კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერასდროს ივიწყებენ კახა კუხიანიძეს ექსშეყვარებულები და რა დოზით დარბის ის საკუთარ ოცნებებში

მომღერალ კახა კუხიანიძეს უჩვეულო ცხოვრების სტილი აქვს. ის არ მიეკუთვნება ადამიანთა იმ კატეგორიას ადრე რომ იძინებენ და შესაბამისად, ადრე იწყებენ დილას. არ უყვარს ერთფეროვანი ცხოვრება, რადგან ეს მისთვის ძალიან დამღლელია. აქვს საკუთარი პრინციპები, რომელსაც არასდროს ღალატობს, ინტუიცია, რომელიც თითქმის არასდროს უცრუებს იმედს და ერთგულება, რომელიც ყველასთვის მისაღებია.

– როგორია შენი ცხოვრების სტილი?

– საკმაოდ საინტერესო ცხოვრების სტილი მაქვს, რომელიც არ არის ერთფეროვანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრება მომბეზრდებოდა. მრავალფეროვნება მიყვარს.

– მიეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, ღამის ცხოვრება რომ უყვართ?

– კი, რა თქმა უნდა, ღამის ცხოვრება ძალიან მიყვარს. ჩემი ყველა მეგობარი ღამურაა. სახლში ღამის 12 საათზე მივდივარ. სიმართლე გითხრა, საწოლამდე რომ მივიდე, პირველი საათზეც დამეძინება, მაგრამ ასე არასდროს ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ძილი ძალიან მიყვარს და გამოსაძინებლად 9 საათი მაინც მჭირდება ძილისთვის დრო მაინც მენანება. ინტერნეტში ყოფნისას, დრო ისე გარბის, საათს რომ გავხედავ, უკვე დილის 5 საათი ან უფრო გვიანია. საბედნიეროდ, ადრე ადგომა არ მიწევს, რადგან სამსახური დღის მეორე ნახევარში მაქვს. აქედან გამომდინარე, ვნებივრობ.

– შენი დილა როდის იწყება?

– დღის 3 საათზე. მინდა, ეს ამბავი გამოვასწორო, რის გამოც ჩემი ძმისშვილის გადმოყვანა მინდა ჩემთან. ამის მერე დილით ადრე ავდგები, მას სკოლაში წავიყვან, მერე ტრენაჟორებზე ვივარჯიშებ, რის შემდეგაც სამსახურში წასვლის დროც დადგება. რადგან მრავალფეროვნების მოყვარული ვარ, ვფიქრობ, ამით დღის რეჟიმს შევიცვლი, რაც ჯანმრთელობისთვისაც კარგი იქნება. ანუ, ადამიანური წესებით რომ ვიცხოვრო ცოტა ხანი, იქნებ, მომეწონოს კიდეც.

– აბა, ამჟამად როგორი წესებით ცხოვრობ?

– არაადამიანური. წესით, ნორმალური ადამიანი ადრე იძინებს და ადრე იღვიძებს. მე კი პირიქით ვარ.

– ერთგული ხარ?

– შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემნაირი ერთგული იშვიათია. თუ რაიმე საიდუმლო ინფორმაციას ვფლობ, შემიძლია, საკუთარ ძმასაც კი არ ვუთხრა, გამორიცხულია. ჩემი მეგობრები იმით ამაყობენ, რომ მე ერთ-ერთი უერთგულესი ადამიანი ვარ.

– მაგრამ, ყველა ასეთი არ არის.

– კი, ასეა და ყოფილა შემთხვევა, ამის გამო იმედიც გამცრუებია. მე რომ ასეთი ერთგული ვარ, სხვისგანაც იგივეს ვითხოვ. ყველა ადამიანის ხასიათში, ალბათ, ერთგულება იგივე დოზით არ ზის, რაც ცოტა არ იყოს, გულდასაწყვეტია. ასეთ შემთხვევაში, წყენას გულში არ ვიტოვებ და ყოველთვის ვეუბნები. სახეზე ყოველთვის მეტყობა რას ვგრძნობ, ანუ თამაში ჩემი სტილი არ არის.

