კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ გაუხუნა შორენა ბეგაშვილს რომანტიზმი და რა ტიპის სასიყვარულო ურთიერთობას მოაქვს მისთვის ადრენალინი

იყო ყველაზე სასურველი – ამაზე, ალბათ, ნებისმიერი ქალბატონი ოცნებობს. თუმცა, მუდმივი ყურადღების ცენტრში ყოფნა თავისთავად იწვევს ბევრ საუბარს, უამრავ ჭორსა თუ მართალს, თაყვანისმცემლების დაბნეულ საქციელსა და ხშირად შეურაცხყოფასაც კი. შორენა ბეგაშვილის გზაც ასეთია: მის ცხოვრებაში იყო დიდი სიყვარულიც და ბევრი ტკივილიც, თუმცა, ამ ყველაფერმა მისი რომანტიკული ბუნება ვერ შეცვალა.

შორენა ბეგაშვილი: 14 თებერვალს ძალიან ბევრ ადამიანს ჰკითხეს, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ამ დღესთან დაკავშირებით. ბევრმა თქვა, რომ ყველა დღე სიყვარულისააო და ასე შემდეგ. მოდი, სიმართლე ვთქვათ: ყველა დღე სიყვარულის არ არის, რადგან ამისთვის ხშირად არ გვცალია. ადამიანი ხარ და, ცხოვრება ისე მიდის, რომ სათანადო ყურადღებას ვერ აქცევ შენს საყვარელ ადამიანს, ყოველ წამს ვერ ეუბნები – მიყვარხარო. სამწუხაროდ, ყოველთვის ამის განწყობაზე არ ხარ. ისე ვართ დატვირთულები პრობლემებით, საქმეებით, რომ დღეები თვალსა და ხელს შუა გაგვირბის. ამიტომ, ვფიქრობ, ვალენტინობა სწორედ ის დღეა, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენ გვერდით არის ადამიანი, რომელსაც უნდა მოვეფეროთ და ხშირად ვუთხრათ სიტყვა „მიყვარხარ“.

– შეიძლება, საჩუქრის გაკეთება არ უნდათ. არადა, ამ დღეს მხოლოდ სასიყვარულო ბარათის გაგზავნა ყოფილა საჭირო.

– მგონია, რომ ყვავილები და შოკოლადი ამ დღისთვის საკმარისია, ყველაზე მეტად ეს უხდება. ლამაზ, გულის ფორმის ყუთში ჩადებული გემრიელი შოკოლადი, ყვავილები, სადაც გულის ფორმის ბარათიც იქნება გარჭობილი – ეს ისეთი საჩუქარია, რომელიც გულს გაგითბობს.

– მოუწერიათ შენთვის სასიყვარულო წერილები?

– ძალიან ხშირად, ახლა ეს „ფეისბუქით” ხდება, ადრე კი ფურცელზე მიწერდნენ. სხვათა შორის, „ფეისბუქითაც” დიდი ემოციები მოდის ხოლმე. მთავარი, ხომ მაინც სიტყვებია. თან, გააჩნია, ვისგან მოვა, თორემ, თუ ის ადამიანი შენთვის არაფერს ნიშნავს, გინდა მუყაოს ყუთზე დაწეროს და გინდა მარმარილოს დაფაზე ამოტვიფროს, ყურადღებას არ მიაქცევ.

– ჰოდა, როგორ უნდა მივიდეს ამ მდგომარეობამდე, რომ მისი საჩუქარი თუ წერილი მნიშვნელოვანი გახდეს?

– რაღაცით უნდა მიიქციოს ყურადღება. ან კიდევ, შევხედავ და ერთი მზერით მივხვდები, რომ ის „ის“ არის და... (იცინის) რეალურად კი ეს გაცილებით რთული პროცესია. საერთოდ, ნაკლებად კომუნიკაბულური ადამიანი ვარ, ძნელად შევდივარ ადამიანთან კონტაქტში და, აქედან გამომდინარე, უფრო ძნელად მომწონს...

– და, მერე ძნელად გამოდიხარ...

