კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მორიგი იღბლიანი გამარჯვებული

„საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ მილიონობით ლარი გასცა სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულების პრიზების სახით. 15 თებერვალს, ლოტოს, რიგით 113-ე გათამაშებაში, მეორე საპრიზო კატეგორიის გამარჯვებული გამოვლინდა. 15 თებერვალი იღბლიანი აღმოჩნდა თბილისში მცხოვრები ბატონი თამაზ პატარიძისთვის. 121 642 ლარი – ეს არის თანხა, რომელიც ბატონი თამაზის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის და მეტ სილამაზეს შემატებს.

17 თებერვალს ბატონ თამაზს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სერვის-ცენტრში, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა ელი კეიდარმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სიმბოლური ჩეკი აღნიშნული თანხით. ამას მოჰყვა უამრავი მილოცვა, ულამაზესი ტორტი. შუშხუნა ღვინის „ფოიერვერკი“ და საუკეთესო სურვილები, რამაც ჩეკის გადაცემას სადღესასწაულო განწყობა შემატა. ბატონმა თამაზმა გამარჯვება აღნიშნა „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ თანამშრომლებთან ერთად. ბატონი თამაზი ბედნიერი და კმაყოფილი ჩანდა, ხოლო იქ მყოფი საზოგადოება მის ბედნიერებას შევნატროდით. თან, ვფიქრობდით, აუცილებლად უნდა ვითამაშოთ ლოტო, ტოტო და მომენტალური ლატარია იმისათვის, რომ მოვიგოთ და აღვნიშნოთ გამარჯვება „საქართველოს ლატარიის კომპანიასთან“ ერთად.

თამაზ პატარიძე: „ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“, განუზომლად დიდი. ეს ჩემს სიცოცხლეში პირველი მოგებაა. არასდროს არაფერი მომიგია და წარმოგიდგენიათ, ალბათ, რამხელა სიხარულია. დღეს მოგების წასაღებად მოსულმა, მორიგი გათამაშების კიდევ რამდენიმე ბილეთი შევიძინე“.

ელი კეიდარი: „საქართველოს ლატარიის კომპანია“ ისევ აგრძელებს გათამაშებებს და შესაბამისად, მოგებების გაცემას. დღეს ჩვენ მორიგ გამარჯვებულს გადავეცით სიმბოლური ჩეკი. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ის, რომ გამარჯვებულთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს და „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ მეტი და მეტი ხალხისთვის მოაქვს სიხარული, ბედნიერება და უკეთესი მომავალი. ვულოცავ თამაზ პატარიძეს გამარჯვებას და გისურვებთ თქვენც აღგენიშნოთ გამარჯვება „საქართველოს ლატარიის კომპანიასთან“ ერთად“.

„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ გათამაშებები გრძელდება. შეიძინეთ ლოტოს ბილეთი და შეეჩვიეთ მოგებას.


скачать dle 11.3