კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაურჩა ავიაკონსტრუქტორი ილიუშინი სტალინის რისხვას

„როდესაც სტალინზე ვფიქრობ, ჩემს წინაშე წარმოდგება, უპირველესად, უბრალო და გულთბილი ადამიანი, რომლის განუმეორებელი ღიმილი დღესაც თვალწინ მიდგას. ის, თითქოს ამაყობდა თავისი ხალხით, რომელიც მას და მის საქმეს ემსახურებოდა. ჩვენთვის, ავიაკონსტრუქტორებისთვის, მან ყველაფერი გააკეთა: გაგვიხსნა ფართო შემოქმედებითი გზა, წაგვახალისა ახალი შემოქმედებითი გამოგონებების განსახორციელებლად, ხშირად პრობლემური საკითხების გადაწყვეტაშიც გვეხმარებოდა. არ შევცდები, თუ, ყველა საბჭოთა ავიაკონსტრუქტორის სახელით ვიტყვი, რომ სტალინი ჩვენი შემოქმედების წყარო იყო”.

სერგეი ვლადიმირის ძე ილიუშინი (1894-1977) საბჭოთა კავშირის გმირი, სტალინური პრემიის ლაურეატი სხვადასხვა ტიპის ბომბდამშენის შექმნისთვის – 1941, 1942, 1943, 1946, 1947, 1950 და 192 წლებში.

საბჭოთა ავიაკონსტრუქტორები ბელადის ხშირი სტუმრები იყვნენ, რათა მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოეხსენებინათ. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას განსაკუთრებულად იხსენებს ილიუშინი. 1933 წლიდან ის მენჟინსკის სახელობის ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროში მუშაობდა. ამავე წლის 5 აგვისტოს კლიმენტი ეფრემის ძე ვოროშილოვმა გამოიძახა, სადაც ცნობილი მეცნიერი, ბარანოვი დახვდა და უთხრა, რომ სტალინთან, აგარაკზე უნდა წასულიყვნენ. სტალინი მათ ჭიშკართან შეეგება და სტუმრები გულთბილად მიიღო, მაშინვე ტერასაზე აიყვანა, სადაც ხილით გაწყობილი სუფრა დახვდათ. პირველი, რაც ბელადმა იკითხა იყო – რატომ არ მიკავშირდებითო. პასუხად მიიღო, რომ მის შეწუხებას ერიდებოდნენ, რაც სტალინს არ მოეწონა, იხუმრა კიდეც – ახლა მე თუ შეწუხებული სახე მაქვს, წადითო. მთავარი გამოცდა სტუმრებს წინ ჰქონდათ. მოულოდნელად, მასპინძელმა თათბირი ბომბდამშენების ტექნიკური პარამეტრების ნაცვლად, საზღვაო ავიაციის თემით დაიწყო: მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ უმჯობესია პირველ საკითხად ჰიდროთვითმფრინავების თემას შევეხოთ. მომახსენეს, რომ იაპონელებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ჩვენ ჩამორჩენის უფლება არ გვაქვს. მე ადრე გთხოვეთ, გეფიქრათ ამასთან დაკავშირებით და ახლა გისმენთ, – თქვა ბელადმა და სავარძელში მოიკალათა. ვოროშილოვი და ბარანოვი ისე დაიბნენ, ფერი დაკარგეს. მე გადავრჩი, იხსენებს ილიუშინი. საქმე ისაა, რომ წინა დღეს კონსტრუქტორი ბომბდამშენების შესაძლო გაუმართაობის საკითხზე მუშაობდა, მაგრამ მარტივ მათემატიკურ პრობლემას გადააწყდა. ის ადრე გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ აღარ ახსოვდა და ამიტომ, სხვადასხვა საქაღალდეებში დაიწყო მისი ძებნა. ამ დროს ნახა ჩანაწერები საზღვაო ავიაციასთან დაკავშირებით, მეცნიერი კითხვამ იმდენად გაიტაცა, ღამის გათენება მოუწია. ასე რომ, ბელადთან სასაუბროდ მზად იყო და დაუყოვნებლივ დააყენა საკითხი საზღვაო ფლოტის სპეციალისტების მოწვევის და მათთან კონსულტაციის თაობაზე. სტალინმა გადაშალა ჟურნალი და ილიუშინს მიაწოდა. მარცხენა გვერდზე, დაზვერვის უახლესი მონაცემები იყო, იაპონურ საზღვაო ფლოტთან დაკავშირებით, მარჯვენაზე კი საბჭოთა მეცნიერებისა და ფლოტილიის სპეციალისტების სია. ბელადმა ბარანოვს გადახედა და უთხრა, იქნებ ამ საქმეს მაინც მიმიხედოო. კლიმენტი ეფრემიჩსაც მიმართა უკმაყოფილო ტონით, მიეხმარეო. ამის შემდეგ, წამოდგა, ილიუშინს ხელი ხელში ჩაჭიდა და პარკისკენ გაიყვანა.

