კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარტის ბოლო დღეს მოდის კვირეული მესამედ აიღებს სტარტს

24 თებერვალს „ჯორჯიან ფეშენ-ვიქის“ ორგანიზატორებმა მედიის წარმომადგენლები „თბილისი მარიოტში” შეგვკრიბეს იმისთვის, რომ უკვე მესამე მოდის კვირეულის დეტალები ეცნობებინათ ჩვენთვის. ეს არის პროექტამდე პირველი პრესკონფერენცია, სადაც ძალიან ბევრი რამ გახდა ცნობილი. კვირეული გაიხსნება 31 მარტს, რუსთაველის თეატრში, ფრანგი კოლექციონერის, ბასტიენ დე ალმეიდას ვინტაჟ კაბების კოლექციის გამოფენით. კვირეული რომ ჩვენებით არ გაიხსენება ეს პირველი ფორმატული ცვლილებაა, რომლის შესახებაც მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა გვამცნეს. 3 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის თეატრში დღეში 6-7 ჩვენება გაიმართება. თუმცა, ჩვენებებთან ერთად, იქნება საგანმანათლებლო პროექტებიც. ასეთია მაგალითად, „ტრანოის” ჯგუფის ბაერების „ვორქ-შოპი“ – ბაერები ქართველ დიზაინერებს გააცნობენ და აუხსნიან თუ როგორ ხდება მოდის ბიზნესში საქმიანი მოლაპარაკებები, როგორ უნდა დაამყარონ ურთიერთობები ბაერებთან, როგორ შესთავაზონ და მოაწონონ მათ თავიანთი პროდუქტი. გარდა ამისა, კვირეულის მსვლელობისას, გაიმართება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ბლოგერის, მოდის ჟურნალისტისა და კრიტიკოსის დაიან პერნეს დოკუმენტური ფილმების ჩვენება. დაიანმა ჩამოაყალიბა ფილმების ფესტივალი „ე შეიდიდ ვიუ ოფ ფეშენ ფილმ”. დაიანი „ჯორჯიან ფეშენ-ვიქს“ თავად დაესწრება.

ორგანიზატორებმა გვამცნეს, რომ კვირეულის ბოლოს გაიმართება ორსაათიანი შეკრება, რომელსაც დაესწრებიან ჟურნალისტები, უცხოელი სტუმრები და ორგანიზატორები. მედიის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, ნებისმიერი კითხვა დაუსვან მათ. რაც შეეხება დიზაინერებს, კვირეულში სულ 16 ქართველი და სამი უცხოელი დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას: მარკო კორსო მილანიდან, ნური – სომხეთიდან და ფაჰრია ხანუმი – აზერბაიჯანიდან. როგორც გავიგეთ, ფაჰრია პრეზიდენტ ალიევის ახლო ნათესავია. ქართველებიდან კი, არიან ისეთი დიზაინერებიც, რომლებიც „ჯორჯიან ფეშენ-ვიქზე“ პირველად იღებენ მონაწილეობას. ასეთები არიან: ზალიკო ბერგერი, „მატერია”, ამირეჯიბი. როგორც პრესკონფერენციით გაირკვა, წლის პირველი მოდის კვირეული უფრო საქმიან და ნაკლებად პომპეზურ ვითარებაში ჩაივლის.


скачать dle 11.3