კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გერმანელები „უოლ სტრიტს“ ეუფლებიან

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში ნიუ-იორკის საფონდო ბირჟისა და გერმანული კომპანია „დოიჩე ბიორზის” გაერთიანების თაობაზე გაცხადდა, რომელიც ფრანკფურტის ბირჟის მფლობელია. ახალი კომპანია მსოფლიოს უმსხვილესი ბირჟა იქნება და მისი კაპიტალის ნახევარზე მეტი გერმანული იქნება. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას „ამერიკული კაპიტალიზმის ციდატელს” უწოდებენ. მან 219 წლის წინათ მხოლოდ რამდენიმე სახეობის ფასიანი ქაღალდით დაიწყო ვაჭრობა. ახლა ნიუ-იორკის ბირჟაზე ათასობით ცნობილი კომპანიის აქციებით ვაჭრობენ. მიუხედავად ამისა, ამჟამად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას რთული დღეები უდგას. ბოლო წლების განმავლობაში ის სერიოზულად შეავიწროვეს იმ ფირმებმა, რომლებიც აქციებით ელექტრონულად ვაჭრობენ. ბოლო წლებში ნიუ იორკის ბირჟაზე ტრეიდერების რაოდენობაც 3 ათასიდან 1 300-მდე შემცირდა. გერმანული და ამერიკული ბირჟების შერწყმა არა მხოლოდ აქციებით ელექტრონულ ვაჭრობაზე პასუხი, არამედ ბიზნესის გლობალიზაციის გამოვლინებაცაა. გაერთიანებულ ბირჟებს უფრო დიდი შესაძლებლობები და სამოქმედო არეალი ექნებათ. ნიუ-იორკისა და გერმანიის ბირჟების შერწყმის შესახებ მოლაპარაკებები საიდუმლოდ მიმდინარეობდა, თუმცა, ის უკვე დასასრულს მიუახლოვდა.


скачать dle 11.3