12 მინერალი, რომლებიც დაგეხმარებათ, იყოთ ფორმაში
თუ ორგანიზმს აკლია მინერალები, ის გვაწვდის სიგნალს – SOS! – ანუ, ჩვენგან შველას ითხოვს. ამიტომ, სასწრაფოდ დაიწყეთ ზრუნვა საკუთარ თავზე, თუ:
გრძნობთ სისუსტეს და გეფანტებათ ყურადღება; ადვილად ღიზიანდებით; ხშირად ცივდებით; გაგიძლიერდათ თმის ცვენა; გაგიჩნდათ კარიესი; ადვილად იღლებით და ვარდებით აპათიაში; გაწუხებთ უძილობა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი კი, გარდა იმისა, რომ გირყევთ ჯანმრთელობას, თქვენს ორიგინალობასა და ქალურ იმიჯზეც უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ, სასწრაფოდ მოიმარაგეთ საჭირო პროდუქტი და შეუდექით საქმეს:
1) კრემნიუმი ამაგრებს სისხლძარღვებს. მისი მარაგის შესავსებად მიირთვით: კარტოფილი, ბოლოკი, ჭარხალი, თალგამი, ხახვი, მწვანილი, მინერალური წყალი.
2) მარგანეცი აძლიერებს ნერვულ სისტემას. მისი დანაკლისის შემთხვევაში მიირთვით: პარკოსნები, წიწიბურა, ბრინჯი, ხორბალი, „ჰერკულესი,” თხილი და კაკალი, მწვანილი, ისპანახი.
3) ფტორი ხელს უშლის კარიესის წარმოქმნას. პროფილაქტიკისთვის მიირთვით: ეკოლოგიური სასმელი წყალი, თევზეული და ზღვის პროდუქტები, თხილი და კაკალი, ბურღულეული, ხორცი, კვერცხი.
4) კალიუმი იცავს გულს ინფარქტისგან. ამ ნივთიერებით მდიდარი პროდუქტებია: კარტოფილი, ავოკადო, პარკოსნები, ბანანი, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო, ფორთოხალი, ცეხვილი პური.
5) ფოსფორი ამაგრებს კბილის მინანქარს და პასუხს აგებს ძვლოვანი სისტემის ზრდასა და განვითარებაზე. ფოსფორს შეიცავს: კვერცხის გული, თევზი, ღვიძლი, „ჰერკულესი,” წიწიბურა, ლობიო, გოგრა, ნიგოზი, პარკოსნები, კაკაო, რძის პროდუქტები.
6) კალციუმი ებრძვის ძვლების სიმყიფეს. ამის თავიდან ასაცილებლად მიირთვით: რძემჟავა პროდუქტები, ყველი, კვერცხი, ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები, ისპანახი, ბროკოლი, კომბოსტო, თხილი და ნიგოზი, პარკოსნები, ლეღვი.
7) მაგნიუმი ხსნის ტკივილს და ხელს უწყობს ჩასახვას, ამიტომ მას „ქალურ მინერალს” უწოდებენ. მისი წყაროა: ნიგოზი, ხორბალი, წიწიბურა, „ჰერკულესი,” შავი პური, ზეთისხილი, ნუში, არაქისი.
8) თუთია გვიცავს გაციებისა და ინფექციებისგან. მას ჭარბი რაოდენობით შეიცავს: გოგრის თესლი, არაქისი, ნუში, მწვანილი, საქონლის ხორცი, ყველი, პარკოსნები.
9) იოდი ამაღლებს ინტელექტის დონეს. მიიღეთ: იოდიზებული მარილი, ზღვის კომბოსტო, პომიდორი, ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, ატამი, ყურძენი.
10) სელენიუმი იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური დაავადებებისგან. მიირთვით: ზღვის პროდუქტები, ღვიძლი, ზეითუნის ზეთი, სოკო, ცეხვილი ხორბალი, სიმინდი, მიწის თხილი, ქოქოსი.
11) სპილენძი აჯანმრთელებს კანს და ხელს უწყობს ელასტინის წარმოქმნას. მას შეიცავს: ცხვრის ხორცი, ხბოს ხორცი, ზღვის პროდუქტები, პარკოსნები, ნიგოზი, თხილი, კაკაო, სოკო.
12) რკინა აზღვევს ორგანიზმს ანემიისგან, ის ჰემოგლობინის მთავარი კომპონენტია. რკინას დიდი რაოდენობით შეიცავს: საქონლის ღვიძლი, წითელი ხორცი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, წიწიბურა, ვაშლი, ატამი.
რკინა უკეთ შეითვისება C ვიტამინთან და ფტორთან.
თუ თქვენს რაციონში აქტიურად შეიტანთ ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს, სულ რამდენიმე თვეში გაუმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობა, სახის კანი გაახალგაზრდავდება, თვალები კი განუმეორებელ ბრწყინვალებას შეიძენს.