რუსული კეგლი სტალინთან

„გოროდკი“ – ძველი სლავური თამაშია, რომლის ისტორია რამდენიმე საუკუნეს ითვლის. ერთ დროს მის პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ მას დიდი აზარტით თამაშობდნენ – პეტრე პირველი, სუვოროვი, თითქმის ყველა რუსი მონარქი. „გოროდკი“ განსაკუთრებით ნიკოლოზ მეორეს უყვარდა, რაც უკანასკნელი რუსი იმპერატორის დღიურებშიცაა დაფიქსირებული. ამ თამაშს ნაციონალური კულტურის ნაწილად აღიქვამდნენ აკადემიკოსი პავლოვი, მომღერალი შალიაპინი, მხატვარი რეპინი, მწერლები ტოლსტოი და გორკი. რუსული კეგლით დღესაც ხშირად ერთობა რუსული ელიტა – ექს-პრეზიდენტი პუტინი და კოსმონავტი გრეჩკოც კი. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში, „გოროდკი“ მივიწყებული იყო და მის პოპულარიზაციაში უზარმაზარი წვლილი სტალინს მიუძღვის. სწორედ მისი ინიციატივით, 1923 წელს ამ თამაშმა სპორტული ასპარეზობის სახე მიიღო და მოსკოვში პირველი საკავშირო შეჯიბრებებიც ჩატარდა. 1928 წელს კი, სტალინის წინადადებით, ის პირველ საკავშირო ოლიმპიადის პროგრამაშიც ჩართეს. სწორედ სპორტის თემაზე ჩამოუგდო საუბარი ბელადმა ილიუშინს პარკში სეირნობისას, აღმოჩნდა, რომ ავიაკონსტრუქტორსაც ძალიან უყვარდა „გოროდკის“ თამაში. ფუნქციები გავიყოთ – თქვა მასპინძელმა, – შენ ის ზარმაცები ჩამოიყვანე, მე მოედანს მოვამზადებო. სტალინის და ილიუშინის წყვილმა, ვოროშილოვისა და ბარანოვის წყვილი აშკარად დაჯაბნა. თუმცა, ვოროშილოვი მაინც უკმაყოფილო იყო. ზუსტი ტყორცნებისთვის სტალინმა ილიუშინს მეტსახელი „ჩემპიონი” შეარქვა. თამაშის დროს ბელადს ერთი სიტყვაც არ უთქვამს სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით – იხსენებს ილიუშინი, რომელმაც გაბედა და ჰკითხა, იოსებ ბესარიონოვიჩ, ბომბდამშენებზე არ გვილაპარაკიაო. საქმეს ფიქრი სჭირდება და არა ლაპარაკი, ბევრი ფიქრი და რამდენიმე წინადადებაო – მიიღო პასუხად. სადილის დროც მოვიდა, ტერასაზე, როგორც წესი საუკეთესო ქართული სუფრა გაიშალა, ვოროშილოვისთვის ყველა კერძი ნაცნობი იყო. მას „პრაქტიკა” თბილისში ჰქონდა გავლილი, მეტიც, ზოგ ქართულ კერძს თავადაც ამზადებდა, სადღეგრძელოებშიც მეტ-ნაკლებად ერკვეოდა და თამადობაც მას მოუწია. ბარანოვი გაილექსა, რაც იცოდა და არ იცოდა, ყველაფერი ილაპარაკა ბომბდამშენებზე, მათ მოდელებზე, პარამეტრებზე... სტალინს ხმა არ ამოუღია, პირიქით, რამდენჯერმე გავიდა და შემოვიდა. შეზარხოშებული ბარანოვი იმდენად გათამამდა, რომ გაკვირვებაც კი გამოთქვა, – რატომ არ ინტერესდებოდა ბელადი, მეცნიერული მიღწევებით საავიაციო სფეროში. ამაზე კი კონკრეტული პასუხი მიიღო – „კაგდა ია იემ, ია გლუხ ი ნემ“, ანუ როცა ვჭამ ყრუ და ბრმა ვარო. ყველამ გულიანად იცინა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ილიუშინს სასაცილოდ არ ჰქონდა საქმე.

