კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვუაროთ ზამთარში სადღესასწაულო ყვავილებს და რომელი ვარდი ცოცხლობს 50 წელიწადს

გსურთ, გაახაროთ ქალბატონები 3 მარტსა და 8 მარტს? მაშინ, გირჩევთ, ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკის, ბატონ ამირან ბიწაძის რჩევები გაითვალისწინოთ და მიხვდებით, რომელი მცენარით უნდა გააბედნიეროთ მანდილოსნები.

– საერთოდ, ვარდი სიყვარულის სიმბოლოა. ამიტომ, მანდილოსნებისთვის განკუთვნილ დღეებში, გირჩევთ, მათ ჩეხური ქოთნის ვარდი მიართვათ. ის ძალიან ლამაზია, გაფურჩქნილია და საოცარ სურნელს აფრქვევს. ეს მცენარე საქართველოში 1988 წელს ბოტანიკურსა და სასელექციო ბაღებში შემოვიდა, თუმცა დღეს ყვავილების ნებისმიერ მაღაზიაში ნახავთ და ნამდვილად დაგატყვევებთ მისი სილამაზე. აჩუქეთ ის ადამიანს, რომელიც ძალიან გიყვართ და ის ნამდვილად მოუტანს პატრონს ბედნიერებას.

– იქნებ აგვიხსნათ, როგორ ვიყიდოთ ეს ვარდი – უკვე მოკრეფილი თუ ქოთნით?

– კარგი იქნება, თუ ჩეხური ქოთნის ვარდს შეიძენთ. ეს მცენარე 50 წელიწადს ცოცხლობს და, თუ გსურთ, რომ თქვენმა ნაჩუქარმა ყვავილმა დიდხანს გაძლოს, გირჩევთ, ქოთნით მიართვათ.

– როგორ მოვუაროთ ამ ვარდს, რომ წლობით იცოცხლოს და კიდევ რას გვეტყვით მის შესახებ?

– ჩეხური ქოთნის ვარდი თითქმის ბუჩქოვანია. მისი სიმაღლე 20-40 სანტიმეტრია და აქვს თითქმის ყველა ფერის ყვავილი. ახასიათებს ხშირი ეკლები. ის მინიატურული ვარდია და მისი მოჭრა არ დაგჭირდებათ. ჩინეთში მას „ბონსაის“ უწოდებენ, რადგანაც ოთახში ქოთნიანად იდგმევა და არც პრეტენზიული მოსავლელია. ჩეხური ვარდი შთამბეჭდავია იმითაც, რომ მას ერთ ღეროზე რამდენიმე კოკორი უვითარდება და რიგ-რიგობით იშლება. შესაძლებელია წლის რომელიმე პერიოდში ფოთლების ცვენა დაეწყოს, რისი მიზეზიც ნიადაგის ზედმეტად დანესტიანება იქნება.

– რით შეიძლება ამ ვარდის გამრავლება?

– მცენარე მრავლდება კალმით, მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ მას დაერღვევა ბიოპროცესი და, დედა-ძირის მსგავსი სიმაღლე და ყვავილების რაოდენობა არ ექნება.

– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ჩეხური ვარდი და როგორ გავუხანგრძლივოთ ზამთარში ყვავილობის პროცესი?

– ზაფხულში მცენარეს სჭირდება 25-30 გრადუსი ტემპერატურა, რადგან ამ დროს ბუნებრივი პროცესი ხელს უწყობს და მცენარეც უხვად ყვავის. რაც შეეხება ზამთარს, ამ პერიოდში სასურველია 18-22 გრადუსი. ასეთ ტემპერატურაზე მცენარე კარგად ინარჩუნებს ყვავილსაც და ფოთოლსაც.

– რა დაემართება მცენარეს დაბალ ტემპერატურაზე და ხომ არ დაემუქრება მას გაფუჭების საფრთხე?

– თუ ტემპერატურა 10 გრადუსამდე ჩამოვიდა, ჩეხური ვარდი „დასვენების” რეჟიმში გადავა. ის ამით არ დაზიანდება და ნუ შეშინდებით, გაზაფხულიდან კვლავ გამოცოცხლდება მაღალი ტემპერატურის წყალობით.

– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე?

– ზაფხულში მცენარე მორწყეთ თითქმის ყოველდღე, რადგან აორთქლება სწრაფად ხდება, ზამთარში კი კვირაში ერთხელ, მცირე რაოდენობით დაასხით წყალი.

– რამდენ ხანში ერთხელ გვირჩევთ ამ ვარდის გადარგვას და როგორ ნიადაგში ჩავრგათ ის?

