კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

23 წლის ახალგაზრდა, შეყვარებულ გოგონასთან ერთად, მეგობარს დაუდარაჯდა და მოკლა

მეგობრის მკვლელობისთვის 23 წლის კობა ლ-ს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა. ვერსია, რომ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების გამო ჩაიდინა, სასამართლომ არ გაიზიარა. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, მიზეზი გოგონა გახდა, რომლის ცოლად მოყვანასაც თავდაპირველად მოკლული აპირებდა შემდეგ კი – მკვლელი. რაც შეეხება გოგონას, რომელიც მკვლელობის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, განსასჯელის სკამზე დანაშაულის დაფარვისთვის აღმოჩნდა.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ თითქმის ყოველი მეორე მკვლელობა ქუჩურ გარჩევას ან გოგონას უკავშირდება. სწორედ ასეთი გარჩევის მსხვერპლი გახდა აწ გარდაცვლილი გოგა ნ., რომელსაც 23 წლის კობა ლ-მ საკუთარი სახლის კიბეებთან სამჯერ ესროლა. ხაზგასასმელია, რომ ბრალდებულს მკვლელობისას თან ახლდა შეყვარებული, 20 წლის შორენა ხ., რომელსაც ბრალი მძიმე დანაშაულის დაფარვაში სსკ-ის 376-ე მუხლით – „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში“ დაედო. სასამართლომ ჩათვალა რომ: „შორენა ხ-მ იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის ფაქტი, მაგრამ შეგნებულად არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებში, არც არაფერი მოიმოქმედა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირის მხილების მიზნით, რითაც ხელი შეუშალა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის დროულად მხილებას”, – ნათქვამია განაჩენში, რისთვისაც მას 1 წლით პატიმრობა მიესაჯა.

მკვლელობა სადარბაზოს კიბეებთან

საბრალდებო დასკვნის თანახმად, განსასჯელ კობა ლ-ს, განზრახ მკვლელობის გარდა, ბრალი დაედო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. საბრალდებო დასკვნით, „2010 წლის ზაფხულში, კობა ლ-ს კონფლიქტი მოუხდა გოგა ნ-სთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის გამოც, განაწყენებულმა კობა ლ-მ თანატოლის მოკვლა განიზრახა”.

გამოძიების მასალებით, 2 სექტემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, კობა ლ. მეგობარ გოგონასთან, შორენა ხ-სთან ერთად, აწ გარდაცვლილს კორპუსის წინ სდარაჯობდა – ელოდებოდა, სახლში როდის დაბრუნდებოდა. როდესაც დაინახა, რომ გოგა ნ. სახლში შედიოდა, უკან გაჰყვა და სადარბაზოს კიბეებზე ასულს, შურისძიების მოტივით სამჯერ ესროლა. შედეგად, დაჭრილმა „მარჯვენა ფილტვის ქვედა წილის, ღვიძლის მარცხენა წილის და მუცლის აორტის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო”. როგორც გამოძიება ამბობს, „კობა ლ., დარწმუნდა რა, რომ განზრახვა სისრულეში მოიყვანა, გოგონასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”. რაც შეეხება დაჭრილს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აქედან გამომდინარე, გამოძიებამ დამნაშავედ არა მხოლოდ მკვლელი, არამედ მისი თანმხლები შეყვარებულიც ცნო, რომელმაც იცოდა, რომ გოგა ნ. მოკლულთან არარეგისტრირებული იარაღით მიდიოდა. თუმცა, შემთხვევის ადგილზე მყოფმა ერთადერთმა მოწმემ, ისევე როგორც განსასჯელმა, სასამართლოზე პოზიცია რამდენჯერმე შეცვალა. მან საწყის ეტაპზე თავი დამნაშავედ ცნო. შემდეგ კი, ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა. თუმცა, საბოლოოდ, როდესაც მიხვდა, რომ მასაც მძიმე სასჯელი ელოდა, კვლავ შეცვალა პოზიცია, თავი მთლიანად დამნაშავედ ცნო და მკვლელი ამხილა...

როგორც განსასჯელთა და მოწმეთა დაკითხვით და ზოგადად გამოძიებით ირკვევა, ჯერ კიდევ ზაფხულში, აწ გარდაცვლილ გოგა ნ-სთან რეალურად კონფლიქტი შორენა ხ-ს მოუხდა. საქმე ისაა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ისინი შეყვარებულები იყვნენ. თითქმის ორი წლის განმავლობაში ერთმანეთს სისტემატურად ხვდებოდნენ და მათი რომანი არა მხოლოდ მეგობრებმა ოჯახებმაც იცოდნენ. მეტიც, აწ გარდაცვლილის ოჯახი გოგონას ოჯახში ხელის სათხოვნელადაც მივიდა და საქორწინო ბეჭედიც დაუტოვა. თუმცა, ქორწინება იმ მიზეზით დაგვიანდა, რომ ბიძაშვილის ავადმყოფობის გამო გოგა ნ-ს რამდენიმე თვით გერმანიაში მოუწია გამგზავრება და მისმა რჩეულმა სწორედ ამ პერიოდში შეცვალა გადაწყვეტილება.

