კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ენერგიული გრძნობა

„ჩვენ უკვე ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ და შეუძლებელია, ჩვენი სიყვარული ენერგიული და „ველური” იყოს“. ალბათ, ბევრი წყვილი ზუსტად ამას ფიქრობს და დარწმუნებულნიც არიან, რომ ერთმანეთს ვეღარაფრით გააკვირვებენ. ადამიანი შემოქმედებითი ნატურაა და, თუკი მოინდომებს, ყოველთვის შეძლებს, იყოს საინტერესო: ნორმალური და მშვიდი. ნორმალური და მშვიდი სიტუაცია არ არის ის, როცა გგონია, რომ საკუთარი თავიც ამოწურე და პარტნიორიც. მაშ, რაღა დაგრჩენია ამქვეყნად?!

განახლების სურვილი აძლევს ადამიანს საშუალებას, იაროს წინ და გაიმრავალფეროვნოს ყოველდღიურობა. ამიტომ, თუ თქვენი გრძნობა, ემოცია და ფიქრი აღარ არის ენერგიული, დროა, სერიოზულად მოჰკიდოთ ხელი, საკუთარი თავის გარდაქმნას. ჯერ ერთი, მალე დაბერდებით და მეორე – აღარავისთვის, თვით თქვენი საყვარელი ადამიანებისთვისაც კი, საინტერესო აღარ იქნებით. დროებით მოეშვით პარტნიორს და საკუთარი თავისგან დაიწყეთ. ის მაშინვე გააქტიურდება და იზრუნებს იმაზე, რომ „სხვანაირი” გახდეს, როგორც კი ამისკენ ლტოლვას დაინახავს თქვენში. მეტისმეტი სიმშვიდე დიდი ქარიშხლის მომასწავებელია. ამიტომ, გირჩევთ, სანამ ის თავისით, სტიქიურად დაწყებულა და თავის გზაზე ყველაფერი გაუნადგურებია, პატარა სკანდალის პროვოცირება მოახდინეთ. მაგალითად, უსაყვედურეთ მეუღლეს, რომ მან არ შეამჩნია თქვენი ახალი ვარცხნილობა, არ გამოთქვა თავისი აზრი და, საერთოდაც, ბოლო დროს ნაკლებად აინტერესებს, როგორ გამოიყურებით...

იჩხუბეთ, მაგრამ ზღვარსაც ნუ გადახვალთ – ზედმეტი არც ამ შემთხვევაშია გამართლებული. არასოდეს მისცეთ სიტუაციას მოდუნების საშუალება. ურთიერთობას ენერგიულობა არ უნდა მოაკლდეს. ინტრიგა ცოლ-ქმარს შორის არათუ სასურველი, აუცილებელიც კია.


скачать dle 11.3