კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკაში ახალი სამუშაო ადგილები იქმნება

ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 9 პროცენტამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ახალ სამუშაოზე აყვანილი ამერიკელების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინასწარ ვარაუდობდნენ. 2011 წლის დასაწყისში ამერიკაში 36 ათასამდე ადამიანი დასაქმდა, მაშინ, როცა სააგენტო „ბლუმბერგი” ამერიკის 100 ათასამდე მოქალაქის მუშაობის დაწყებას ვარაუდობდა. დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, რომელიც ამერიკის დიდ ნაწილს დაატყდა თავს. მიუხედავად ყველაფრისა, უმუშევრობის დონის შემცირება უკვე იქცა შეუქცევად ტენდენციად. მცირდება ნაწილობრივად დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობაც. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ეკონომიკური რეცესიის პერიოდში, ამერიკაში 8, 75 მილიონი სამუშაო ადგილი გაუქმდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უმუშევრობასთან ბრძოლა ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა. 2010 წელს თეთრმა სახლმა 50 მილიარდდოლარიანი ინფრასტრუქტურული პროექტები შექმნა, რომელსაც შრომის ბაზარზე დადებითად უნდა ემოქმედა. თუმცა, 2010 წელს, მთლიანობაში, მხოლოდ 909 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა.


скачать dle 11.3