, ერთფეროვნებაზე ვგიჟდებით, თუ ბრმები ვართ და ლამაზ მამაკაცებს ვერ ვხედავთ?! თუ ქმრების ერთგულები ვართ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დედამიწამ მათ გარშემო უნდა იტრიალოს. სამწუხაროდ, მამაკაცების უმრავლესობას იმაზე გაცილებით უკეთესი ცოლი ჰყავს, ვიდრე იმსახურებს. ეს ისეთი ფაქტია, რომელსაც ვერავინ უარყოფს. თქვენ გგონიათ, მამაკაცებმა ეს არ იციან? ძალიან კარგადაც იციან, სულელები ნამდვილად არ არიან, მაგრამ „პოზა” უჭირავთ ისეთი, თითქოს ამ ყველაფერს ძალიანაც იმსახურებენ. ესეც ხომ ჩვენი ბრალია?!

– აბა, რა უნდა ვქნათ? მართლა ყველანი ხომ არ ვუღალატებთ ქმრებს?

– ღირსები კი არიან, ნამდვილად. თუ არ ვუღალატებთ, იმიტომ რომ ჩვენში მაინც არსებობს შინაგანი ბარიერი – აღზრდის, მენტალიტეტის გავლენა... ზოგჯერ საკუთარ თავს ვერ ვაბიჯებთ და ეს არ არის ცუდი. მე გარყვნილებას ნამდვილად არ ვქადაგებ. ზოგიერთ კაცს რომ ჰკითხო, ყველა ქალი ბოზია, მაგრამ ეს მათ უნდათ, რომ ასე იყოს. რეალურად, ყველა კაცს ეშინია ქალის შურისძიების. გულის სიღრმეში იციან, რომ ძალიან დაუცველები არიან ამ შურისძიების წინაშე – ყველა ვარიანტში დამარცხდებიან და იმიტომ.

– ქალები არიან შურისმაძიებლები?

– კი არ არიან, ხდებიან. კაცები ქმნიან უწყინარი ქალებისგან შურისმაძიებლებს. მეც ვიქეცი შურისმაძიებლად. მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ მიმიყვანა ქმარმა იმ ზომამდე, რომ სურვილი მაქვს, მაგრად ვატკინო. თვითონ უკვე იმდენჯერ მატკინა, ლამის ტკივილის განცდის უნარი დავკარგო. თან, ვითომ არაფერი მომხდარა, ისე იქცევა.

– იქნებ, ვერ ხვდება, რომ გეტკინათ?

– რას ამბობთ?! ძალიან კარგად ხვდება, ბრმა ხომ არ არის, ვერ ხედავდეს, როგორ ვტირი. რამდენჯერ მითქვამს, რომ მტკივა მისი უყურადღებობა. ისეთი ქალისთვის გაუყოლებია თვალი და უნახავივით დაუღია პირი, გავცოფებულვარ. მაგრამ თვითონ იმაზეც კი იბერება, მე თუ რომელიმე მსახიობზე ან ტელეწამყვანზე ვიტყვი, სიმპათიურია-მეთქი. ამიტომ, სერიოზულად დავიწყე ფიქრი იმაზე, ხომ არ ვუღალატო-მეთქი.

– და, მერე უნდა გააგებინოთ კიდეც, რომ უღალატეთ? არ გეშინიათ, რომ ოჯახი დაგენგრევათ?

– თქვენ ვერ გამიგეთ. მე უფრო ფსიქოლოგიურ ღალატს ვგულისხმობ, ანუ, მან უნდა გაიგოს, რომ მე ვარ ამაზე წამსვლელი, რომ მას ჰყავს რეალური კონკურენტი და მიხვდეს, როგორი დაუცველია. თუ თავი ამაყად აქვს აწეული და რქები არ ამძიმებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ ვკადრულობ ამას. თუმცა, ერთ დღეში შემიძლია, მისი ღირსება „დავმარხო” და მისი სიამაყისგან არაფერი დავტოვო. უნდა ახსოვდეს, რომ ცოლიც ქალია, რომელიც აუცილებლად დააინტერესებს მინიმუმ ერთ მამაკაცს მაინც. არ არსებობს ქალი, მიუხედავად თავისი გარეგნული მონაცემებისა, ერთი კაცის ყურადღება მაინც არ მიიპყროს. რატომ ავიწყდებათ ეს ქმრებს, გაუგებარია. მგონი, ისევ ჩვენ, ცოლები ვივიწყებთ და იმიტომ. ზედმეტად ვანებივრებთ და ვაფუფუნებთ ჩვენი ერთგულებით და აღარაფრის შიში აქვთ. მარტო მუქარაც არაფერს ნიშნავს: ერთხელ დაემუქრები – არ შეუსრულებ, მეორედ დაემუქრები – არ შეუსრულებ და, მესამედაც რომ დაემუქრები, სიცილით მოკვდება.

– ანუ, რეალურად უნდა უღალატოთ და გაიჩინოთ საყვარელი?