– მცენარე გადარგეთ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. მის ნიადაგში კი აუცილებლად უნდა შედიოდეს: თითო წილი ტორფი, სუფთა ნახერხი, ნაკელი, ორი წილი ქვიშა და სამი წილი მიწა.

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გასხვლა და რომელი მავნებელი ემტერება მას?

– მცენარის გასხვლა შესაძლებელია როგორც გაზაფხულზე, ისე გვიან შემოდგომით. გადარგვისას, ასევე, შეგიძლიათ, შეკვეცოთ ფესვთა სისტემა, რათა ვარდმა ახალი სიცოცხლე დაიწყოს.

ჩეხურ ვარდს გაზაფხულზე უჩნდება მწვანე ფარიანა და მის საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ ბაილეტონისა და აქტელიკის 1-პროცენტიანი ხსნარი.

ჩეხური ვარდი ქალბატონივით ლამაზია და წლის ნებისმიერ სეზონზე ხარობს.

– კიდევ რომელი მცენარე ავირჩიოთ საჩუქრად?

– აერვა წელიწადის თითქმის ყველა სეზონზე ყვავის და, ამიტომ, გირჩევთ, საჩუქრად ეს მცენარე გამოიყენოთ. თურმე ის დადებითი აურის მატარებელია და, თუ ბინაში გაახარებთ, თქვენთან ყოველთვის კარგი ატმოსფერო იქნება.

– როგორი მცენარეა აერვა და ძნელი მოსავლელია თუ არა ის?

– აერვა ნახევრად ბუჩქოვანი ან მთლიანად ბუჩქოვანი მცენარეა. მისი სამშობლო ტროპიკებია, მაგრამ თავს კარგად გრძნობს სუბტროპიკებშიც. ის ულამაზესი მცენარეა, რომლის ფოთლებიც ძალიან ფერადი და ხასხასაა. იზრდება როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარშიც, ამიტომ დასვენების პროცესი არ აქვს. მისი ყვავილები შეიძლება იყოს წითელი ან სტაფილოსფერი.

– იოლად შევძლებთ საჩუქრად მოტანილი აერვას მოვლას?

– ოთახის პირობებში ეს მცენარე კარგად ხარობს. ზაფხულში უყვარს უხვი მზის სხივები, ხოლო ზამთარში – ნათელი ადგილი. მცენარე მრავლდება როგორც თესლით, ასევე ქოთნიდან გადმოსული ღეროს მოტეხვით და მიწაში ჩარგვით.

– როგორ მოვუაროთ მცენარეს ახლა?

– ზამთარში მცენარეს უყვარს ნათელი ადგილი და 18 გრადუსი ტემპერატურა, თუმცა 12 გრადუსზეც კარგად იგრძნობს თავს. მორწყეთ კვირაში ერთხელ და ეცადეთ, ფოთლებზე წყალი არ მოხვდეს, რადგან, შეიძლება, ფოთლები მოიყინოს ან დალპეს.

– რაც შეეხება ზაფხულის სეზონს?

– ზაფხულში სასურველია, აერვა გარე კლიმატში იყოს. მისთვის ზაფხულის სასურველი ტემპერატურაა 20-28 გრადუსი. ასეთ პირობებში მცენარე უხვად იყვავილებს. მორწყვა ზაფხულობით სავალდებულოა ორ დღეში ერთხელ.

– როგორ ნიადაგში ჩავრგათ აერვა და რამდენ ხანში ერთხელაა მისი გადარგვა შესაძლებელი?

– ამ მცენარეს უნდა ჰქონდეს კარგი დრენაჟი და მასში უნდა შედიოდეს: ორ-ორი წილი ტორფი და ნაკელი, თითო წილი მიწა და ქვიშა. აერვას ზაფხულში სჭირდება ვიტამინები და მინერალური სასუქები. შეგიძლიათ, დაასხათ მას ჟანგიანი წყალი. მცენარე გადარგეთ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და არ შეეხოთ ფესვებს, რადგან დაზიანდება და ადვილად გააფუჭებს მცენარესაც. თუ მას გამოუვიდა წამონაზარდები, შეკვეცეთ, მხოლოდ მთავარ ღეროს არ შეეხოთ.

– რით ავადდება აერვა?

– ზაფხულობით მცენარეს შეიძლება, დაესიოს ტკიპა ან მწვანე ცრუ-ფარიანა. მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ ცარციანი წყალი.

ეს მცენარეები ულამაზესია, თანაც, მათ შესაძენად არ დაგჭირდებათ დიდი თანხა. ამიტომ, იყიდეთ და მიართვით საჩუქრად თქვენთვის საყვარელ ადამიანებს.


скачать dle 11.3