– ვააა‚ რა მაგარია‚ უცხოპლანეტელი! შეიძლება, ხელი ჩამოგართვათ?!
– ფრთხილად‚ დედამიწელო! ვინ გითხრა‚ რომ ეს ხელია?
***
მეცნიერებმა დაადგინეს‚ რომ მოწევა‚ ალკოჰოლით ზედმეტი გატაცება‚ მჯდომარე სამუშაო და უმოძრაო ცხოვრების წესი‚ მკვეთრად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.
ამასთანავე‚ აღმოჩნდა‚ რომ დილით სუფთა ჰაერზე სირბილი‚ ჯანმრთელი‚ ნატურალური პროდუქტით კვება‚ უარის თქმა მავნე ჩვევებზე – შესამჩნევად ახანგრძლივებს თქვენს გაჭირვებულ არსებობას.
***
აფთიაქში:
– ფეხმძიმობის ტესტი გაქვთ?
– თქვენ რომელი გინდათ – დადებითი თუ უარყოფითი?
***
– თქვენ რომელი კბილის ჯაგრისი გნებავთ? შემიძლია, რეკომენდაცია გავუწიო ახალგამოსულ ჯაგრისს – ძნელად მისადგომ ადგილებშიც კარგად ასუფთავებს კბილებს...
– მე კბილები ძნელად მისადგომ ადგილებში არ მაქვს...
***
ფროიდმა ყველაფერი მოსინჯა და, ყველაფერი ის‚ რაც თვითონ არ მოეწონა, უკუღმართობებს მიაწერა.
***
– გოგო‚ შენ გამო გუშინ გოგამ და ზურამ კინაღამ დახოცეს ერთმანეთი.
– მართლა?
– ჰო... გოგა ეუბნებოდა‚ გინდა თუ არა‚ შენ წაიყვანეო‚ ზურა კი – მე რა ჯანდაბად მინდა‚ შენ წაიყვანეო...
***
კლასში საშინელი ხმაურია‚ წივილი‚ კივილი... მანდატური შევიდა კლასში – არეულობაა. იქაურობა მოათვალიერა‚ ყურში ჩაავლო ხელი იმას‚ ვინც უფრო ხმამაღლა ყვიროდა და სამასწავლებლოსკენ წაათრია...
– დაგვიბრუნეთ ჩვენი მასწავლებელი! – ყვირილით გამოეკიდნენ ბავშვები.
***
– ჩვენი ურთიერთობის დამთავრების აღსანიშნავად‚ მან დიდი წერტილი დასვა... ზეწარზე.
***
ქალი სუსტი, დაუცველი არსებაა‚ რომლისგანაც შეუძლებელია გადარჩენა.
***
დეპუტატის საარჩევნო სიტყვიდან:
– ჩემი არჩევისას თქვენ მიიღებთ იმას‚ რაც არ გაქვთ‚ რაც არასდროს გქონიათ და არც არასოდეს გექნებათ!
***
– იცით‚ გუშინწინ ცოლი ძაღლთან ერთად გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა.
– ამიწერეთ‚ როგორ გამოიყურებოდა‚ რა ეცვა...
– ნუ, ქალს შარვალი ეცვა. ძაღლი კი ფოქსტერიერია‚ 32 სანტიმეტრი სიმაღლის‚ უკანა მარჯვენა ფეხზე თეთრი ლაქა აქვს‚ თვალები – თაფლისფერი‚ საყელური – შავი‚...
***
– დაბადების მოწმობის აღება მინდა. იცით‚ მე ვაჟი შემეძინა...
– ძალიან კარგი... რა სახელი შეარჩიეთ?
– ლარი.
– ამ სახელით‚ სამწუხაროდ‚ ვერ დავარეგისტრირებთ‚ ვერ ჩაგიწერთ...
– როდის მივალთ ჩვენ ევროპამდე?! იქ თავისუფლად არქმევენ ფრანკებს‚ მარკებს... ლარი კი არ შეიძლება, ხომ?
***
ორი მეგობარი კრუიზშია. ერთს კაიუტაში ყოველდღე სხვადასხვა ქალი მოჰყავს‚ მეორე – გასაბერ ქალთან ერთობა.
– შენ რა უკუღმართად ატარებ დროს‚ გემზე ამდენი ქალია და რეზინის ქალი რად გინდა?
უცბად გემი აფეთქდა და ყველანი წყალში ჩაცვივდნენ. მექალთანე მეგობარი იხრჩობა... მიცურდა მასთან გასაბერი ქალით მეორე და ეკითხება:
– აბა, ვინ არის ჩვენში უკუღმართი?
***
– ალო‚ არგოს ქუჩა ¹196-ის მე-12 სართულის 75-ე ოთახია?
– დიახ!
– კომოდის ქვედა მარჯვენა უჯრაში‚ საცვლების ქვეშ რომ ფული გიდევთ‚ გჭირდებათ?
– დიახ!
– მაშინ‚ შეუკვეთეთ ჩვენს ფირმას რკინის კარი!
***
„გუშინ ორი უცხო პიროვნება შევარდა ღობეგლეჯიაშვილების სახლში. მათ დიასახლისი ჩაკეტეს „ზალაში“ და სამზარეულოში ოჯახის უფროსთან ერთად მთელი ბოცა ღვინო გაანადგურეს“.
***
სვანს ჰკითხეს:
– ისე მაღლა ხართ‚ თქვენთან ალბათ მხოლოდ „პირველი არხია“...
– არა‚ არხი საერთოდ არ გაგვითხრია...
***
განცხადება:
„გახდომის ახალი მეთოდის რეკლამისთვის სასწრაფოდ გვჭირდება ერთმანეთის მსგავსი ტყუპი გოგონები‚ რომლებიც ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდებიან წონაში“.
***
როგორ გადააქვთ სიცივე სხვადასხვა ქვეყნებში:
მინუს 10 გრადუსი ცელსიუსით: ამერიკაში აჟრჟოლებთ‚ რუსეთში ბოსტანში კარტოფილს თესავენ.
მინუს 16: ამერიკაში ტბები იყინება‚ რუსეთში ზღვები შეიჭირხლა.
მინუს 17‚9: იტალიაში მანქანები აღარ იქოქება‚ რუსები გადიან პიკნიკზე.
მინუს 42: ევროპაში არ ფუნქციონირებს ტრანსპორტი‚ რუსები ფანჯარაჩაწეული მანქანით დადიან.
მინუს 73: ფინელების სპეცრაზმმა ლაპლანდიიდან სანტა-კლაუსი გამოიყვანა; რუსებმა დაიხურეს ყურებიანი ქუდი.
მინუს 144: გაიყინა ეთილის სპირტი; რუსები ცუდ ხასიათზე არიან.
მინუს 273: ჩერდება ელექტრონების მოძრაობა; რუსები იგინებიან: „ცივა, მაგის...“
მინუს 295: ჯოჯოხეთში ეშმაკები გაიყინენ; რუსეთის ფეხბურთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.