კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საინტერესო რეალობა

* ამერიკელს განცდილი მარცხის შემდეგ მინიმუმ ორი სერიოზული გამარჯვება სჭირდება, თავი რომ ისევ ბედნიერად იგრძნოს და დეპრესიაში არ ჩავარდეს, აზიელისთვის კი ერთი პატარა წარმატებაც საკმარისია.

* მადრიდელებისთვის 13 ძალიან ბედნიერი ციფრია: როცა ისინი ლატარიის ბილეთს ყიდულობენ, ცდილობენ იმ ოფისში გააკეთონ ეს, რომლის მისამართშიც რიცხვი 13 ურევია, ხოლო, თუ მოგება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბილეთის საყიდლად 13 რიცხვში, ზუსტად 13 საათზე მიდიან.

ძაღლები, კატები და ჩვენ...

* 5 500 წლის წინათ ძველმა ეგვიპტელებმა მოიშინაურეს ველური კატა. მათ კატას „მაუ“ დაარქვეს და თაყვანს სცემდნენ ქალისსხეულიან და კატისთავიან ღვთაებას – ბასტს.

* მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში ახსოვს ძაღლს ის, რაც მის თვალწინ მოხდება, კატა კი ასეთ ინფორმაციას 16 საათის განმავლობაში იმახსოვრებს.

* კატის თითო ყურში 32 კუნთი ერთდროულად მუშაობს. კატას ჩვენზე მეტი ძვალი აქვს: 230 – 206-ის წინააღმდეგ; ხერხემლის მალებიც 30 – 24-ის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ არის ის ასეთი მოქნილი.

* ძაღლს 500 000 სხვადასხვა სუნის ამოცნობა და დამახსოვრება შეუძლია, ადამიანს – მხოლოდ 80-90-ის.

* პლანეტაზე 100 ჯიშის 400 მილიონი კატა ცხოვრობს. ყველა კატას შეუძლია, შეძვრეს იქ, სადაც მისი თავი შეეტევა.

* ადამიანმა ძაღლი 10 000 წლის წინ დაიმეგობრა. ძაღლს შეუძლია, გაიცინოს და აქვს მუსიკალური სმენა.

* ძაღლის ყველაზე ძველი ჯიშებია ჩაუ-ჩაუ, პეკინესი და ციმბირული ლაიკა.

* არაფრით არ შეიძლება ხვადი კატა სამფერი იყოს. თუ კატა სამფერი შეფერილობისაა, დარწმუნებული იყავით, რომ ის აუცილებლად დედალია.

* თუ კატა შავ-წითურია, რაც ძალიან იშვიათია, მას გამრავლების უნარი არ აქვს – სტერილურია.


скачать dle 11.3