კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უპირებდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ბიგ-თიკოს ცემას და რა შარში გახვია ის გამორთულმა ტელეფონმა

ბევრი ამბობს, სად რეპი და სად ქალიო, მაგრამ ეს აზრი ბიგ-თიკომ ბევრს სრულიად შეაცვლევინა და დაანახვა, რომ თუ მოინდომე, ნებისმიერ საქმეს გაართმევ თავს. მთავარია, ადამიანი შენსას „მიაწვე” და აკეთო ის, რაც მოგწონს და რაც გამოგდის. სწორედ ასე მოიქცა ბიგ-თიკო თავის დროზე და ახლა ის საქართველოში პირველ რეპერ ქალბატონადაა მიჩნეული. მან ოჯახიც, ასევე რეპერ ნიქისთან შექმნა და ახლა ბედნიერად ცხოვრობს. თიკოს უამრავი სახალისო და საინტერესო ამბავი აქვს თავს გადახდენილი, რომელსაც დღეს სიცილით და დიდი სიამოვნებით იხსენებს.

– თიკო, დამეთანხმები, წლების წინ, როცა გარეპვა დაიწყე, ბევრი სკეპტიკურად გიყურებდა. იმასაც ამბობდნენ, სად ქალი და სად რეპი, ქალს რეპი არ უხდებაო. შენ ეს სტერეოტიპი დაანგრიე და დღეს ყველა გიცნობს, როგორც ერთ-ერთ ქართველ რეპერ მანდილოსანს. ამისთვის ბევრი შრომა დაგჭირდა და არც კურიოზული სიტუაციები გაკლდა. ასეა?

– გეთანხმებით, ბევრი შოკში ჩავარდა რეპერი ქალი რომ დაინახა სცენაზე. სხვათა შორის, მე არც დაფერილმინიანი მანქანებით დავდიოდი, არც დაცვა დამყვებოდა და არც ხალხს ვემალებოდი. მიყვარს ადამიანებთან კონტაქტი და მათგან უდიდეს ენერგიასა და სითბოს ვიღებ. მეც და ჩემი ქმარიც რეპერები ვართ და ერთხელ დავნიძლავდით, ქუჩაში გავიდეთ და ხალხს ვკითხოთ, ვის უფრო იცნობენო. გავედით გარეთ, ვაჩერებდით გამვლელ-გამომვლელს და ვეკითხებოდით – აბა, რომელს უფრო გვიცნობთო. თან, გაფაციცებულები ველოდებოდით პასუხს. გადავრიეთ ხალხი (იცინის). გიჟებივით გვიყურებდნენ, რა სჭირთო. აღმოჩნდა, რომ მე, ანუ ქალ რეპერ ბიგ-თიკოს უფრო მეტი იცნობს, ვიდრე მამაკაც რეპერ ნიქის. მერე ვეხუმრებოდი ჩემს მეუღლეს, ხომ ხედავ, როგორი პუპულარული ცოლი გყავს-მეთქი. არ დამავიწყდება, გარეპვა რომ დავიწყე, 85 კილო ვიყავი და ლამაზი და ტანწერწეტა გოგონები რას „იგრუზებოდნენ” ჩემი დანახვისას, უნდა გენახათ (იცინის). მაღაზიაში რომ შევდიოდი, ვეკითხებოდი გამყიდველს, უკაცრავად, ქალბატონო, ბიგ-თიკოს ზომა გექნებათ რამე-მეთქი? გაკვირვებულები მიყურებდნენ (იცინის). მართალია, ახლა ისე აღარ ვიცვამ, მაგრამ კედებსა და კაპიუშონიან სამოსს მაინც ვერ შეველიე. რაც არ უნდა შევიცვალო იმიჯი, მე მაინც ბიგ-თიკოდ მცნობს ხალხი.

– მახსოვს, ლექსენთან ჩაწერილმა დუეტმა დიდი პოპულარობა მოგიტანა...

