კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უპილოტო ბომბდამშენმა გამოცდა წარმატებით გაიარა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, შედგა ახალი უპილოტო ბობდამშენის X-47B პირველი სადემონსტრაციო გაფრენა. ფრენა 29 წუთს გრძელდებოდა.

ახალი მანქანა მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ, უპილოტო ტექნიკის განვითარების გზაზე. ადრე, უპილოტო თვითმფრინავის გაშვებისას, აუცილებელი იყო დედამიწაზე სპეციალისტის აფრენა და დაფრენა დისტანციური მართვით განეხორციელებინა. X-47B-ს კი შეუძლია, აბსოლუტურად დამოუკიდებლად შეასრულოს დავალებები, რომელიც წინასწარაა ჩატვირთული ბორტკომპიუტერის მეხსიერებაში, და ის ხელმძღვანელობს ყველა ოპერაციას, მათ შორის აფრენას, დაჯდომას და ჰაერში საწვავის აღებასაც კი.

ამასთან, X-47B-ის პირველი უპილოტო თვითმფრინავია, რომელსაც შეუძლია, ავიამზიდის გემბანიდან აფრენა და დაჯდომა. მას ამ შესაძლებლობის მაღალი შეფასება მისცა ამერიკის სამხედრო საზღვაო ფლოტის კონტრ-ადმირალმა ბილ შენონმა. ახალი უპილოტო ბომბდამშენი ზომებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბომბდამშენ B2-ს. მას ბორტზე მიაქვს ბომბები ლაზერული დამიზნებით და სიჩქარე აღემატება 800 კილომეტრს საათში, მაქსიმალური სიმაღლეა 12 190 მეტრი.

სამხედრო-სამრეწველო კომპანიამ ამ თვითმფრინავის დამუშავებისთვის კონტრაქტი 2007 წლის აგვისტოში მიიღო. გამოცდების პირველი ფაზა, რომელიც 50 საცდელი ფრენისგან შედგება, ავიაბაზა „ედვარდ-ში” 2011 წლის ბოლოსთვის დასრულდება. სრულმასშტაბიანი გამოცდა კი მხოლოდ 2011 წელს დაიწყება. სერიული გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.


скачать dle 11.3