– მანდილოსნებთან მიმართებაშიც ერთგული ხარ?

– მრავალფეროვნება კი მიყვარს, მაგრამ სიყვარულს რაც შეეხება, ძალიან ერთგული ვარ.

– ყველაზე დიდხანს რამდენხანს გყვარებია?

– არასოდეს არსად არ მითქვამს – ყველაზე დიდხანს მიყვარდა ერთი ადამიანი, რომელიც ყოველთვის არსებობდა ჩემში. თუმცა, ამასთან ერთად, რაღაც გაუგებრობების გამო, სხვებთანაც მიწევდა დროებითი ურთიერთობა. ჩემი ცხოვრების ნახევარზე ცოტა ნაკლები, მაინც მიყვარდა ის ადამიანი. ეს საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ როგორც იტყვიან, დრო ყველაფრის მკურნალია. მივხვდი, რომ ჩემთვის უფრო სხვა ადამიანია საჭირო. აბსოლუტურად სხვა ადამიანი ჩანდა, თუმცა მე მომწონდა მისი პლუს-მინუსები და მიყვარდა ისეთი, როგორიც იყო.

– დღეს რა ხდება შენს ცხოვრებაში?

– დღეს ჩემს ცხოვრებაში სულ ცხელ-ცხელი ამბავია. არსებობს ადამიანი, რომელთანაც მართლა კარგად ვარ. მას აქვს ის, რაც კაცს ძალიან სიამოვნებს. არის ძალიან თბილი და ყურადღებიანი. ყველაფერი თავისთავად მოხდა.

– ნანობ, რომ ამდენი წლის სიყვარული დათმე?

– არანაირად არ ვნანობ, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.

– როგორ ფიქრობ, თქვენ ორს შორის ვინ დარჩა წაგებული?

– მე ნამდვილად არ ვარ წაგებული. გავიმეორებ სხვის ნათქვამს, მე მაქვს ის თვისებები, რომელიც მანდილოსანს სიამოვნებს. ვარ ძალიან ერთგული, ყურადღებიანი და თბილი. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ცხოვრებაში ვინც ყოფილა, დღემდე ვახსოვარ მათ.

– თუ ხარ ისეთი, რომელიც ყოველთვის აოცებს სხვადასხვა სიურპრიზებით თავის პარტნიორს?

– სიურპრიზები ნამდვილად მიყვარს, მაგრამ რეალისტი ვარ. ოცნებებში სირბილი ყველა ადამიანს უყვარს, მაგრამ ვცდილობ, ეს მცირე დოზით იყოს ჩემში.

– ეჭვიანი ხარ?

– თუ საბაბი მაქვს, ძალიან ეჭვიანი ვარ. ადამიანის გაშიფვრა კარგად გამომდის, რის გამოც არასდროს ვტყუვდები. ასევე, ძალიან კარგად მაქვს განვითარებული ინტუიცია. შეიძლება, არაფრიდან რაღაცამ გამიელვოს თავში და ასპროცენტიანი იქნება. ამიტომ, ჩემთან ურთიერთობა იმ შემთხვევაშია რთული, თუ ადამიანი ბოლომდე ერთგული არ არის. ხშირად ადამიანს, რომელიც ჩემი მეგობარი არ არის, გიჟი ვგონებივარ.

– რატომ?

– იმიტომ რომ, შავზე მითქვამს თეთრია-მეთქი. ზუსტად ორი კვირა დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დამემტკიცებინა. სანამ არ დარწმუნდა ის ადამიანი ჩემს ნათქვამში, ორი კვირა მართლა გიჟი ვეგონე, მაგრამ ბოლოს მიხვდა რომ მართალი ვიყავი. აქედან გამომდინარე, ჩემი მოტყუების შანსი არ არის, არც საქმეში და არც სიყვარულში.

– გინდა თქვა, რომ წესების გარეშე არასდროს თამაშობ?

– ნაკლებად. თუმცა, შეიძლება მომიწიოს. ყოველ შემთხვევაში, ისე ნაკლებად, რომ ეს შესამჩნევიც არ არის.

