კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადადის თუ არა ძაღლის გრიპი ადამიანზე და რა სიმპტომებით ვლინდება ეს ინფექცია

წელიწადის ეს დრო არა მხოლოდ ადამიანებისთვის არის საშიში სხვადასხვა ვირუსების გამო, არამედ ცხოველებისთვისაც. ძაღლები, რომლებსაც სათანადოდ არ აქცევენ ყურადღებას და არ უფრთხილდებიან, ხშირად ძაღლის გრიპით ავადდებიან. ეს ინფექცია კი საკმაოდ საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის. ვეტერინარ ზაქრო ბაჯიაშვილს ვთხოვეთ განემარტა ამ გრიპის შესახებ და სათანადო რჩევები მიეცა ძაღლის პატრონებისთვის.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ძაღლების ვირუსული ინფექციები. ამ დროისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია ცხოველების დაცვა ისეთი ვირუსული ინფექციებისგან, წელიწადის ამ პერიოდში რომ აქტიურდება. ესენია პარავირუსული ენტერიტი და ადენოვირუსული პნევმონია.

– რაზეა დამოკიდებული ვირუსების გააქტიურება?

– ამ პერიოდისთვის ვირუსული დაავადებების გააქტიურება დამოკიდებულია გარემოს დაბალ ტემპერატურაზე. ამ დროს ცხოველი მეტ ენერგიას ხარჯავს სხეულის გათბობაზე. ამ პერიოდში ცხოველები ადვილად ცივდებიან და შესაბამისად, ინფექციაც ადვილად ვითარდება. ყურადღება უნდა მიექცეს ცხოველის მოვლა-შენახვის პირობებს.

– და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

– ინფექციის განვითარების პრევენცისთვის საჭიროა, უზრუნველვყოთ ცხოველი სრულფასოვანი დაბალანსებული საკვებით, რომელშიც იქნება ორგანიზმისთვის საჭირო და აუცილებელი ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები და შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ორგანიზმის იმუნური სისტემის ბრძოლისუნარიანობის სიმყარეს განაპირობებს ინფექციის მიმართ.

– ხშირად საუბრობენ ძაღლის გრიპზე. უფრო ზუსტად რას გვეტყვით ამის შესახებ?

– ადენოვირუსული პნევმონია, იგივე ძაღლის გრიპი, ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ადენოვირუსის 2 ტიპის ვირუსით. ის აღწევს ზემოსასუნთქ გზებსა და ფილტვებში და აზიანებს მას.

– რა სიმპტომები ახასიათებს მას?

– ძაღლის გრიპი ხასიათდება სასუნთქი სისტემის დაზიანებით. იოლი ფორმის დროს ვითარდება რინიტი, ტრაქეიტი და ბრონქიტი. ავადმყოფ ცხოველს ახველებს და აცემინებს. ცხვირიდან დასაწყისში შეინიშნება სეროზული ლორწო, შემდეგ ჩირქოვანი გამონადენი. ამონახველი მასა თეთრი ქაფია.

– გართულების შემთხვევაში, რა ხდება?

– ინფექციური გართულებისას, ანთებითი პროცესი გადადის ფილტვების ქსოვილზე, რაც მეტად ართულებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას.

– ალბათ, ყველა მკითხველს დააინტერესებს ძაღლის გრიპი გადადის თუ არა ადამიანზე?

– აღნიშნული დაავადება, ანუ ძაღლის გრიპი ადამიანზე არ გადადის. მაგრამ, ადამიანი შეიძლება, გახდეს ინფექციის გადამტანი დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით. აღნიშნული დაავდება განსაკუთრებით საშიშია მოზარდი ცხოველებისთვის. დაავადება ასევე გადადის კონტაქტის შედეგად, ჰაერწვეთოვანი გზით, მოვლის და სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებებით.

– ამ პერიოდისთვის გავრცელებულია გრიპი?

– პარავირუსული ენტერიტი საკმაოდ გავრცელებული და საშიში დაავადებაა, რომელიც ვირუსული ბუნებისაა.

– რა ზიანს აყენებს ის ცხოველის ორგანიზმს?

– ვირუსი აზიანებს ნაწლავების ლორწოვანი გარსის ეპითელურ უჯრედებს და იწვევს მათ სიკვდილს. ამ უჯრედების დაშლის პროდუქტები ძალიან ტოქსიკურია და იწვევს თითქმის ყველა სასიცოცხლო ორგანოს ფუნქციის მოშლას.

დაავადების მიმდინარეობის ხასიათი დამოკიდებულია დაზიანებული ქსოვილებისა და ორგანოების მოცულობაზე, იმუნური სისტემის დაზიანების ხარისხზე, ასაკსა და ცხოველის ზოგად მდგომარეობაზე.

– დაავადების პირველი ნიშნები როგორია?

– ხშირად დაავადების პირველი ნიშნებია უმადობა და ღებინება. ამონაღები მასა ლორწოვანია. ასევე კუჭის აშლა. ფეკალური მასა წყალივითაა და რუხი ან ყვითელი ფერისაა.

ხშირად სისხლიანია და ძალიან ცუდი სუნი აქვს. ღებინებისა და ფაღარათის ნიადაგზე, ვითარდება ორგანიზმში და წყლის დაკარგვის შედეგად გაუწყლოება.

– როგორ ვებრძოლოთ გრიპს?

– დაავადებასთან ბრძოლისა და თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა, ცხოველების აქტიური იმუნიზაცია, ანუ ვაქცინაცია ადენოვირუსული პნევმონიისა და პარავირუსული ენტერიტის საწინააღმდეგოდ. 1,5 თვის ასაკიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში სასურველი და რეკომენდებულია, გამოვიყენოთ მსოფლიოში ცნობილი და აპრობირებული ფირმების მიერ მოწოდებული ვაქცინები. ასევე, დაავადებასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს, დაავადებული ცხოველის იზოლაციას და მისი ადგილსამყოფლის საგულდაგულო გასუფთავებასა და დეზინფექციას სხვადასხვა საშუალებებით. როგორც ინტერვიუს დასაწყისში აღვნიშნე, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველების სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას, რაც განაპირობებს ცხოველში მყარი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას.

ცუდი მოვლა-შენახვის პირობები, არასრულფასოვანი კვება, სტრესული სიტუაცია – მაგალითად, პატრონის შეცვლა, ოპერაცია, ჭიებით დაინვაზირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ხშირი აშლილობები ქმნის პარავირუსული ენტერიტით დასნებოვნების საშიშროებას.

აღნიშნული დაავადებების ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ვეტერინარს და ცხოველს ჩაუტაროთ კვალიფიციური მკურნალობა.


скачать dle 11.3