– უი, ამასთან დაკავშირებით ერთი ისტორია გამახსენდა. ქუთაისში გვქონდა კონცერტი. მე და ლექსენმა შევასრულეთ ეს დუეტი. უცებ ბიჭმა მოირბინა და მთხოვა, თუ შეიძლება თქვენთან ფოტოს გადავიღებო. გამიხარდა, ვიფიქრე, რა პოპულარული ვარ, ეტყობა, ჩემს სიმღერებს უსმენს და მოსწონს-მეთქი. ვიპოზიორე, მაგრამ რა ვიპოზიორე და... უცებ მეგობარს გადაულაპარაკა, რა მაგარია, ჯგუფ „ლექსენთან” ფოტო გადავიღეო (იცინის). დავრჩი, ასე გაღიმებული. ერთი პერიოდი, იმიჯი რომ შევიცვალე, ქუჩაში თან მცნობდნენ, თან – ვერა და უნდა გენახათ, რა დაფიქრებული მზერით მაკვირდებოდნენ. ერთხელ, ტაქსი გავაჩერე, ჩავჯექი და მძღოლს ვუთხარი, აქა და აქ მიმიყვანეთ-მეთქი. სარკიდან მიყურა, მიყურა, ბოლოს ვეღარ მოითმინა, მომიბრუნდა და გაღიმებულმა მითხრა – ვერ ვხვდები, საიდან მეცნობი, გოგო, დავიტანჯე, არადა, აშკარად ნაცნობი ხარო. შემრცხვა, გავწითლდი და თავდახრილმა ვუპასუხე, რა ვიცი, ბატონო, საიდან გეცნობით-მეთქი. უცებ შეჰყვირა, გამახსენდა, ტელევიზორიდანო. მეც გავუღიმე და თავი დავუქნიე. თან მითხრა, მოიცა, არ მითხრა შენი სახელი და გვარი, სულ გისმენ, მიყვარხარ და ახლავე გეტყვი, ვინც ხარო. იფიქრა, იფიქრა და ბოლოს ძლივს მოიფიქრა სიმღერა და წამიმღერა: „მერე რა, მერე რა, მერე რაა”... ყურები ვცქვიტე (იცინის). წარმოიდგინეთ, თამუნა ამონაშვილში ავერიე. ერთხელ კი, ერთი ტიპი მომიახლოვდა და მითხრა – ვა, ძლივს გიცანი, ძლივს მივხვდი ვინ ხარ, როგორ მოგიმატებია წონაში, არადა ზღვაზე გნახე „შორტიკებში”, მაგრად გამხდარი იყავი და გიხდებოდაო. არადა, იმ პერიოდში წონაში დაკლებული მქონდა და ყველა იმას მეუბნებოდა, როგორი გახდი, რომელ დიეტას იცავ, გვასწავლეო.

– მერე და, ვისში შეეშალე?

– ვისში და, რომ „ჩაიხვია”, „შორტებში” „ვაფშე” სხვა ხარო, ვკითხე. იქნებ, გეშლებით ვინმეში-მეთქი. გადაირია, რა მეშლები ტო, თიკო ხარ სადუნიშვილიო (იცინის).

– შენმა მეგობრებმა მითხრეს, თიკო სასმელს კარგად იტანს და მაგარი მჭევრმეტყველი თამადააო. ამაზე რას მეტყვი?

– დალევას კარგად ვიტან, მაგრამ ლოთი არ ვარ (იცინის). მე დოზა ვიცი და იმას არ გადავალ, ანუ იმის იქით ერთ ჭიქასაც არ დავლევ. სხვათა შორის, კარგი თამადაც ვარ. ისე, სითამამე არც სიფხიზლეში მაკლია, მაგრამ ხომ იცით, სასმელი მაინც თავისას შვრება (იცინის). ქუთაისში კონცერტის შემდეგ, ერთ-ერთ ოჯახში მიგვიპატიჟეს. თურმე, ამ ოჯახს ტრადიცია ჰქონია, რომ ერთ-ერთი ვაზიდან სტუმარს ღვინო უნდა შეესვა. არადა, ნახევარი ლიტრი ღვინო მაინც ჩავიდოდა. მოკლედ, სუფრასთან საუბარში, ვერ გავიგე, რისი სადღეგრძელო შეისვა. ვაზა რომ მომაწოდეს, წამოვდექი და განსხვავებული ამაყად მოვიყუდე. ისე გამოვცალე ბოლომდე, თქვენი მოწონებული, გადაირივნენ ოჯახის წევრები (იცინის).

– რატომ გადაირივნენ, ხომ უნდა დაგელია ბოლომდე?

– ბოლომდე კი არ უნდა დამელია, უნდა მომესვა ცოტა და თანამესუფრისთვის გადამეწოდებინა თურმე. მე კიდევ ისე გამოვცალე, რომ იტყვიან, ასე მტერი დაგეცალოთო. (იცინის).