– დიახ, ესეც ძალიან მიჭირს. თუ მომეწონა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანი მართლა ღირსეულია და ჩემ გვერდით ყოფნის უფლება აქვს. ეს პრივილეგია მგონია, რადგან, თუ ვირჩევ, საუკეთესოს ვირჩევ, ყოველ შემთხვევაში – ჩემთვის საუკეთესოს.

– რომანტიკული ხარ?

– თავიდან, ალბათ, ყველა გოგო რომანტიკულია – ეს, რაღაც, თანდაყოლილი თვისებაა. არ არსებობს გოგო, რომელიც ვარდისფერ ბლოკნოტში სურნელოვანი პასტით „მეგობრობის დღიურს“ არ ავსებინებს ბიჭს, გრაფას „გყავს თუ არა შეყვარებული”; თან, იმ ბიჭს, რომელიც თვითონ ძალიან მოსწონს. მაგრამ, მერე – რაღაცეები ან რჩება ან – არა. ზუსტად ასეთი ბავშვი ვიყავი მეც და ყველაზე გვიან გადავეჩვიე ამ რომანტიკულ „გამოხტომებს“ და ცხოვრებაზე ვარდისფერი სათვალით ყურებას. გვიან გამოვფხიზლდი და გავაცნობიერე, რომ თურმე, ბოროტი ადამიანებიც არსებობენ და უნდა შეგეძლოს მათი გარჩევა. მაგრამ, მაინც მჯერა, რომ ეს რომანტიკა ბოლომდე შენთან რჩება, უბრალოდ, იშვიათად უშვებ სააშკარაოზე. ქალს ყოველთვის მოსწონს სრულიად ბანალური ჟესტები, თბილი ურთიერთობები, რომანტიკული განწყობა... ასობით შეყვარებული ასულა თავისი რჩეულის ფანჯრებთან ამწეთი და ყვავილები მიურთმევია, მაგრამ ასეთი საქციელი მაინც ნებისმიერ გოგოს გაახარებს. იმის თქმა მინდა, რომ ორიგინალურობის წვეთიც რომ არ იყოს რომანტიკულ ჟესტში, მაინც სასიამოვნოა. მაგრამ, მსგავს რაღაცეებს ბიჭები ადრე უფრო აკეთებდნენ, დღეს – ნაკლებად. ერთხელ, ეზოში ჩავედი და ჩემს მანქანაში ერთი ლამაზი ვარდი იყო გარჭობილი. ისე მომეწონა და მესიამოვნა... ესე იგი, ჯერ კიდევ არ გადაგვარებულან რომანტიკული ადამიანები.

– მაინც, მგონია, რომ ქალს ყველაზე მეტად სტაბილურობის განცდა სიამოვნებს.

– დიახ, პირველი ეიფორია და აჟიტირება რომ გადის, მერე უფრო ტკბება ურთიერთობა, როცა ხვდები, რომ ეს ადამიანი შენია და მის მიმართ სხვა გრძნობებიც გიჩნდება. როცა ზუსტად იცი, რომ ხვალ იმ ადამიანის მკლავზე გაიღვიძებ და არ ელოდები „სიურპრიზებს”. ქალისთვის სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ, შესანიშნავია, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ხვალ ვიღაცას არ გაეკიდება. ხშირად ურთიერთობა დაულაგებელია, ხშირად ჩხუბობთ, რიგდებით, მერე უცებ ფანატდებით ერთმანეთზე, მერე ისევ შორდებით; არ იცი, რა უნდა შენგან, შენ რას ელოდები მისგან... – ამ ყველაფერს ადრენალინიც მოაქვს, აქვს თავისი ხიბლიც, მაგრამ, არა დიდხანს. ყველაზე მთავარი რა შეგრძნებაა, იცი? როცა ის, ვინც გიყვარს, შენ გვერდით არის და – მორჩა, პლანეტაზე ამაზე უკეთესი არაფერი არსებობს. ღმერთმა ქნას, რომ ეს შეგრძნება დიდხანს გაგრძელდეს.

– სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გიყვარს?

