Lee lდა Wrangler – ლეგენდარული ბრენდების ოფიციალური მაღაზია
ლეგენდარული ბრენდები Lee და Wrangler თბილისში უკვე სახელობით მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. მაგრამ, სანამ 2011 წლის 17 თებერვალს ჩვენს დედაქალაქში ჩამოვიდოდა, ამ ბრენდებმა საუკუნოვანი ისტორია გამოიარეს – Lee 1889 წელს დაარსდა და დღემდე მსოფლიოს ასობით ქვეყანაში ყველაზე მოდურ, ხარისხიან და გამძლე ჯინსად მიიჩნევა. მოგვიანებით კი, მას Wrangler შემოუერთდა. Lee და Wrangler ამჟამად „ვიფაი კორპორეიშენის” მფლობელობაშია. ყველა თბილისელისთვის სანატრელი ჯინსები კომპანია „თრეიდლაინის” დახმარებით შემოვიდა ქართულ ბაზარზე. დღეიდან მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს ჭავჭავაძის 34-ში მდებარე, სავაჭრო ცენტრ „პიქსელში” შეეძლება.
ახალი მაღაზია ბრენდების უახლესი კონცეფციითაა წარმოდგენილი და Lee და Wrangler-ის მთელ ევროპაში არსებული მაღაზიების ანალოგია. მაღაზიის დიზაინი და ფურნიტურა მთლიანად ევროპის სათავო ოფისისგან იქნა მოწოდებული და შესანიშნავად მოერგო თბილისურ სტილს. ამ კონცეფციის მაღაზიები უკვე არსებობს ევროპულ დედაქალაქებში: ლონდონში, პარიზში, ბერლინში და ახლა უკვე თბილისშიცაა.
საგანგებოდ ამ მაღაზიის პრეზენტაციისთვის, რომელიც ლენტის გაჭრითა და შამპანურების შუშხუნით დაიწყო, თბილისს ეწვივნენ Lee და Wrangler-ის ევროპული ოფისის წარმომადგენლები – რეგიონალური მარკეტინგის დირექტორი მარჩელო შუ და აღმოსავლეთ ევროპის გაყიდვების დირექტორი ადამ ოგორეკი.
მარჩელო შუ: Lee და Wrangler ყველაზე ცნობილი ბრენდებია მთელ მსოფლიოში. თუ ისტორიას გადავხედავთ და საუკუნეების უკან გავიხედავთ აღმოვაჩენთ, რა დიდი ხანია, ეს ორი კომპანია შეიქმნა და საუკეთესო ჯინსებს სთავაზობს მომხმარებლებს. დღეს უკვე ჯინსები აცვიათ ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ჩვეულებრივ ადამიანებს ქუჩაში და ეს ბევრისთვის სამუშაო ტანსაცმელიც კია.
– ზოგჯერ წითელ ხალიჩაზეც გამოდიან.
– დიახ. მნიშვნელოვანია, მომხმარებელს სავაჭროდ კარგი გარემო შესთავაზო. ამიტომაც, თბილისური მაღაზიაც დიზაინით იდენტურია იმ მაღაზიებისა, რომელიც ევროპის დედაქალაქებშია. რომელ ევროპულ დედაქალაქშიც არ უნდა ჩახვიდეთ, თუკი Lee და Wrangler-ის მაღაზიაში შეხვალთ, იქაც ზუსტად ასეთი მაღაზია და კოლექციები დაგხვდებათ. ჩვენი კომპანიის კონცეფცია თბილისშიც დაცულია.
ეთერ გვარაძე („თრეიდლაინის” მარკეტინგის დირექტორი): „თრეიდლაინი” მრავალი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია, მათ შორის Lee და Wrangler-ისა. ეს ორი ბრენდი ეკუთვნის ერთ დიდი ბრენდების კორპორაციას – VF Corporation, რომელიც მსოფლიოს ტანსაცმლის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი კომპანიაა. VF-თან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. 2003 წლიდან კი უკვე Lee და Wrangler-ის ოფიციალური დისტრიბუტორები ვართ საქართველოში. დიდი ხანია, არსებობს იდეა Lee და Wrangler-ის სახელობითი მაღაზია გახსნილიყო. ჩვენს კომპანიას აქვს ჯინსის მაღაზიების ქსელი მთელ საქართველოში – „ჯინსის გალერეა”. მაგრამ, ამ შემთხვევაში, გვინდოდა მხოლოდ ამ ორი ბრენდის სახელობითი მაღაზია გაგვეხსნა. ეს მაღაზია ახალია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. მთელ კავკასიაში არ არსებობს Lee და Wrangler-ის ოფიციალური კონცეფციის სხვა მაღაზია. ახლა უკვე ჩვენს მაღაზიაში 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები კიდია. აქ ისე არ მოხდება, რომ სეზონზე ერთი კოლექცია შემოვიდა და მორჩა. სეზონზე რამდენჯერმე შემოვიტანთ ახალ ჯინსებს.
ლეილა მესხი: ძალიან მიყვარს ჯინსი და საერთოდ, არ მგონია, დედამიწაზე არსებობდეს ადამიანი, რომელსაც ჯინსი არ უყვარს. ეს არის ჩემი მეგობრების მაღაზია და ძალიან ვგულშემატკივრობ. მინდა, მივულოცო მათ დღევანდელი დღე და ამ დახვეწილი მაღაზიის გახსნა ძალიან ლამაზ სავაჭრო ცენტრში. მინდა, წარმატებები ვუსურვო.
Lee და Wrangler-ის მაღაზიის გახსნასთან ერთად „ჯინსის გალერეის” მაღაზიათა ქსელში ახალი სეზონი იწყება. როგორც ახალ სავაჭრო ცენტრში, ასევე მთელ ქსელში, მომხმარებელს საშუალება ექნება, შეიძინოს ახალი, 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციის მოდელები – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები როგორც ქალბატონებისთვის ასევე მამაკაცებისთვის. ლეგენდარული ამერიკული ბრენდების მდიდარი მემკვიდრეობა და ჯინსის ულამაზესი ტენდენციები საუკეთესო შენაძენის გაკეთების საშუალებას სწორედ ამ მაღაზიებში მისცემს გემოვნებიან მომხმარებელს.