კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სისხლიანი ქრონიკები

70 წლის წინათ – 1941 წელი

21 თებერვალს, რუსეთის ქალაქ სტალინგრადში, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო-საჰაერო სწავლებისას, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ გარეუბანში ტრაგედია დატრიალდა: ავიაგამანადგურებლის პილოტს კოორდინატები აერია და, სასწავლო მაკეტის ნაცვლად, 900-კილოგრამიანი ჭურვი სამხედრო ყაზარმაში ჩააგდო, რასაც 130 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 200 კი დაშავდა.

22 თებერვალს ბერლინი-მიუნჰენის სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრავი ორი სამხედრო ეშელონი, რომლებიც სამხედრო ტექნიკითა და ტყვია-წამლით იყო დატვირთული, ერთმანეთს დაეტაკა, შედეგად, ორივე აფეთქდა, რამაც 600 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სახელმწიფომ კი 80 მილიონი რაიხსმარკის ზარალი მიიღო.

24 თებერვალს ლონდონელი 39 წლის ჯონ პრაისი, რომელიც ავტომატური პისტოლეტით იყო შეიარაღებული, სინაგოგაში შეიჭრა, ინტენსიური ცეცხლი გახსნა და 9 ადამიანი დახოცა, 7 კი მძიმედ დაჭრა. პრაისი კი შეიპყრეს და იქვე ჩაქოლეს. იგი ანტისემიტი იყო და ადგილობრივი ფაშისტების დავალებით მოქმედებდა.

60 წლის წინათ – 1951 წელი

21 თებერვალს, ნიუ-იორკში, სიკვდილით დასაჯეს 29 წლის ნორმან სპენსერი. პროფესიით ექიმი სპენსერი სერიული მკვლელი იყო და 16 ადამიანი სადისტურად ჰყავდა მოკლული. იგი თავს ესხმოდა ახალგაზრდა ქალებს, თიშავდა მათ, შემდეგ აუპატიურებდა და, ბოლოს მუცლებს უფატრავდა.

24 თებერვალს ბასკი ტერორისტები სპეციალურ ეშელონში შეიჭრნენ, რომელშიც მათ წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალურად გაწვრთნილი პოლიციელები ისხდნენ და მადრიდიდან სან-სებასტიანში მიემგზავრებოდნენ სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად. თავდასხმა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოლიციელებმა განძრევაც ვერ მოასწრეს. ამ შემთხვევას 45 ადამიანი შეეწირა.

25 თებერვალს, ლენინგრადში, უმწეოთა თავშესაფარს, რომელიც ხისგან იყო ნაგები, ცეცხლი გაუჩნდა და ისე სწრაფად გავრცელდა, რომ მისი ბინადრების გადარჩენა ვერ მოხერხდა და ამ უბედურ შემთხვევას 60 ადამიანი შეეწირა.

50 წლის წინათ – 1961 წელი

21 თებერვალს, მოსკოვში, ბუტირკის ციხეში 60 წლის იური ალიოშინი დახვრიტეს, რომელსაც 19 ადამიანი ჰყავდა მოკლული და შეჭმული.

26 თებერვალს, უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტის ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის სახურავზე რუსი კაპიტანი ოლეგ მანინი ავიდა და იქიდან 8 ცალი ხელყუმბარა გადმოაგდო, რასაც 9 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, 11 კი მძიმედ დაიჭრა.

27 თებერვალს, რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის ყინულის სასახლეში, სადაც ჰოკეისტთა ჩემპიონატის მატჩი მიმდინარეობდა, ტრაგედია დატრიალდა: უცებ ჭერი ჩამოინგრა, რაც გადაუღებელმა თოვლმა გამოიწვია და უზარმაზარმა მასამ სათამაშო მოედანი და ტრიბუნების ნაწილი ჩაიტანა, რასაც 130 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


скачать dle 11.3