კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესანიშნავი შვიდეული

143/7-ზე და ორად – ორი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გასულ კვირას გაეროს ქალთა საკითხების კომისიის 55-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ჩვენ არ ვიცით, რა ნიშნით მოუწია ჩვენი პარლამენტის პირველკაცს ამ მაღალ ტრიბუნაზე ასვლა (საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს შორის ქალი მხოლოდ 7-ია), თუმცა ვიცით, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა (სავარაუდოდ, ქალთა საკითხებით დაინტერესების უტყუარობის სიმბოლოდ გვერდს ქ-ნი რუსუდან კერვალიშვილი უმშვენებდა). მათ შორის კი ბ-ნ ბაქრაძეს გენდერული ბალანსის დაცვის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზეც გაუმახვილებია ყურადღება (ვითომ 143/ 7-ზე გენდერული ბალანსია?!) და, მიუხედავად იმისა, რომ ქალები საქართველოს პარლამენტში აბსოლუტური უმცირესობით არიან წარმოდგენილნი, პარლამენტის თავმჯდომარემ 2010 წლის აპრილში მიღებული „გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის“ მნიშვნელოვნება აღნიშნა (რომელიც ოდენ მტერს უბრმავებს თვალს გარედან). ბ-ნ ბაქრაძეს არც ოკუპაცია დავიწყებია. კერძოდ, აღნიშნა, რომ, რაკი „საქართველოს ტერიტორიების ნაწილი კვლავაც ოკუპირებულია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოების“ ვალდებულების შესრულება“, რადგან საქართველოს დევნილთა ნახევარმილიონიან არმიაში უმრავლესობა ქალბატონია და მათი ნაწილი „ძალადობის მსხვერპლი გახდა“ (ანუ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ ოკუპანტები არიან, რადგან შინაურისგან მოხვედრილი მუშტიც კი გაძვირებული შაქარივით ტკბილია).

ბ-ნი ბაქრაძისგანვე შეიტყო მსოფლიოს ცივილიზებულმა საზოგადოებამ, რომ საქართველოს მთავრობას, ძალადობის აღკვეთისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით, ეროვნული სამოქმედო გეგმაც შეუდგენია. რაც მთავარია, მხოლოდ ამას არ დასჯერებია და, გენდერული ბალანსის დაცვის კუთხით, თურმე, აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან. თუმცა, თუ საქართველოს პარლამენტსა (143/7-ზე) და მთავრობაში (სულ ორად ორი) ქალთა რაოდენობას გავიხსენებთ, ბ-ნ ბაქრაძეს გენდერულ თანასწორობაზე მეტად ორიგინალური წარმოდგენა ჰქონია. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ ბ-ნი ბაქრაძის მიერ იმავე ტრიბუნიდან ნათქვამს („ნიჭიერ ქალებს საქართველოში საშუალება აქვთ, წარმატებულნი იყვნენ… აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში“), ჩნდება ეჭვი, რომ „ნიჭიერ ქალებად“ ბ-ნ ბაქრაძეს 2 მინისტრი და 7 პარლამენტარი მიაჩნია. რაც მთავარია, „საქართველოს შრომის კოდექსისთვის“ თვალიც არასდროს გადაუვლია, რადგან, ამ კოდექსით, ამ გაბრწყინებულ პოსტრევოლუციურ ეპოქაში, რა მონის და რა საქართველოს მდედრობითი სქესის მოქალაქის უფლებები.


скачать dle 11.3