დუტა სხირტლაძე და შორენა ბეგაშვილი “იღბლიან შოუში„
2 მარტიდან „რუსთავი 2-ის” ეთერში ახალი პროექტი „იღბლიანი შოუ” იწყება, რომლის ანონსებიც უკვე ინტენსიურად გადის ეთერში. როგორც ანონსიდან მიხვდით, ეს იქნება ყველასთვის კარგად ნაცნობი, საყვარელი, საოჯახო გადაცემის „პოლე ჩუდესის” მაგვარი პროექტი. ადამიანს შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა და იღბალსა და წარმატებას ეთამაშოს. შოუს წამყვანი დუტა სხირტლაძეა, თუმცა როგორც ჩვენ გავიგეთ, მასთან ერთად პროექტს შორენა ბეგაშვილიც წარუძღვება თანაწამყვანის როლში. როგორ იქნება, კონკრეტულად, ფუნქციები გადანაწილებული დუტასა და შორენას შორის, ამას ყველანი ერთად ვნახავთ. თუმცა, ერთის ენამახვილობა და მეორის სილამაზე პროექტის წარმატების ერთგვარი გარანტია რომაა, ამაზე, მგონი, არავინ შემომედავება. აქვე იმასაც დავამატებ, რომ 7 მარტს პროექტი „ნიჭიერიც” აიღებს სტარტს, ტრადიციულად, თიკა ფაცაციასა და ვანიკო თარხნიშვილის წამყვანობით.