– თიკო, მახსოვს, უცნაური მაკიაჟით გამოდიოდი სცენაზე. ეს შენი იდეა იყო თუ ვიჟაზისტ-სტილისტი გყავდა, რომელიც შენს „რეპულ“ გარეგნობაზე ზრუნავდა?

– ყოველდღიურ თუ სასცენო გრიმს და მაკიაჟს ყოველთვის ჩემით ვიკეთებდი და დღესაც ასეა. ერთხელ, სპორტის სასახლეში მქონდა გამოსვლა. ვზივარ, ვიკეთებ მშვიდად მაკიაჟს და უცებ, თავზე წამომადგა მენეჯერი. მეუბნება, პროგრამა შეიცვალა, შენი გასვლის დროა სცენაზე და აბა, შენ იციო. არადა, ჯერ მხოლოდ ერთი თვალი მქონდა შეღებილი და მეორეს შეღებვას ვერაფრით მოვასწრებდი.

– მერე, ხომ ამბობ, ჩემთვის გამოუვალი სიტუაცია არ არსებობსო. რა მოიფიქრე სცენაზე გასვლამდე?

– მართალია, არც მაშინ დავიბენი, სასწრაფოდ ვიმოქმედე და გამოვნახე გამოსავალი. კერძოდ, თვალზე შავი ფანქრით შტრიხები შევიტანე და სცენაზე შევაჭერი. კი ვიფიქრე, ამას ნახევარი თბილისი ვერ მიხვდება-მეთქი, მაგრამ, თურმე, ვერც მთელი თბილისი მიხვდა ჩემს ოინს (იცინის).

– ეს საიდანღა დაადგინე?

– საიდან და ამ კონცერტის შემდეგ, ერთ-ერთი გამოცემა წერდა, ბიგ-თიკო კონცერტზე ორიგინალური და ექსტრავაგანტური მაკიაჟით გამოირჩეოდაო. არადა, ხომ გითხარით, რა ორიგინალურობა, რის ექსტრავაგანტურობა, დროში ვერ ვეტეოდი და ერთი თვალი შეუღებავი დამრჩა (იცინის). მაგრამ, ეფექტი ხომ მაინც მოვახდინე? ესაა მთავარი. გამოგიტყდებით და გამიხარდა, ასე რომ დაწერეს ჩემზე. ერთხელ კი, ნამდვილად გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდი და ძალიან შემრცხვა. რუსთავიდან თბილისში მოვდიოდი. მობილური ტელეფონი ჩანთაში მედო და რომ მოვიძიე, ვეღარ ვიპოვე. მაშინ გაქანებული „ნადირობა” იყო მობილურებზე და ისე ოსტატურად იპარავდნენ, აზრზეც ვერ მოხვიდოდი. გვერდით მჯდომ მგზავრს ვთხოვე, ზარი გაუშვით ამა და ამ ნომერზე-მეთქი... მაგრამ, სიჩუმე... გამორთული იყო. ისე გავმწარდი, კინაღამ გადავირიე. პატრულს ვთხოვე დახმარება. ჩამსვეს თავის სირენებიან მანქანაში, გამომკითხეს, რა ვითარებაში დაკარგე, სახლში ხომ არ დაგრჩაო, ვინმეს ხომ არ ათხოვეო. მე კიდევ ვიგიჟებ თავს – რა დამრჩა, რის ვათხოვე, ჩანთაში მედო ტელეფონი-მეთქი. მამშვიდებენ პატრულის ბიჭები, თან ჩვენებას ვაძლევ მათ, თან ავტოგრაფს და უცებ არ გაისმა ჩემი ჩანთიდან მობილურის ზარი (იცინის). პატრულის თანამშრომელს ნომერი რომ ვუთხარი, გადარეკა და არ დარეკა ჩემი ჩანთიდან? ერთი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო და ისეთი თვალებით მიყურებდა, ვიფიქრე, ახლა ეს გამგლეჯს-მეთქი (იცინის). რომ გავუცინე, მერე კი მითხრა, ვიცი, ბიგ-თიკო რომ ხარ და „ფარულ კამერაში” მოვხვდიო. რაღას ვეტყოდი? შემრცხვა, მაგრამ რას ვიზამდი. ბოდიში კი მოვუხადე და მესიჯიც მივიღე, ცოტა ხანში იმ ტელეფონზე, ერთ-ერთი იმ პოლიციელისგან.

– თუ საიდუმლო არ არის, რა ეწერა იმ მესიჯში?

– რა და, ძალიან ლამაზი თვალები გაქვს, თიკოო (იცინის).


скачать dle 11.3