კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ბოლო დროს შევნიშნე, რომ ჩემს ძაღლს პირიდან არასასიამოვნო სუნი ამოსდის. თქვენი აზრით, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, რისი ბრალია?

პასუხი: უმჯობესი იქნება, თუ თქვენს ძაღლს ვეტერინარს უჩვენებთ. ზოგადად გეტყვით, რომ ყურადღება მიაქციეთ თქვენი ძაღლის პირის ღრუს მდგომარეობას. თუ მას უჭირს მშრალი საკვების მიღება, აქვს პირიდან არასასიამოვნო სუნი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს ძაღლს აქვს კბილის ქვები, რაც აუცილებლად უნდა მოსცილლდეს, რადგან ამ დროს ხშირია ღრძილების ანთებები და პარადონტოზით გართულებები, რასაც მეტად სავალალო შედეგამდე მივყავართ.

კითხვა: ყველაზე დიდი პოპულარობით რა ზომის ძაღლები სარგებლობენ?

პასუხი: არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ საშუალო ტანის ძაღლები, რადგან მათ პატარა და დიდი ზომის ძაღლებისგან აითვისეს ყველაფერი საუკეთესო. ის მზადაა, სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს სახლში მოსულ დაუპატიჟებელ სტუმარს.

საშუალო ტანის ძაღლების მოვლა გაცილებით ადვილია, ვიდრე გიგანტი ძაღლების. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისინი პატრონის დაცვის უნარით დიდი ტანის ძაღლებს არაფრით ჩამოუვარდებიან. თუ გსურთ, ძაღლი ოჯახისა და ქონების დასაცავად იყოლიოთ, იდეალური ვარიანტებია: ამერიკული სტაფორდშირ ტერიერი, ბულტერიერი, ბოქსიორი, ალანო და სხვა. კომპანიონი ძაღლის შემთხვევაში, იდეალურია: დალმატინი, ლაბრადორ რეტრივერი, კოლი, მიტელშნაუცერი და სხვა.

კითხვა: არის შემთხვევები, როცა ძაღლი ასაკის მატებასთან ერთად აგრესიული ხდება – უმიზეზოდ იკბინება, პატრონზეც კი იწევს. ასეთ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს პატრონმა?

პასუხი: თუ ძაღლი მანამდე არ გამოხატავდა ანალოგიურ თვისებებს და ეს ასაკის მატებასთან ერთად დაეწყო, ესე იგი, მას ნევროზი სჭირს. საქართველოში, სამწუხაროდ, ცხოველების ნევროპათოლოგი არ არსებობს. შესაბამისად, ყველაზე კარგ შედეგს მოგვცემს სპეციალური დამაწყნარებელი საშუალება ცხოველებისთვის, რომელსაც ვეტერინარი ექიმი გამოუწერს. ასევე, აუცილებლად უნდა შეეცადოთ, იპოვოთ მიზეზი, თუ რატომ გახდა ძაღლი აგრესიული.


скачать dle 11.3