კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფული სიცოცხლეს ახანგრძლივებს

დანიის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა და მუშათა მოძრაობის ეკონომიკური საბჭოს სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ, რაც მეტ ფულს გამოიმუშავებს ადამიანი, მით უფრო ხანგრძლივია მისი სიცოცხლე. ამ დასკვნამდე მეცნიერები და ანალიტიკოსები ერთობლივი კვლევის შედეგად მივიდნენ. მოქალაქეთა 25 პროცენტი, რომლებსაც ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ, საშუალოდ 81,4 წელი ცხოვრობენ, რაც 10 წლით მეტია, ვიდრე იმ 25 პროცენტის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რომლებსაც ყველაზე დაბალი ხელფასები აქვთ. გამოკვლევის შედეგად, ასევე, გაირკვა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში დანიის მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა. ასაკოვან დანიელთა უმეტესი ნაწილი განათლებული და წარმატებული მოქალაქეა. ამასთან, ბოლო ხანს ასაკოვანთა შორის უფრო მეტი მამაკაცია, ვიდრე ქალბატონი. ჯანდაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ჰენრიკ ბრენუმ-ჰანსენის განცხადებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. შეძლებული დანიელები უფრო მეტ დროს უთმობენ სპორტს. ისინი ჯანმრთელი საკვებით იკვებებიან და სიგარეტსაც არ ეწევიან. მნიშვნელოვან როლს თამაშობს განათლების დონეც. მაღალი კვალიფიკაციის დანიელები 2-3 წლით მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ნაკლებად განათლებულები.


скачать dle 11.3