– ძალიან განსხვავებულად. პირველი სიყვარული რაღაც აღმაფრენაა, ბავშვური შეგრძნებებით, მოთხოვნებით, პრეტენზიებით... რაღაც გაგიგია, თან – ვერ გაგიგია, შეიძლება რაღაც დაუშვა და თან არ გჯეროდეს... ჩემს ასაკში კი სულ სხვანაირად გიყვარს, სხვანაირადაც ექცევი, სხვანაირად აფასებ მის ნებისმიერ საქციელს...

– შენს ცხოვრებაში რამდენიმე სიყვარული დასრულდა წარუმატებლად. რისი ბრალი იყო ეს – შენ შეგეშალა თუ მათ ვერ დააფასეს, რაც ჰქონდათ?

– როგორც მოხდა, ალბათ, ყველაფერი ასე იყო საჭირო. ურთიერთობები დანგრევამდე მე მივიყვანე, თუმცა, თავდაპირველად მათი დაუფიქრებლობის ბრალი იყო, ანუ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მათი დაუფიქრებლობის გამო მოხდა. ყოველთვის შემიძლია, ცხოვრება ნულიდან დავიწყო, თუ თავს კარგად ვერ ვიგრძნობ. ამიტომ, არასდროს უკან არ ვიხევ. სადაც არ მომწონს, იქიდან მოვდივარ.

– რა ემართებათ მამაკაცებს? თავიდან ხომ ლანგარზე დადებული მოაქვთ თავიანთი სული და გული?

– სხვათა შორის, ვაკვირდები ხოლმე ამ ცვლილებებს და ვფიქრობ, რომ ყველაფრის მიზეზი მაინც ეჭვიანობა არის ხოლმე, ან, შესაძლოა, არასრულფასოვნების კომპლექსიც. ეჭვმა მიიყვანა იმ ზომამდე, რომ სულ სხვა გზით წასულიყვნენ და ამით დაემტკიცებინათ საკუთარი თავისთვის, რომ მაგარი ტიპები არიან. ეს, რა თქმა უნდა, ქვეცნობიერად ხდებოდა. არ ვამბობ, რომ ამაზე თუნდაც ერთი წამით იფიქრეს და გააცნობიერეს, თუ რა მოჰყვებოდა მსგავს საქციელს. საერთოდ კი, ძებნას აზრი არ აქვს, გული თავისით გეტყვის, ვისთან უნდა იყო და, როცა გეტყვის, იმას ხელი აღარ უნდა გაუშვა.

– რაღაც უხილავი ღობე გაქვს აშენებული შენ გარშემო და მაშინვე აგრესიული ხდები, როგორც კი ვინმე ამ ღობის გადალახვას შეეცდება.

– სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი ადამიანები არ არიან, მაგრამ, როცა ბევრ ხალხში ვიმყოფები, თავდაცვის რეჟიმში ვარ. ჩემს მეგობრებთან ყოველთვის გახსნილი ვიქნები, დანარჩენები არ მაინტერესებს. სხვა არ არის ღირსი, ისეთი დამინახოს, როგორიც რეალურად ვარ. ვერავის თავიდან გაზრდას ვერ დავიწყებ, არც არაფრის მტკიცებას არ შევეცდები. იმდენი რაღაც ვიცი ბევრ ადამიანზე, პირი რომ გავაღო, საკმაოდ არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მაგრამ, არ მინდა. დრო გავა, ყველაფერი დაილექება და მივხვდებით, ვინ ვინ არის. არანაირად არ მინდა სამეგობრო წრის გაფართოება. იმისთვის, რომ ვიღაცეებმა თავს ზედმეტის უფლება არ მისცენ, მიწევს, ბარიერი ავაგო ჩემ გარშემო. ყველანაირ ურთიერთობაში მაქსიმუმს ვითხოვ, თუნდაც საქმეში. თუ ვინმეს უნდა ჩემი გადაღება ფილმში, რეკლამაში და ასე შემდეგ, ანაზღაურებასაც მაქსიმუმს მოვითხოვ – ვიცი, რომ ჩემი სახელი კარგად იყიდება. ეს ინტერვიუ კი ასე უნდა დამთავრდეს: დიდი სიყვარულით შორენასგან! (იცინის).


скачать dle 11.3