კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ თარგმნა ვახტანგ მეექვსემ ასტროლოგიური ხელნაწერები და რა ცვლილებები შეიტანა მასში

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია უძველესი ასტროლოგიური ხელნაწერები, რომლებიც მეთერთმეტე საუკუნით თარიღდება. ცენტრში არსებობს როგორც ქართული, ისე ნათარგმნი ხელნაწერები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართველები ყოველთვის შემოქმედებითად ვითვისებთ ყველაფერს, როგორია ამ ხელნაწერების ჩვენთან მოხვედრის ისტორია და რა მდგომარეობაშია ახლა ისინი, გვესაუბრება ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომელი თამარ აბულაძე.

– ქალბატონო თამარ, როგორია უძველესი ასტროლოგიური ხელნაწერების ისტორია?

– უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ასტროლოგიური ჟანრის ხელნაწერები და თხზულებები, იმიტომ რომ, თავად ასტროლოგიაა ძალიან ძველი მეცნიერება – ჯერ კიდევ ბაბილონიდან იღებს სათავეს. აქ ინახება ძალიან ბევრი აღმოსავლური ენებიდან ნათარგმნი თხზულება, რომელთაგანაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს 1188 წლით დათარიღებული ხელნაწერი – „ეტლთა და შვილთა მნათობთათვის.” გვაქვს ასევე ცალკე „ეტლთა“ და ცალკე „მნათობთა“ შესახებ თხზულებები, რომლებიც გამოირჩევა თავისი სიძველით და მასში შესულია სპარსული ზოდიაქოს ნიშნები, სპეციალური ტერმინები და მოხატულია დახვეწილი მინიატურებით. ყველა ზოდიაქოს ნიშანს თან ახლავს თავისი მინიატურები, რომელიც მოქნილი დინამიკური ხაზებითაა შესრულებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს არის სპარსული სამინიატურო ხელოვნება და მსგავსი დათარიღებული ასტროლოგიური ხელნაწერი აღმოსავლეთშიც კი ძნელად მოიპოვება. ჩვენ გვაქვს ასევე სხვადასხვა ტიპის შერეული კრებულები. ზოგი პარაგრაფები არის სამკურნალო, არის ლოცვები და არის ასევე ისეთი მასალა, რომელიც უშუალოდ ასტროლოგია-ასტრონომიას ეხება. ასტროლოგია-ასტრონომია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განუყოფელი იყო. ამ თხზულებებში განისაზღვრება მნათობთა მდებარეობა, მათი მოძრაობა. დღის რომელ მონაკვეთში სად იყო ესა თუ ის მნათობი, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მთვარის ციკლებს. საერთოდ, ჰოროსკოპებს ხაზავენ, ამ ძველ ხელნაწერებში კი, ეს ყველაფერი აღწერითაა გადმოცემული. ამიტომ, ვამბობ, რომ ეს ხელნაწერები შეიცავს ძალიან მდიდარ მასალას, სხვადასხვა მეცნიერების კუთხით.

– როდიდან არსებობს ზოდიაქოს ნიშნები და წინასწარმეტყველებები?

– ზოდიაქოს ნიშნები არსებობს უძველესი ბაბილონის დროიდან. ეს არის ზოდიაქოს მოძღვრება, და უძველესი ფესვები აქვს. შემდგომში უკვე იყო შერეული ტიპის ხელნაწერები, ქართული კურთხევანი, სადაც მოცემულია ის, თუ როგორ აკურთხებდნენ იმ დროს მოსავალს, სახლს და ასე შემდეგ. ეს იყო დაკავშირებული ასტროლოგიურ წინასწარმეტყველებასთან. იმ პერიოდში იქმნებოდა სამაგიდო წიგნები, რომლებიც ყველა ოჯახში იყო. ამ წიგნში შედიოდა ის, თუ რა სჭირდებოდა ყოველდღე ოჯახს, ლოცვები, სამედიცინო რეცეპტები, ზოდიაქოს წინასწარმეტყველებები. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ძალიან საინტერესო ყველა კუთხით – სიძველით, შედგენილობის თვალსაზრისით და სოციალური დაკვეთით, რომ ადამიანისთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

– რომელი საუკუნით თარიღდება უძველესი ხელნაწერი და თუ მოიპოვება მისი ანალოგი სადმე?