როგორც საქმიდან ირკვევა, ვინაიდან შორენა ხ. საქმროს უბნელებსაც და მის სამეგობრო წრესაც ახლოს იცნობდა, მათ წრეში ყოფნა ხშირად უწევდა. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ ყველამ იგრძნო, რომ გოგას დანიშნულსა და მათ საერთო მეგობარ კობა ლ-ს შორის „რაღაც ხდებოდა”. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ, შესაძლოა, ისინი უბრალოდ მეგობრობდნენ, მაგრამ, ასე არ აღმოჩნდა – ერთ-ერთი ქეიფისას წყვილს ცალკე ოთახში „არამეგობრულ სიტუაციაში” შეუსწრეს. დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და ორივე გამოტყდა, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ... ამ ამბიდან რამდენიმე დღეში კი შორენა ხ-მ ყოფილი საქმროს ოჯახს ოქროულობა და საჩუქრები უკან გაუგზავნა.

საინტერესო დეტალი: როგორც მეგობრები ჩვენებაში აცხადებდნენ, რომ არა მომხდარი ფაქტი, შესაძლოა, შორენა ხ-ს გოგასთან რომანი გაეგრძელებინა და მას გაჰყოლოდა ცოლად, რადგან ხშირად იმეორებდა, თითქოს გოგას გარდა არავინ შეუყვარდებოდა და მის გარდა ცოლად არავის გაჰყვებოდა, რაშიც იმთავითვე ეჭვი ეპარებოდათ.

გერმანიიდან დაბრუნებულმა გოგა ნ-მ თავდაპირველად ოჯახისგან გაიგო, რომ მისმა საცოლემ ნიშნობის ბეჭედი უკან დააბრუნა, რაც თავიდან არ დაიჯერა. შემდეგ კი მშობლებს უსაყვედურა, რადგან ეგონა, რომ შორენას მათ აწყენინეს და ეს იყო მიზეზი, რომ ბოლო პერიოდში გოგონა ინტერნეტით აღარ ეკონტაქტებოდა. თუმცა, ვინაიდან ასე არ აღმოჩნდა, სიტუაციის გარკვევა მეგობრებთან სცადა, რომელთაც მომხდარი აღარ დაუმალავთ. გაურკვეველი დარჩა, რატომ, მაგრამ, მეგობრების ნაწილი გოგა ნ-ს, ნაწილი კი კობა ლ-ს გულშემატკივრობდა.

როგორც შორენა ხ. აცხადებს ჩვენებაში, გოგას მან ჩამოსვლისთანავე დაურეკა, უნდოდა, პირადად ეთქვა, რომ აღარ უყვარდა და შეხვედრაზე კობა ლ-სთან ერთად წავიდა, რომელსაც გოგას ნახვა არ უნდოდა. გოგონას თქმით, მას შემდეგ, რაც მან ყოფილ საქმროს უთხრა, რომ აღარ უყვარდა, გოგა იმდენად გაღიზიანდა, რომ შორენა ხ-ს სახეში გაარტყა.

სწორედ ამ მომენტში მათ საუბარში კობა ლ. ჩაერია, მაგრამ, გოგა ნ-მ მეტოქე ისე სასტიკად სცემა, რომ ყბის ძვლები ჩაუმტვრია.

ამის შემდეგ, სამეგობრო ჯერ ერთმანეთს დაუპირისპირდა, ბოლოს კი კობა ლ-სა და გოგა ნ-ს შერიგებას ცდილობდნენ. თუმცა, გოგა ნ. დათმობას არ აპირებდა, ის შურისძიებას გეგმავდა, რის შესახებაც შორენა ხ-მ იცოდა და მისი განზრახვა აღიარებით ჩვენებაში დააფიქსირა კიდეც.

ამის მიუხედავად, მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენებაში განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ყბა ჩამიმტვრია და საავადმყოფოშიც ვიყავი, მასთან შერიგება მინდოდა. სწორედ ამიტომ, მასთან შორენასთან ერთად წავედი. ვიცოდით, სახლში არ იყო და გარეთ ველოდებოდით. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ტუალეტში მომინდა და ისე, რომ შორენასთვის არაფერი მითქვამს, გვერდით გავედი. უკან რომ ვბრუნდებოდი, შემთხვევით გოგა შემეჩეხა, რომელმაც ჩემს დანახვაზე დანა ამიღო, გაშალა და დამემუქრა, მე კი შესაშინებლად ვესროლე და შორენასთან ერთად გავიქეცი. არ ვიცოდით, რომ გასროლის შედეგად მას რამე დაემართა,” – განაცხადა განსასჯელმა, რომელმაც სასამართლოზე ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა, ანუ, თავდაპირველად განაცხადა, რომ თავდაცვის მიზნით ესროლა; შემდეგ დუმილის უფლება გამოიყენა; ბოლოს კი, ისევ განმარტა, რომ სახლთან მოკვლის განზრახვით არ მისულა – მინდოდა, შევრიგებულიყავითო. რაც შეეხება „შესარიგებლად“ იარაღის წაღებას, შემდეგნაირად ახსნა: „ყოველი შემთხვევისთვის წავიღე, იმ შემთხვევისთვის, თუ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. მუქარა კი იმდენად რეალური იყო, რომ შეშინებულმა გავისროლე. ამის მიუხედავად, ის მუქარას მაინც განაგრძობდა, რის შემდეგაც კიდევ ორჯერ გავისროლე. მოგვიანებით გავიგეთ, რომ გარდაიცვალა”.

