სულიერებისა და კულტურის ცენტრის
პროექტის პრეზენტაცია “რედისონში”
18 თებერვალს, სასტუმრო „რედისონში“ უწმიდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით, საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა, სადაც საპატრიარქოს სულიერებისა და კულტურის ცენტრის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო. ახალი პროექტი ქართულ საეკლესიო მუზეუმს, კულტურის ცენტრსა და რეზიდენციას მოიცავს. საქველმოქმედო ვახშამს ესწრებოდნენ: უმაღლესი სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. საქართველოს პატრიარქმა, დალოცა დამსწრე საზოგადოება და ახალი პროექტის მნიშვნელოვნების შესახებ ისაუბრა. საქველმოქმედო ვახშამზე დათო ევგენიძემ შეასრულა კომპოზიციები, რომლებიც პირველად ამ საღამოზე გაჟღერდა. ვახშამზე შემოწირული თანხა, სრულად მოხმარდება სულიერებისა და კულტურის ცენტრის მშენებლობას, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე დაიწყება.