კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

მილიარდერი კოსოვოს სათავეში

კოსოვოს პრეზიდენტი უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ბიზნესმენი-მილიარდერი, რუსეთში სკანდალური საქმეებით ცნობილი, არქიტექტორი ბეჯეტ პაკოლი გახდება. კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის დემოკრატიულ პარტიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, პაკოლის პარტია „ალიანსი ახალი კოსოვოსთვის” საპარლამენტო კოალიციაში გაერთიანდა, რის სანაცვლოდაც, მაღალი თანამდებობრივი პოსტები მიიღო კოსოვოს მთავრობაში, მათ შორის, პრეზიდენტის და ვიცე-პრემიერის. ბეჯეტ პაკოლი რუსეთში სკანდალებით ცნობილ „მაბეტექსის” საქმესთან იყო დაკავშირებული. 90-იანი წლების დასაწყისში კომპანია „მაბეტექსმა” კრემლის სარესტავრაციო სამუშაოები აწარმოა და ამბობენ, 450 მილიონ დოლარად ღირებული პროექტის განხორციელება, პაკოლიმ რუსი მაღალჩინოსნების მოქრთამვით მოახერხაო. ცნობილია მისი დაპირისპირების შესახებ რუსეთის ყოფილ პროკურორთან – იური სკურატოვთან, რომლის თანამდებობა შეეწირა კიდეც პაკოლის.

ბერლუსკონი სასამართლოში დაიბარეს

მილანის სასამართლომ სილვიო ბერლუსკონის საქმის განხილვა დაიწყო. საქმე 74 წლის პრემიერ-მინისტრის სექსუალურ სკანდალს ეხება. ბერლუსკონის არასრულწლოვან მაროკოელ მოცეკვავე გოგონასთან ინტიმური კავშირის დამყარებაში ედება ბრალი, კერძოდ, ბრალდების ვერსიით, სილვიო ბერლუსკონიმ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მაროკოელ ქარიმა ელ-მარუგთან სქესობრივი კავშირი დაამყარა და იმ დროს გოგონას ასაკი 17 წელს არ აღემატებოდა, რაც იტალიის კანონმდებლობით მძიმე დანაშაულია. ბერლუსკონის ადვოკატები ბრალდების ვერსიას უსაფუძვლოს და აბსურდულს უწოდებენ და მზად არიან, პრემიერის ინტერესები დაიცვან. საქმის პირველადი განხილვა 2011 წლის 6 აპრილს არის დანიშნული.

კოლუმბიის პრეზიდენტი ნარკოტიკების ლეგალიზებაზე დაფიქრდა

კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი მზად არის ნარკოტიკების ლეგალიზების საკითხი განიხილოს, თუკი ეს ნაბიჯი დამნაშავეობის რიცხვს შეამცირებს. ამის შესახებ სანტოსმა პრესასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თუკი მსოფლიო ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზებას გადაწყვეტს, იგი არ იქნება წინააღმდეგი. ეს მხოლოდ წაადგება სამართალდამცველებს და შეამცირებს ძალადობის ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, სანტოსმა მკაცრად გააკრიტიკა კალიფორნიის შტატში მიმდინარე რეფერენდუმი მარიხუანის ლეგალიზების თემაზე. მაშინ მან განაცხადა, რომ დაუშვებელია, ნარკოტიკი ხელმისაწვდომი იყოსო.

მედვედევი ყველაზე პოპულარული ბლოგერია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი „ბლოგ რუნეტ-2011-ის” ეგიდით ჩატარებული კონკურსის თანახმად, წლის ყველაზე პოპულარულ ბლოგერად დასახელდა. მედვედევს ორი აქტიური და მუდმივად განახლებადი ექაუნთი აქვს გახსნილი, პოპულარულ მიკრობლოგ „ტვიტერზე”. გარდა ამისა, იგი პერიოდულად ანახლებს თავის ბლოგს, საიტზე „კრემლინ.რუ”. „ტვიტერის” აქტიურ მომხმარებელ მედვედევს, რუსული და ინგლისური გვერდები აქვს გახსნილი და მის ელექტრონულ დღიურს, დღეში საშუალოდ, 192 ათასი ადამიანი კითხულობს.

პრინცი უილიამის „შაფერი“ –

პრინცი ჰარი

დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა უილიამმა მოახლოებული საქორწინო ცერემონიალისთვის „შაფერი“ შეარჩია და არჩევანი საკუთარ ძმაზე, პრინც ჰარიზე შეაჩერა. უილიამს არც მისი რჩეული, ქეით მიდლტონი ჩამორჩა და პატარძლის მეგობრად თავისი და – ფილიპა დაასახელა. შერჩეულნი არიან საქორწილო ფრეილინების კანდიდატურებიც – შვიდი წლის ლუიზა უინძორი, რვა წლის მარგარიტა არმსტრონგ-ჯონსი, სამი წლის გრეის ფონ-კნუტსენი და კამილა პარკერ-ბოულზის სამი წლის შვილიშვილი, ელიზა ლოპესი. უილიამის მხრიდან კი, საქორწინო პაჟები იქნებიან – უილიამის პირადი მდივნის შვილი, ათი წლის უილიამ ლოუტერ-პინკერტონი და პრინცის ყოფილი ძიძის შვილი, რვა წლის ტომ პეტიფერი. ქორწილი 2011 წლის 29 აპრილს არის დანიშნული. ვესტმინსტერის სააბატოში დანიშნულ ცერემონიალს 1 700 მოწვეული სტუმარი დაესწრება.

ნაზარბაევმა გამოცდა ჩააბარა

ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა სახელმწიფო ენის ცოდნაში და საკუთარი კანდიდატურა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაარეგისტრირა. ყაზახური ენის ცოდნა პრეზიდენტობის მსურველებს აუცილებელ მოთხოვნათა ნუსხაში ჩაუწერეს და საინტერესოა, რომ ორმა მათგანმა ვერ მოახერხა გამოცდის ჩაბარება – უალიჰან ქაისაროვმა და ოტენ სალიმიმ. საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში 2011 წლის 3 აპრილს არის დანიშნული.


скачать dle 11.3