– ჩვენთან დაცულია მეთორმეტე საუკუნის ნიმუშები. არის ასევე ხელნაწერები, რომლებიც ასტროლოგიურ წინასწარმეტყველებასთან ერთად, მოიცავს ბუნებრივ მოვლენებს, მზის დაბნელების ამბავს, არის მთვარის ციკლის გამოსაანგარიშებელი ცნობები. მე, პარალელურად, ვსწავლობ სპარსულ ხელნაწერებს და ძალიან ბევრია მსგავსება. ჩვენ ძალიან დიდი ისტორიული კონტაქტი გვქონდა აღმოსავლურ ქვეყნებთან და იქიდანაც ბევრი რამ არის შემოსული. თუმცა, არის ნამდვილად ქართული ხელნაწერებიც. ქართულ ხელნაწერებში გვხვდება სპარსული ტერმინოლოგია. მათი ანალოგები არის აღმოსავლეთში. მაგრამ, გვაქვს ერთი ხელნაწერი, რომლის ანალოგიც ვერ მოვიპოვეთ. არსებობს ცნობილი აღმოსავლელი მეცნიერის ნასირედინტუსის ნაშრომები, რომელიც წერდა ორ ენაზე: სპარსულად და არაბულად. გვაქვს ქართული თარგმანები, რომლებიც ვახტანგ მეექვსის მიერ არის შესრულებული. ცნობილია მეთხუთმეტე საუკუნის ასტროლოგის, ულუფ-ბეგის ვარსკვლავთა კატალოგის თარგმანი, რომელიც ასევე ვახტანგ მეექვსის მიერ არის შესრულებული და სადაც ბევრი რამ თავისი აქვს შეტანილი – კონკრეტული კოორდინატები, გეოგრაფიული ადგილების კოორდინატები, ტერმინოლოგია, განმარტებანი და ქართულ მასალასთან არის მისადაგებული. ამდენად, თარგმნის და გადმოკეთების შემთხვევაშიც კი, ქართველებს მასში შეჰქონდათ თავისი წვლილი. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ქართველები კულტურულ მემკვიდრეობას ყოველთვის შემოქმედებითად ვითვისებდით, იყო ეს ბიზანტიური თუ აღმოსავლური.

– რა მდგომარეობაშია ხელნაწერები, ხომ არ საჭიროებს რესტავრაციას?

– ეს ხელნაწერები უკვე რესტავრირებულია, ძალიან დაზიანებული არ არის. ამ ასტროლოგიურ ხელნაწერებს აქვს ლექსიკონები, ხაზები, დიაგრამები, შეფარდებანი, მნათობების მიმართება დედამიწასთან. აქ არის კოპერნიკის მიერ შესრულებული თარგმანები, ტიხო დე გრაფის აღრიცხვა. ის იყო დიდი ასტროლოგი კოპერნიკამდე. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ჩვენთან სულ ხდება ამ ხელნაწერების აღწერა და საგანგებოდ მოვლა, დაზიანებულის აღდგენა და ასე შემდეგ. აუცილებელია, შეიქმნას ელექტრონული ვერსიები, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს.

– ქალბატონო თამარ, ახლა თუ იყენებენ ამ ასტროლოგიურ ხელნაწერებს?

– კი, ახლაც იყენებენ. მაგალითად, „ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის” თანამედროვე ქართულშიც გამოიყენება. რა თქმა უნდა, ახალი ყოველთვის ეყრდნობა ძველ მონაცემებს, ოღონდ სხვადასხვა ტიპის ჰოროსკოპები არის გამოყენებული. ზოგან წინ არის წამოწეული სამედიცინო თემა, ზოგში კი – დაბადების წინასწარმეტყველება, ქვებთან და მინერალებთან დამოკიდებულება და ეს ყველაფერი ეფუძნება ძველ ცოდნას.


скачать dle 11.3