– იმედგაცრუებული ხშირად ყოფილხარ?

– იმედგაცრუებული ძალიან იშვიათად ვარ, რადგან ყოველთვის წინ ვიხედები. მიზანდასახული ვარ და ზუსტად ვიცი, მიზანს მივაღწევ. შეიძლება, სხვისთვის არარეალური იყოს, მაგრამ მე ვიცი, რომ რასაც მიზნად დავისახავ, მივაღწევ. ერთადერთი, კარიერას რაც შეეხება, ისე ვერ ვარ როგორც მინდა. ეს იმის გამოა, რომ ხშირად არ იწერება ჩემთვის სიმღერა, ხშირად ვერ ვიღებ კლიპს და ასე შემდეგ. ამ დროს გვერდით მყავს ის ადამიანი, რომელიც სხვებს უკეთებს ამ ყველაფერს და ჩემთვის არ სცალია. ყველას ჰგონია, რომ სიმღერა ჩემთვის გართობაა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის.

– გამოდის, რომ შენთვის საკუთარი ძმა ვერ იცლის?

– კი, ასეა. ის ყოველთვის გადატვირთულ რეჟიმში მუშაობს. როცა ასეთი ნიჭიერი ძმა მყავს, სხვა სტუდიაში სიმღერის ჩასაწერად არ წავალ. ახლა დამპირდა და იმედი მაქვს, გამიკეთებს სიმღერას.

– საკუთარი თავის ყოველთვის გესმის?

– ჩემს თავს ყოველთვის კარგად ვუგებ, ალბათ ძალიან კარგად ვიცნობ და იმიტომ.

– რა შემთხვევაში არ ღალატობ არავითარ შემთხვევაში საკუთარ პრინციპებს?

– მაგალითად, ვერასდროს გავალ სცენაზე ისეთი იმიჯით, რომელიც ჩემთვის მისაღები არ არის, თუმცა შეიძლება ის ჩემთვის ძალიან დიდი ფულის მომტანიც იყოს. იმას, რაც ჩემი არ არის, ნამდვილად ვერ ვიზამ. კი, მომღერალი მსახიობია, მაგრამ ყველა მსახიობიც თავის ჟანრშია კარგი. შარშან საახალწლო კონცერტზე მქონდა შემოთავაზება, რაც ჩემგან 180 გრადუსით განსხვავდებოდა. ამიტომ, ამ ყველაფერზე უარი ვთქვი.

– რა იყო ასეთი?

– ახალი წლის ღამეს სცენაზე ქუსლიანი ფეხსაცმლით, კოლგოტით, კაბითა და საყურით უნდა გავსულიყავი. ბევრმა მითხრა, მერე რა მოხდა, ხომ მსახიობი ხარო. ჩემი აზრით, ყველა მსახიობს თავისი როლი აქვს და ის ყველა როლს ვერ ითამაშებს.

– როცა შემოგთავაზეს ამ იმიჯით სცენაზე გასვლა, პირველი რა იგრძენი და რა რეაქცია გქონდა, გაგეცინა თუ შეურაცხყოფილი იყავი?

– ორივე ერთად, მაგრამ უფრო შეურაცხყოფილი.

– თუმცა, ეს ხშირად გაუკეთებიათ ქართველ მომღერალ მამაკაცებს.

– კი, შეიძლება, ვინმემ გააკეთოს, რადგან თავად სურს ეს, მაგრამ მე, თუ არ მინდა, იმის გამო რომ ვიღაცამ გაიცინოს, ამას არ გავაკეთებ. ამიტომ ვინც თანახმაა ამაზე, მათ შესთავაზონ. ასეთი ფიარი ნამდვილად არ მჭირდება. ეს ჩემთვის მისაღები არ არის. ყურადღების მისაქცევად შეიძლება, სცენაზე გამოვიდე და ჩავიხადო, მაგრამ კარგია? ყველა ადამიანს თავისი პრინციპები აქვს.


скачать dle 11.3