დედამიწა შეიძლება ფუტკრების გარეშე დარჩეს
ჩვენი პლანეტიდან ფუტკრების გაქრობამ, შეიძლება, გააძლიეროს უკვე დაწყებული სასურსათო კრიზისი. ამის შესახებ გვაფრთხილებს სასოფლო-სამეურნეო ბანკი „Rabobank”. ცნობილი მეცნიერის ალბერტ აინშტაინის აზრით, თუ ფუტკრები ამოწყდებიან, ოთხი წლის შემდეგ – ამოწყდებიან ადამიანებიც, – გვახსენებს ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი”. შესაძლოა, აინშტაინი აჭარბებდა – ქერი, ხორბალი და ბრინჯი იმტვერება ქარის მიერ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მწერების დამტვერვით აღმოცენდება კულტურები, რომლებიც კაცობრიობისთვის საჭირო სასურსათო რესურსების მთელი მოცულობის მესამედს გვაძლევს – ასე დაითვალეს სპეციალისტებმა. დამტვერვის 80-90 პროცენტი სწორად ფუტკრების მიერ სრულდება.
ეს კულტურები უზრუნველყოფს კალორიების 35 პროცენტს და მინერალების, ანტიოქსიდანტების უმრავლესობას. რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი იღებს, დამმტვერავი მწერების გარეშე არ გაიზრდება კაკალი, ნესვი და კენკრა. მწერები აგრეთვე ხელს უწყობენ ციტრუსების, ვაშლის, ხახვის, კომბოსტოს, ყაბაყის, ლობიოს, წიწაკის, ბადრიჯნის, კიტრის, პომიდვრის, ყავის, ავოკადოს და ქოქოსის დამტვერვას. ეს კულტურები მიეკუთვნება მსოფლიო სასურსათო ინდუსტრიის ყველაზე ძვირფას სეგმენტს.
ფუტკრების ამოწყვეტის პროცესი გაძლიერდა 2006 წელს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ ზამთარს იღუპება ფუტკრების კოლონიის 30-35 პროცენტი. თუმცა, ჩვეულებრივ, ცივ ზამთარს ვერ უძლებდა მხოლოდ კოლონიების 10 პროცენტი. 1961 წლიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობა, რომელიც დამოკიდებულია ფუტკრების აქტივობაზე, გაიზარდა ოთხჯერ. მაგრამ, ამ დროს ფუტკრების კოლონიების რაოდენობა შემცირდა ორჯერ. ჰექტარზე ფუტკრების რაოდენობა კი შემცირდა 90 პროცენტით. ევროპაში ყოველ წელს იღუპება, ფუტკრების ოჯახთა 20 პროცენტი, ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება ლათინურ ამერიკასა და აზიაში.
ფუტკრების პოპულაციის შემცირების შესაძლო მიზეზი მოყვანილია ფუტკრების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ. ეს შეიძლება იყოს: კვების დარღვევა, პესტიციდები, პათოგენური მიკროორგანიზმები, იმუნოდეფიციტი, ტკიპა, სოკოები, მეფუტკრეობის პრაქტიკა (მაგალითად, ანტიბიოტიკების გამოყენება ანდა სკების შორ მანძილზე გადატანა) და ელექტრომაგნიტური გამოსხივება.
გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში პესტიციდების ზოგიერთი სახეობის გამოშვება უკვე აკრძალეს. იგივეს აპირებენ დიდ ბრიტანეთში.