კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ინვესტიციებს კოლუმბიაში დებს

მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმი, რომელიც „ფორბსის” მონაცემებით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას უდგას სათავეში, დაინტერესებულია კოლუმბიის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებით. ამის მიზეზი გახდა ამ ქვეყნის ხელისუფლების გამჭვირვალობა სანავთობო საბადოებისა და ბუნებრივი წიაღისეულის აქტივებთან დაკავშირებით. სლიმი აცხადებს, რომ ნავთობის მოძიებისა და მოპოვების სფეროში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩადებს კოლუმბიაში. „კოლუმბიის ხელისუფლება აქტიურად ცდილობს სანავთობო მრეწველობის განვითარებას და საერთოდ, ინვესტიციების წახალისება უნდა”, – განაცხადა სლიმმა. ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი განუხრელად იზრდება და ეს განვითარებადი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებში მასზე მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული, რაც, უპირველესად, ჩინეთსა და ინდოეთს ეხება. ამ ქვეყნებში საშუალო ფენა იზრდება და მასთან ერთად იზრდება მოთხოვნაც საწვავსა და სხვა პროდუქციაზე. დოლარის კურსის დაცემაც ამ ქვეყნებს ნედლეულის მოპოვების სფეროში ინვესტიციების გაზრდაზე აფიქრებს. კარლოს სლიმი მობილური კავშირების კომპანიის – „ამერიკა მოვილ საბის” მფლობელია. ის 2011 წელს ლათინური ამერიკის ქვეყნებში 8,3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.


скачать dle 11.3