კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: რა შემთხვევაშია ზამთრის ცივი ჰაერი სახის კანისთვის საზიანო და და რა შემთხვევაში – სასარგებლო?

პასუხი: ზამთრის ცივი, სუსხიანი ჰაერი სახის კანისთვის სასარგებლოა, თუ არ უბერავს ქარი და დიდხანს არ იქნებით მზეზე. ცივი ჰაერი აჯერებს კანს ჟანგბადით და აძლევს მას ჯანსაღ ფერს.

კითხვა: როგორ უნდა წავისვა კომპაქტური პუდრი – მშრალი „ღრუბლით” თუ სველით?

პასუხი: თუ გსურთ, რომ ტონალური კრემის წასმის შემდეგ თქვენი კანი არ პრიალებდეს, პუდრი წაისვით მშრალი „ღრუბლით”, ხოლო თუ თქვენი მიზანია, გამონაყრის ან ჭორფლის დაფარვა, „ღრუბელი” ოდნავ დანამეთ და პუდრი ისე წაისვით.

კითხვა: ვარ საკმაოდ ფერმკრთალი. ორგანული არაფერი მჭირს. როგორ გამოვიცოცხლო ფერი სახეზე წამლების გარეშე?

პასუხი: ყოველ დილით 15-20 წუთი მაინც ივარჯიშეთ სუფთა ჰაერზე (უკიდურეს შემთხვევაში – აივანზე); საღამოობით ისეირნეთ მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში; სადილზე მიირთვით ნახევარი ჩაის ჭიქა შავი (ან წითელი) ღვინო და ბროწეულისა და ჭარხლის წვენი; დილის ვარჯიშის შემდეგ სახე გაიწმინდეთ პიტნის ან გვირილის ნაყენისგან დამზადებული ყინულის კუბიკებით; მიიღეთ ვიტამინები და სვით მწვანე ჩაი.

კითხვა: შეიძლება თუ არა, საპნით დაბანამ სახის კანის ქავილი გამოიწვიოს?

პასუხი: საპნით სახის დაბანა სასურველი არ არის. სახისთვის უნდა გამოიყენოთ სპეციალურად დამზადებული კოსმეტიკური საპონი. საერთოდ, მაღაზიაში ნაყიდი საპონი აშრობს კანს, მით უფრო, თუ ონკანის ხისტი წყლით ჩამოიბანთ. შესაბამისად, საპონმა შეიძლება გამოიწვიოს კანის დაჭიმვა, გაწითლება და ქავილი. თუ არ გაქვთ კოსმეტიკური საპონი, შეგიძლიათ, ის ჩაანაცვლოთ რბილი მუსით ან გელით.

კითხვა: რა არის ორგანული კოსმეტიკა?

პასუხი: სახელწოდებიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ორგანული კოსმეტიკა შეიცავს ხელოვნური კომპონენტების: საღებავების, ესენციებისა და ქიმიური ნივთიერებების მინიმუმს და ნატურალური ნივთიერებების მაქსიმუმს.


скачать dle 11.3