მოკლედ, მკვლელი ავითარებდა ვერსიას, რომ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იყო, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. მოსამართლის აზრით, მან განზრახ მკვლელობა იმ მოტივით ჩაიდინა, რომ წარმოშობილ კონფლიქტში თავი დამარცხებულად ჩათვალა.

როგორც გარდაცვლილის დედამ განაცხადა, მის შვილს მტრები არ ჰყოლია. ერთადერთი კონფლიქტი, რომელიც მას ცხოვრებაში მოუვიდა, ამ ამბავს უკავშირდება. სხვათა შორის, გარდაცვლილის დედას არ დაუმალავს, რომ იცოდა, ბიჭებს შორის ზაფხულში მომხადრი კონფლიქტის შესახებ – რომ მისმა შვილმა კობა ლ-ს სცემა. თუმცა, მისი თქმით, კონფლიქტის შემდეგ, საერთო მეგობრები მათ შერიგებას ცდილობდნენ, მაგრამ, ეს იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ წინააღმდეგი იყო არა მისი შვილი, არამედ კობა ლ. და მისი ერთ-ერთი მეგობარი. აქედან გამომდინარე, დედას ეჭვი არ შეჰპარვია, რომ მისი შვილი კობა ლ-მ განზრახ მოკლა და მიიჩნევდა, რომ შორენა ხ-ც ისეთივე დამნაშავეა, როგორც მკვლელი და ითხოვდა, ორივესთვის ერთნაირი ბრალდება, ანუ, შორენასთვისაც მკვლელობის მუხლი წაეყენებინათ. გარდაცვლილის დედას, დამნაშავეებად მიაჩნდა მათი ორი საერთო მეგობარიც, რადგან მათ ზუსტად იცოდნენ, რომ კობა ლ. მისი შვილის სანახავად იარაღით წავიდა. ამ ფაქტს ისინი ჩვენებებით ადასტურებდნენ – არ მალავდნენ, რომ შემთხვევის დღეს მათ კობა ლ-ს იარაღი უნახეს, რომელმაც უთხრა, რომ გოგასთან შეხვედრისას მის გამოყებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აპირებდა.

ასეა თუ ისე, განსასჯელთა თავის მართლება სასამართლოსთვის დაუჯერებელი შემდეგი გარემოებების გამო აღმოჩნდა: საქმე ისაა, რომ, როგორც შორენა ხ-ც აცხადებდა, გოგა სახლში დანით დაბრუნდა – შუქი აირეკლა დანის პირმა და დანა მე თვითონ დავინახეო. თუმცა, სასამართლომ შეუძლებლად ჩათვალა, რომ შუაღამისას გოგონას ამის დანახვის შესაძლებლობა ჰქონოდა: „არარეალურია აწ გარდაცვლილის გაშლილი დანით ყოფნა, რადგან შემთხვევის დღეს, ის არანაირ თავდასხმას არ ელოდა. მისთვის უცნობი იყო, რომ, თუნდაც შერიგების მიზნით, მასთან ვინმე აპირებდა მისვლას. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა საფუძველი, რომ ის გაშლილი დანით დაბრუნებულიყო ოჯახის წევრებთან ...”

რაც შეეხება კობა ლ-ს ჩვენებას, რომ გოგა ნ-მ დანა მისი დანახვისას გაშალა, სასამართლომ ესეც გამორიცხა: „შეუძლებელია, მოვლენები ასე განვითარებულიყო. როგორც განსასჯელი ამბობს, გასროლამდე მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. შემდეგ კი, აწ გარდაცვლილმა გახსნა დანა, რის გამოც კობა ლ-მ გაისროლა, მაგრამ, ამის მიუხედავად, გოგა ნ. კი არ გაერიდა იარაღიანს, მუქარას განაგრძობდა...”

სასამართლოს ვარაუდი, რომ მკვლელობა განზრახ იყო ჩადენილი, შორენა ხ-ს გარდა, ერთ-ერთი მოწმის ჩვენებამაც განამტკიცა: მან მკვეთრად უარყოფითად დაახასიათა კობა ლ. და განაცხადა, რომ განსასჯელი მეტად კონფლიქტური იყო არა მხოლოდ თანატოლებთან, არამედ, საკუთარ ოჯახთანაც კი...


скачать dle 11.3