– რეალურად უნდა გავუჩინო შიში, რომ, არა მარტო დამკარგავს, შერცხვება კიდეც – აი, რაზე უნდა მიიტანო „იერიში”. საზოგადოებაში უნდა შერცხვეს, რომ ცოლმა ასეთი რაღაც გაუკეთა. მის თავმოყვარეობაზე უნდა ვითამაშო. მე უკვე მაქვს მიღებული გადაწყვეტილება. ერთხელ დავემუქრე კიდეც და, ცოტა შეფიქრიანდასავით. ახლა რომ არაფერი გავაკეთო, უარესს იზამს.

– მაგრამ, ოჯახის დანგრევა ხომ არ გინდათ?

– არა, რა თქმა უნდა. მე ოჯახის შენარჩუნება მინდა, მაგრამ, არა ჩემი ღირსების შელახვის ხარჯზე, როგორც ამას ბევრი ქალი აკეთებს. მადლობას არავინ გეტყვის იმისთვის, რომ საკუთარ თავმოყვარეობას აბიჯებ. არც ერთმა ქალმა არ მოიტყუოს თავი და არ გაიფიქროს, რომ ასეთი საქციელით ქმარს სინდისს შეუწუხებს. პირიქით, უფრო თამამად და მეტი შემართებით გადაუვლის ზედ, ისე, რომ თვალსაც არ დაახამხამებს. თუ მამაკაცი დიდი ბავშვია, მაშინ ამ შემთხვევაშიც ბავშვივით მოიქცევა. „გამდის და ვტირიო”, ხომ იცით, ეგ არის, მეტი არაფერი. მე ჩემს ქმარს ჭკუა აუცილებლად უნდა ვასწავლო.

– კონკრეტული გეგმა გაქვთ?

– ხომ გითხარით, საკუთარი თავის ფსიქოლოგად ჩამოვყალიბდი-მეთქი. ძალიან ბევრი რამე ვიცი საიმისოდ, რომ ჩემი ქმრის თავმოყვარეობა გავანადგურო. მე მას არაჩვეულებრივად ვიცნობ, თვითონ კი წარმოდგენა არ აქვს, რას ვგრძნობ და განვიცდი. თხუთმეტი წელია ცოლ-ქმარი ვართ და ბოლომდე მაინც ვერ გამიცნო. ვიცი, იტყვიან, კაცი რომ ერთ ქალთან თხუთმეტ წელს გაძლებს, გმირიაო, მაგრამ, კიდევ საკითხავია, ვის ჰქონდა გასაძლებად საქმე. იმან გაძლო და მე არა?! ან, ოჯახი და ცოლქმრობა გამძლეობაზეა?

– ამბობენ, სწორედ გამძლეობასა და მოთმინებაზეა ოჯახი და ცოლქმრობა აგებული.

– შეიძლება, დაგეთანხმოთ კიდეც, მაგრამ, ეს ხომ ორმხრივი უნდა იყოს – ორმხრივი მოთმინება და ორმხრივი გამძლეობა. ამ ურთიერთობაში კი მარტო მე ვუძლებდი და ვუთმენდი. როგორ ფიქრობთ, თხუთმეტი წლის განმავლობაში არაფერი ყოფილა ისეთი, რაც სკანდალის მოწყობის ან ქმართან სერიოზული ჩხუბის მიზეზს მომცემდა? – საბაბზე აღარ ვლაპარაკობ. მაგრამ მეც სხვა ბევრი ცოლივით მქონდა ილუზია, რომ ჩემი ქმარი გონს მოეგებოდა. მართალია, ფაქტზე არ დამიჭერია, თუმცა, რომ მომენდომებინა, არც ეს იქნებოდა პრობლემა. თუმცა მაშინ უყურადღებოდ ნამდვილად არ ვიყავი. ამიტომ, მერჩივნა, ზოგჯერ თვალიც დამეხუჭა და არაფერი მეთქვა. მაგრამ ახლა სიტუაცია ძალიან შეიცვალა: ვეღარ ვგრძნობ, რომ ქალი ვარ, მიუხედავად, იმისა, რომ ნორმალური ურთიერთობაც გვაქვს, არ ვჩხუბობთ, ერთად ვწევართ და ინტიმური სიახლოვეც ცუდად არ გამოგვდის, მაგრამ, ზოგადად, ვერ მამჩნევს როგორც ქალს, იმასაც ვერ მეტყვის, რა მიხდება და როგორ გამოვიყურები. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ერთი კომპლიმენტი მაინც მითხრას, ან მოწონებით შემომხედოს, ან რაღაც ნაპერწკალი დავიჭირო მის მზერაში, მაგრამ, არა, არა და არა! სამაგიეროდ, არც ერთი კაბაწამოხდილი და შეთხიპნილი გოგო არ გამოეპარება. უკვე სულ ვაკვირდები და ნერვები დაგლეჯაზე მაქვს. რომ ჰკითხო, ჭირვეული და პრეტენზიული გავხდი. არა უშავს, ახლა ნახავს, რომ უსაფუძვლოდ არ ვჭირვეულობ. ჩემი ნერვიულობის დრო დამთავრდა და მაგისი იწყება. ნახავს, რა დაემართება. ხომ ვეღარ მაფასებს, როგორც ქალს? სხვა რომ დამაფასებს, მერე ნახავს, რა დაკარგა. ძალიან, ძალიან ვატკენ გულს. ეს უკვე გადაწყვეტილია!


скачать dle 11.3