კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხდება ზედმეტი საწვავის მოხმარებისა და სიმძლავრის დაკარგვის მიზეზი

ავტომობილთან ურთიერთობაში ხშირად ჩნდება ისეთი პრობლემები, რომლის სათავის მიკვლევა და მისი გამოსწორება, ძალიან რთულია. ხშირად ამ პრობლემას ვერც მთავარი „დიაგნოსტიკოსი“, კომპიუტერი მიაკვლევს. მევლუდ მელაძე სწორედ ასეთ შეთხვევებსა და აქედან გამოსავალზე საუბრობს: ყველაზე მეტად, რაც ავტომობილში ცუდ ხასიათზე გვაყენებს, ის არის თუ ხელსაწყოების დაფაზე ძრავა ყვითლად აინთება ან უბრალოდ დაეწერება „ჩეკ”. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი დადის, მაგრამ შიგნით ელექტრული გაუმართაობაა, რომლის გამოც შეფერხებით მუშაობს. ამას მიჩვეულები ვართ. ავტომობილი მიგვყავს კომპიუტერზე შესაერთებლად, ის დაგვიწერს პრობლემას, მოვიძიებთ დეტალს და შევცვლით. მაგრამ, ხშირია შემთხვევა, როდესაც ავტომობილს ფიზიკურად ეტყობა, რომ დაზიანებულია, მაგრამ მიზეზი არ ჩანს. ვთქვათ, აწვებით გაზის პედალს და ის ჯიკაობით მიდის; აწვებით გაზს და ავტომობილი არ მიდის მისთვის ჩვეული სიმძლავრით, თითქოს უჭირს სიარული; ძალიან მოუმატა წვას ან მაღალ ბრუნებზე მუშაობს, ან პირიქით – ქრება, როდესაც თავისუფალი სვლით მიდიხართ. ბევრნაირი შეიძლება იყოს პრობლემა, რომელიც შესამჩნევია მაგრამ, ხელსაწყოების დაფაზე არ იწერება. მივდივართ ხელოსანთან, ავტომობილს აერთებენ კომპიუტერზე და ისიც ამბობს, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს.

– რა შეიძლება, ამ შემთხვევაში გავაკეთოთ?

– ეს საკმაოდ რთულად პასუხგასაცემი კითხვაა. მძღოლი კი არა, ხშირად ხელოსნებიც კი ვერ იგებენ მიზეზს. დეტალი, რომელიც მცირედ დაზიანებულია და არ ჩანს, ან საკმაოდ დაზიანებული, მაგრამ არ იკითხება, ძალიან რთული საპოვნელია. წვრილმანი პრობლემა ყოველთვის რთული აღმოსაჩენია. რაც მთავარია, ხელოსნები ასეთ ავტომობილებს ხელს არ კიდებენ. ადრე თუ გვიან, თუ დეტალ-დეტალ მისდევს ხელოსანი, პრობლემას აუცილებლად აღმოაჩენს, მაგრამ ამდენი დროის ხარჯვას, ურჩევნია, გითხრას, რომ არ იცის რა სჭირს და თქვენს ავტომობილს ხელს არ მოჰკიდებს. აგიხსნით, ამ შემთხვევაში ფიზიკურად რა მოსდის ავტომობილებს. თანამედროვე ავტომობილები უამრავი წვრილმანი სენსორისგან შედგება, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის დეტალები, რომლებიც მიმაგრებულია ძრავაზე, სავალ ნაწილზე, გამაგრილებელ სისტემაზე, რომელიც მათი მუშაობის შესახებ ინფორმაციას აგროვებს და საბოლოო შედეგს აწვდის კომპიუტერს. მაგალითად, რა დონეზეა გაცხელებული ესა თუ ის დეტალი, რა დონეზე ბრუნავს, ხდება თუ არა დეტონაცია. კომპიუტერი ამას აჯამებს და თავად წყვეტს ჰაერის რაოდენობის მიწოდებას და სხვა ნიუანსებს ანუ, ის გასცემს ინფორმაციას თუ როგორ „მოიქცეს“ ავტომობილის სხვა დეტალები იმისთვის, რომ ერთიანობაში, კარგად იმუშაონ. ამ სისტემის წყალობით ავტომობილი გაცილებით უკეთ მუშაობს – მუხრუჭი იქნება ეს, მოხვევა, აჩქარება თუ სხვა – ყველაფერს კარგად აკეთებს. მაგრამ, რომელიმე კონკრეტული სენსორი ხშირად ისე ზიანდება, რომ ამას დაზიანებასაც ვერ დაარქმევ. და რას ნიშნავს ეს?! იოლად, რომ წარმოვიდგინოთ, სენსორის დაზიანება ჰგავს ან მოკლე ჩართვას ან პირიქითი, საერთოდ არ გრძნობს, რომ მასში შევიდა დენი ანუ იმპულსი. ამ შემთხვევაში, კომპიუტერი მის დაზიანებას აღიქვამს. მაგრამ, თუ ის ისე დაზიანდა, რომ სწორი ინფორმაციის მაგივრად, მცდარს აწვდის, რომელიც პარამეტრებიდან დიდად არ უხვევს და მას კომპიუტერი სწორ ინფორმაციად აღიქვამს, პრობლემა რთული საპოვნელია. ეს მცდარი ინფორმაცია გადაეცემა სხვა დეტალებს და ავტომობილიც შესაბამისად იქცევა.

– როგორ ვიპოვოთ ამ დროს დაზიანებული სენსორი?

– ყველაზე კარგი ამ დროს, ძველი და კარგად აპრობირებული გამორიცხვის მეთოდია, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდ დროსა და ნერვებთან არის დაკავშირებული. სათითაოდ უნდა შეიცვალოს ყველა სენსორი ახლით. კარგია, თუ ვინმეს გარშემო იგივე მოდელი აქვს და სენსორების დროებით მოხსნის საშუალებას მოგვცემს. ხელოსანი თუ რომელიმე მოდელზე მუშაობს, მას საკმაოდ ბევრი სენსორი ექნება და გამორიცხვის მეთოდით მიაკვლევს პრობლემას. ხშირად პრობლემა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ჩვენ გვგონია. შესაძლოა, სენსორი საერთოდაც არც იყოს დაზიანებული. მაგალითად, რომელიმე სენსორი ინფორმაციას იღებს ვაკუუმისგან. ძრავადან ამ სენსორში მილებით შედის ინფორმაცია, რომელიც გაზზე ფეხის დადგმისა და აშვების დროს, ჰაერის შეწოვით ხვდება, რა დროს რა უნდა გააკეთოს. შესაძლოა, სწორედ ეს მილი იყოს დაზიანებული, სადღაც ჰაერს აპარებდეს. თუ რომელიმე მილი დაიბზარა, დროისგან გამოშრა და დასკდა, ან რაღაც მსგავსი სჭირს, ჰაერს აპარებს. შესაბამისად, კომპიუტერს თავიდანვე არასწორი ინფორმაცია მიეწოდება. ამიტომ, ყველა მილი აუცილებლად კარგად უნდა გაისინჯოს.


скачать dle 11.3