კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

კურცხალია

მკვლევართა მიერ მიჩნეულია, რომ გვარის ფუძეთაა გამოყენებული ქართული სიტყვა მკვირცხლი. ეს სიტყვა მეგრულში გამოითქმის კურცხლად, რაც ნიშნავს მკვირცხლსაც და მღვიძარესაც.

გვარის ფუძე იმერეთსა და ქართლშია საძებნელი. სამეგრელოში, სულ რაღაც, ორიოდე კომლია დაფიქსირებული.

ქართულ ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება: კურცხალია ფირანი მოწმე ზაალ წერეთლის მიერ ქაიხოსრო წერეთლისთვის მიცემული ყმა-მამულის ნასყიდობის წიგნში, 1680 წელს.

მეთექვსმეტე საუკუნეში ლოგუა კურცხალიას ემართა აფხაზეთის საკათალიკოსო გადასახადი.

სახელი კურცხალა ანუ გვარის ფუძედ გამოყენებული საკუთარი სახელი მოხსენიებულია ისტორიულ წყაროებში.

იმერელი კურცხალიები აზნაურები ყოფილან. ისინი 1840-იან წლებში ცხოვრობდნენ სოფლებში: არგვეთი, ზოვრეთი, მარელისი, საგარა. ასევე, გვხვდება გვარი კურცხალიშვილი.

კურცხალიშვილი და კურცხალია ერთი და იგივე გვარად ჩანს.

რუსეთის მთავრობამ 1850 წლის 6 დეკემბერს აზნაურებად შეიყვანა კურცხალიათა შემდეგი ოჯახები: იოსებ გიორგის ძე, მისი ცოლი და ივანე.

საქართველოში 402 კურცხალია ცხოვრობს: ზესტაფონში – 93, თბილისში – 86, ქუთაისში – 53. არიან სხვაგანაც.

ჯანიაშვილი

საკუთარი სახელი ჯანა, ჯანი, ჯანია, ჯანო გვხვდება მეცხრე-მეათე საუკუნეებიდან. ჯან იგივეა, რაც სულა (სულიკო).

გვარი ჯანიაშვილის ფუძეა საკუთარი სახელი ჯანია.

ქვემო ბოდბის ჯანიაშვილთა ერთ შტოს გოდორაანი ჰქვია, იმის გამო, რომ გოდრებს წნავდნენ.

ჯან და ჯანა რამდენიმე გვარშია გამოყენებული წინსართად ანუ პრეფიქსად.

ისტორიულ წყაროში ჯაან ანუ ჯანაბ სევადასშვილი ჩანს ქართლში.

საქართველოში 2 610 ჯანიაშვილია დაფიქსირებული: თბილისში – 839, სიღნაღში – 428, გურჯაანში – 175. არიან სხვაგანაც.

მოქია

მოქია პირსახელია. დაბოლოების მიხედვით (ია) კოლხური, მეგრული გვარის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ძირძველი მოსახლე სამეგრელოში იშვიათია.

მოქიები გურიიდან გადასულ გვარად მიიჩნევა. 1995 წელს აღწერილი ვაუჩერების მიხედვით დაფიქსირებულია 362 მოქია: ლანჩხუთში – 209, ბათუმში – 53, ოზურგეთში – 50. არიან სხვაგანაც.

საქიძე

გვარი საქიძის ფუძეა სახელი საქია.

ასევე, გვხვდება გვარები საქაძე, საქიაშვილი. საქიძე მოიხსენიება 1668 წლიდან. მოწმედ ბეჟან სააკაძის მიერ ყალანდარ თუმანიშვილისთვის მიცემული თამასუქის გაბათილების შესახებ ხელწერილში.

ასევე, საქაძე და საქიძე მოხსენიებულია მეჩვიდმეტე საუკუნის 90-იან წლებში.

საქართველოში 126 საქიძე ცხოვრობს: დუშეთში – 37, გარდაბანში – 28, თბილისში –19. ცხოვრობენ სხვაგანაც.

საქუაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი საქუა. „საქუა მამასახლისი, მოწმე სამწევრისში ვენახის გაცვლობის წიგნისა” (მეჩვიდმეტე საუკუნე).

„საქუაშვილი ბეჟუა ძმა სათალმოშა საქუაშვილისა”.

„საქუაშვილი სათალმოშა, ტაბახმელას მცხოვრები, ჰყავს ძმები: ნაზირა, ხოსრუა, ბეჟუა. იყიდა მამასახლის ხუდადაშვილისგან მისი მკვიდრი მამული ხევის ქვემოთ ორდღის მიწა” (1696 წელი).

საქართველოში 208 საქუაშვილი ცხოვრობს: თელავში – 51, ახმეტაში – 40, თბილისში – 34.

საქანია

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი საქა. მეჩვიდმეტე საუკუნეში, მისგან ნაწარმოებია გვარი საქაძეც. ისტორიულ წყაროებში, ადრე გვხვდება ვარიანტი საქანია.

საქანიები არიან ლტოლვილები ზუგდიდში.

საქართველოში 33 საქანია ცხოვრობს: ზუგდიდში – 25, თბილისში – 6, ბათუმში – 2.

ინაიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ინა. ამავე ძირისაა გვარები: ინაური, ინაძე, ინალიშვილი, ინანაული.

ინაისშვილი ალექსანდრე მეფემ მამის ბედაურთან ერთად, შესწირა გელათის მონასტერს, 1484-1510 წლებში.

ინაიშვილები აჭარაში ოსმალეთის ბატონობის დროს აღად მოიხსენიებიან.

საქართველოში 535 ინაიშვილი ცხოვრობს: ქობულეთში – 410, ბათუმში – 91, თბილისში – 15. არიან სხვაგანაც.

გორგიშვილი

ფუძეთი გორგ ნაწარმოებია ქართული გვარები: გორგაძე, გორგასლიძე, გორგიაშვილი, გორგილაძე, გორგიშვილი, გორგიაშვილი, გორგიძე, ასევე გვხვდება სახელი გორგო.

გორგასლიძეთა გვარზე ვარაუდობენ, რომ ვახტანგ მეფის ზედწოდება გორგასლანის (სპარსულად, მგელ-ლომი) გავლენითაა წარმოქმნილი. სხვა დანარჩენ გვართა ფუძეებში გამოყენებულია საკუთარი სახელი გორგი.

გორგაძეების სოფელი გვხვდება ხულოს რაიონში, ზემო აჭარაში.

საქართველოში 271 გორგიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 199, თელავში – 47, ახმეტაში – 20. არიან სხვაგანაც.

ცხაკაია

სავარაუდოდ, გვარის ფუძეა მეტსახელი ცხაკა, ჩხაკა, რაც თვალღიას, ღიას, გადახუნებულ თვალს ნიშნავს; ცხაკუა კი მეგრულად უძალო დარტყმას, მოცაცუნებას ნიშნავს.

ცხაკაიები ცხოვრობენ სოჭშიც, რამდენიმე ოჯახი 1980-იან წლებში გადასულა იქ.

ასევე, ცხაკაიები ცხოვრობენ სოფელში: ქვაითი, ახალკახათი, ნაჯახავო, ლესიჭინე, მარტვილი; საცხაკაიო გვხვდება უბნად ახალკახათში.

საქართველოში 590 ცხაკაია ცხოვრობს: თბილისში –189, მარტვილში – 105, ზუგდიდში – 93. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3