მხოლოდ ფაქტები
* ძველბერძენ მხედართმთავარ ალკივიატეს ერთხელ ძაღლი აჩუქეს, რომლის ულამაზესი კუდით მთელი ათენი იყო აღფრთოვანებული. ალკივიატემ ბრძანება გასცა, მოეჭრათ ძაღლისთვის კუდი. ათენი დიდხანს ლაპარაკობდა მხედართმთავრის ამ აღმაშფოთებელ საქციელზე. ალკივიატე კი კმაყოფილი იყო: „მადლობა ღმერთს, ყველა ათენელი ძაღლის კუდზე ფიქრობს და ჩემს საქმეებში აღარ იქექებიანო“.
* ჩინეთის იმპერატორის ნახვა ჩვეულებრივ ადამიანებს აკრძალული ჰქონდათ, ამიტომ მკურნალი ექიმი დიაგნოზს მხოლოდ მისი სუნთქვითა და პულსით საზღვრავდა.
* ეთიოპიის კალენდარი ევროპულ კალენდარს 11 წლით ჩამორჩება.
* მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, ჰავაის კუნძულების მონარქმა-რეფორმატორმა კამეამეა მეორემ გაატარა რელიგიური რეფორმა და ეს დაიწყო იმით, რომ ისადილა ქალების თანდასწრებით, რაც ადგილობრივი რელიგიის მიხედვით აკრძალული იყო.
* თეთრი სახლის მისამართია: პენსილვანიის ქუჩა (ავენიუ) 1600, ვაშინგტონი.
* საბჭოთა ლიტერატურის კლასიკოსების აზრით, ახალგაზრდა ქალის აქტიურ ლექსიკაში 180 სიტყვა უნდა ყოფილიყო, რომ ის კულტურულ ადამიანად ჩაეთვალათ.
* ძველ საბერძნეთში, ოლიმპიური თამაშების გარდა, იყო პათიური, ნემეიური, ისთმიური თამაშები.
* ყვავილით დაავადების უკანასკნელი მსხვერპლი 1977 წელს დაფიქსირდა სომალიში.
* ამერიკის შეერთებული შტატების სექსუალური უმცირესობის დროშაზე 10 თანაბარი ფერადი ზოლია: შვიდი მათგანი ცისარტყელას ფერებია, დანარჩენი სამი კი – ნაცრისფერი, თეთრი და შავი.
* მეცამეტე საუკუნის რეცეპტი: მარმარილოს ფხვნილი ვადუღოთ ღვინოში ან ლიმონის წვენში, გადავწუროთ და გავაშროთ. ეს პროცედურა კიდევ ცხრაჯერ გავიმეოროთ და მივიღებთ... ქვიშის საათის ფხვნილს.