კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჩვენ”... – ძალიან დამაჯერებელია

„ჩვენ” – ჯადოსნური სიტყვაა. მას სასწაულების მოხდენაც შეუძლია. ალბათ, თქვენ ვერ აცნობიერებთ ამას, ან, უბრალოდ, ჯერ არ დაფიქრებულხართ. თანამოაზრე ცოლ-ქმარი ძალიან დიდი ძალაა და მათ ერთად ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ. დააკვირდით, როცა ახლობლებსა და მეგობრებს თქვენი ოჯახის ამბებს უყვებით, ხშირად იყენებთ სიტყვას „ჩვენ”? თუ, საკუთარ თავს ისევ პირველ პირში და მხოლობით რიცხვში მოიხსენიებთ? შეიძლება, თქვენ ეს უმნიშვნელო წვრილმანი გგონიათ, მაგრამ ამას უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს – თქვენ აღარ ხართ მარტო და ეს ძალიან კარგია. ამერიკელი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ქორწინება, რომელშიც პარტნიორებს აქვთ „ჩვენ”-ის განცდა, გაცილებით მყარია და წარმატებული. მეუღლეები, შესაძლოა, ჩხუბობენ, მაგრამ მათ ურთიერთობას საფრთხე მაინც არ ემუქრება. ეს ნაცვალსახელი მეტყველებს იმაზე, რომ მეუღლეებს აქვთ საერთო ინტერესები, გამონახული აქვთ საერთო ენაც და ერთმანეთის ინტერესებსაც გაგებით ეკიდებიან.

იმისთვის, რომ თქვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდეს, შეეცადეთ, ყველა საქმე ერთად აკეთოთ: დაინტერესდით ერთმანეთის საქმიანობით ოჯახის გარეთაც; საერთო გასართობიც მონახეთ, მაგალითად, კინო, თეატრი, სპორტის რომელიმე სახეობა. იქნებ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი წვრილმანებია, მაგრამ სწორედ ასეთი „წვრილმანებით” შენდება ოჯახური ბედნიერება.

P.S. „ჩვენ” – არ გულისხმობს მთლიანად პარტნიორის გავლენის ქვეშ ყოფნას. საკუთარი „სივრცე” აუცილებლად უნდა გქონდეთ. ძალიან სასიამოვნოა, როცა ძლიერი მამაკაცის „ფრთის” ქვეშ თავს მშვიდად, მყუდროდ და დაცულად გრძნობთ, მაგრამ, ისეც ნუ შეიყუჟებით, რომ მთლიანად ჩაიკარგოთ.


скачать dle 11.3