ბრძნული აზრები
დეფო: ადამიანური სიბრძნის უზენაესი ხარისხი ისაა, რომ უნარი ჰქონდეს, შეეგუოს შექმნილ ვითარებას და ყოველგვარ ჭექა-ქუხილში სულის სიმშვიდე შეინარჩუნოს.
კონფუცი: ბრძენი ადამიანი არ უზამს სხვებს იმას, რაც არ უნდა, რომ მას გაუკეთონ.
გოეთე: ბრძენი რომ სულელს ეპაექრება, თვითონაც იმის დონეზე დავა... მცოდნე უმეცარს მაშინ ედრება, როცა უმეცარს უმართავს დავას.
ვახტანგ მეექვსე: კაცს ეგონოს თავი ბრძენი, თუნდაც იყოს, ბევრს დასცდება.
სენეკა: ის, ვინც სხვისთვის სიკეთეს სჩადის, ამავე დროს, საკუთარ თავსაც დიდ სიკეთეს უკეთებს არა იმ გაგებით, რომ ის ამისთვის დასაჩუქრდება, არამედ, დიდ სიხარულს იძლევა იმის შეგრძნება, რომ სიკეთე გააკეთე.
ეპიკურე: ვაფურთხებ სილამაზეს და იმათაც, ვინც მას ამაოდ თაყვანს სცემს, თუ იგი არავითარ სიამოვნებას არ გვანიჭებს.
ბალზაკი: სიცილით ზნეობას მკურნალობენ.
დემოკრიტე: ბრიყვებს კეთილგონიერებას უბედურება ასწავლის.
ტულიუსი: სიბრიყვემ რაც უნდა საწადელს მიაღწიოს, კმაყოფილი მაინც ვერ დარჩება.
გრიფიუსი: ლამაზი სულის ადამიანები ყველგან იპოვიან ერთმანეთს – წყალშიც და ხმელეთზეც.
ჯორჯაძე: ადამიანი ყოველ უბედურებას შეეჩვევა, თუ იცის, რომ მას თავს ვეღარ აარიდებს.
თებრიზი: ვინც თავი თვისი თუნდაც ოდნავ სწავლით გასარჯა, მან იცის, რომ სიკვდილი საშიშარია მხოლოდ უვიცთათვის.
ილია: ტვინთხელობა, რომელიც საკუთარ ტვინს მოკლებულია, სხვისით ცხოვრობს და მარტო ბაძვით სულდგმულობს.
რენანი: ცხოველთა უკვდავება მემკვიდრეობაშია, კაცობრიობის დიდება კი დამსახურებასა და საქმიანობაში.
ვოვენარგი: უსაქმურობა უფრო მეტად აწვალებს, ვიდრე შრომა.
იუსტინიანე: ვინც სწრაფია დროში, ის ძლიერია უფლებებით.
გიოარსი: ნუ ეხუმრებით მეოცნებეებს, ისინი ხშირად წინასწარმეტყველთა სწორნი არიან.
ვინდელბანდი: არავინ უარყოფს, რომ ფილოსოფია ადამიანური სულის ნაყოფია, მისი ინტელექტუალური ცხოვრების გამოვლინებაა, მაგრამ არავის მიაჩნია ეს მოსაზრება ფასეულად.
დიდრო: ფილოსოფოსები ბევრ ცუდს ლაპარაკობენ სასულიერო პირებზე, სასულიერო პირებიც ბევრ ცუდს ლაპარაკობენ ფილოსოფოსებზე, მაგრამ ფილოსოფოსებს არასდროს დაუხოცავთ სასულიერო პირები, სასულიერო პირებმა კი არცთუ ცოტა ფილოსოფოსი დახოცეს.
ლაროშფუკო: თანაგრძნობა ხშირად სხვა არა არის რა, თუ არა სხვის უბედობაში საკუთარი უიღბლობის ჭვრეტის უნარი. ესაა წინათგრძნობა უბედურებისა, რომელიც, შეიძლება, ჩვენც დაგვატყდეს თავს. სხვებს სწორედ იმიტომ ვეხმარებით, რომ ისინი, თავის მხრივ, ჩვენ დაგვეხმარონ. ამრიგად, ჩვენი ქველმოქმედება, კაცმა რომ თქვას, სხვა არა არის რა, თუ არა სამსახური, რომელსაც წინასწარ ვუწევთ ჩვენსავე თავს.
როლანი: ქალისთვის უფრო ადვილია შეყვარება, ვიდრე სიყვარულის ახსნა, ხოლო მამაკაცისთვის უფრო ადვილია სიყვარულის ახსნა, ვიდრე შეყვარება.
მოპასანი: ქალს ყოველთვის ერთი ბავშვით მეტი ჰყავს, ვიდრე მამაკაცს.