ამავე წლის ზაფხულში, ორი თვით ადრე, ილიუშინი, ისევე როგორც სხვა ავიაკონსტრუქტორები – პოლიკარპოვი, არხანგელსკი და პოლიტბიუროს წევრები – ვოროშილოვი, კაგანოვიჩი კრემლში სტალინთან იყვნენ თათბირზე. განხილვებისა და სათანადო ელემენტების დაზუსტების შემდეგ, ილიუშინს დავალება მიეცა, დაეჩქარებინა ახალი თვითმფრინავის კონსტრუირება. მაშინ სტალინმა იკითხა, რამდენი დრო გჭირდებაო. პასუხი არ მოეწონა, მაგრამ გაუღიმა და სთხოვა – იქნებ, ვადები შევამციროთო. კონსტრუქტორმა პირობა დადო, რომ, სირთულეების მიუხედავად, ყველაფერს გააკეთებდა და პირს არ შეირცხვენდა. მოხდა ისე, რომ მეცნიერმა, მართლაც დღე და ღამე აჩქარებული ტემპით იმუშავა, პროექტიც დაასრულა, მაგრამ ერთი, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ სტალინისთვის მნიშვნელოვანი დეტალი გაეპარა – თვითმფრინავის შასის დეფექტი.

აგარაკზე სადილობისას, ბელადმა მოულოდნელად იკითხა, შეიძლებოდა თუ არა საქმეზე საუბარი. ცხადია, დადებითი პასუხი მიიღო, რის შემდეგაც ილიუშინს მიუბრუნდა და უთხრა, მოდელი მშვენიერია, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, თვითმფრინავმა დაჯდომა რომ ვერ განახორციელოს, როგორ უნდა მოვიქცეთო. როგორ წარმოგიდგენიათ, შასის დეფექტის გამოსწორებაო. კონსტრუქტორი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და თავის მართლება დაიწყო. თქვა, რომ ვადები ათჯერ მცირე იყო, ვიდრე ამერიკელ კონსტრუქტორებს ჰქონდათო. ის კი ყველანაირად ცდილობდა, ბელადთან პირი არ შეერცხვინა და ეს შეცდომა აჩქარების ბრალი იყო. ახლა დღე და ღამე მუშაობს დეფექტის აღმოსაფხვრელად. სტალინმა შეაჩერა და უთხრა, რომ მიზეზები არ აინტერესებს. აინტერესებს, თუ რა გაკეთდა შეცდომის აღმოსაფხვრელად. მას „ფეხებზე კიდია” როგორ მუშაობენ ამერიკელები, მთავარია, თვითმფრინავი ბრძოლისუნარიანი იყოს და მისი მართვა საშუალო დონის პილოტსაც შეეძლოს. ილიუშინის მოგონებებში ისიც წერია, რომ სტალინმა დეფექტის გამომწვევი მიზეზების დაზუსტებაც მოთხოვა, ბოლოს კი წარმატებები უსურვა, ადგა და გავიდა.

სტალინის მიერ მიღებული ერთპიროვნული, ზოგჯერ უხეში გადაწყვეტილებების შესახებ, დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. ცხადია, შეცდომებიც ექნებოდა და სწორი გადაწყვეტილებებიც, რასაც არც თვითონ უარყოფდა თავის დროზე. სოსო ჯუღაშვილი ბელადად და იმპერატორად არავის შეუქმნია, ის თვითონ გახდა ასეთი, ტალანტისა და ზეადამიანური შრომისმოყვარეობის წყალობით. ამიტომ, იგივეს მოითხოვდა სხვებისგანაც. ის ყველაზე მეტად ჩამორჩენას ვერ იტანდა. მოსვენებას კარგავდა, როცა სხვა ქვეყნების ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ მოხსენებებს ისმენდა. რაც შეეხება ავიაციას, ის მას შვილობილად მიიჩნევდა. ერთი წამითაც არ მოუდუნებია ყურადღება. მეგობრობდა მფრინავებთან, ავიაკონსტრუქტორებთან, მეცნიერებთან და არავის უნდა უკვირდეს შედეგი: ლავოჩკინი, მიქოიანი, იაკოვლევი – გამანადგურებელი „ლაგგ-3”, „მიგ-3”, „იაკ-1”, ილიუშინი – უნიკალური ბრონირებული მოიერიშე „ილ-2” (მას გერმანელებმა მფრინავებმა ტანკი შეარქვეს), პეტლიაკოვი – ჩქაროსნული ბომბდამშენი „პე-2”, 1941 წლის 22 ივნისისთვის წითელ არმიას 2,7 ათასი ახალი ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავდა. ეს კი ოპერატიულ-სტრატეგიული მანევრირების დიდ საშუალებას იძლეოდა.

P.S. ამხანაგო ნოვიკოვო (საბჭოთა არმიის ავიაციის მთავარი მარშალი), მითხარით, შეიძლება თუ არა ტანკების თვითმფრინავებით შეჩერება? რა თქმა უნდა, უპასუხა მან. როგორ ფიქრობთ ამის გაკეთებას? – იკითხა უმაღლესმა მთავარსარდალმა. მოიერიშეებს 250 ცალ პატარა კუმულატიურ ბომბებს დაურიგებთო, – იყო პასუხი. ყოჩაღ („მოლოდეც“), შეაქო სტალინმა – ილიუშინისთვის ჩემგან მოკითხვის გადაცემა არ დაგავიწყდეთო.


скачать dle 11.3