კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი სითბო და სიყვარული ხდის ბედნიერს გია ცინაძეს და რა განცდამ მიაღებინა უდიდესი სიამოვნება რუსა ჩაჩუას

ლამაზი, ცისფერთვალება, ოქროსფერთმიანი, ნაზი ღიმილით და საუბრის თავმდაბალი მანერით რუსა ჩაჩუა სულით მეამბოხე და ექსტრემის საოცარი მოყვარული ყოფილა. მისმა სურვილებმა გია ცინაძეც კი გააოცა, რომელიც ადრენალინის მიღების ჯანსაღ წესებს იყენებს.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია გია ცინაძე

– ბევრი რამ შენ შესახებ არ ვიცი, რაც საქმეს ეხება. ამიტომ, იმ კითხვით დავიწყებ, რომლითაც, ალბათ, უკვე თავი მოგაბეზრეს. ეკრანზე სახალხოდ გამოჩენის პირველი შემთხვევა იყო „ბრავო”?

– კი. პირველად გამოვჩნდი ეკრანზე. ასეთ სახალხო პროექტში, თან პირდაპირ ეთერში.

– ბავშვობაში გიფიქრია, კინოში გადაღებაზე ან იმაზე, რომ წამყვანი გახდე?

– მიოცნებია, ალბათ, ისევე, როგორც ყველა პატარა გოგოს, მაგრამ არ მიფიქრია თუ ამიხდებოდა. ოცნება ამიხდა, მაგრამ, მეგონა, ვერ შევძლებდი. ერთი წლის წინ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ გადაცემის წაყვანა მომიწევდა.

– ძალიან კარგად იმუშავეს იმ ადამიანებმა, ვინც შენ ეთერში დაგსვა, აქამდეც შეიძლებოდა ამის გაკეთება, თუ მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე ვისაუბრებთ. ძალიან კარგია ეს ყველაფერი ეკრანისთვის – უფრო თანამედროვე საქართველოა, ვიდრე სხვა შემთხვევაში.

– ოთხი ქასთინგის შემდეგ კიდევ დიდხანს ვემზადებოდით. მყავდა მეტყველების პედაგოგი, მიჭირდა საუბარი ისე, როგორც ეკრანს სჭირდება. გარდა იმისა, რომ ფართო აუდიტორიის წინაშე საუბრის გამოცდილება არ მქონდა, ისედაც ძალიან ცოტას ვლაპარაკობ. მირჩევნია, მშვიდად, წყნარად ვიჯდე ჩემთვის და ვუსმინო სხვას. ამიტომ, ერთი თვე მაინც დამჭირდა იმისთვის, რომ ფორმაში მოვსულიყავი. იცი, როგორი ვიყავი, წარმოდგენაც რომ არ გინდა და ერთი თვის შემდეგ პირდაპირ ეთერში უნდა გახვიდე.

– თან, პირდაპირ ეთერში იყავით – ეს დამავიწყდა.

– ვაიმე, რა კატასტროფა, საშინელება იყო. მეგონა, ჩემი გულისცემა მთელ საქართველოს ესმოდა. მინდოდა, ვანიკოს ხელი ჩაეკიდა და ეთქვა, ხომ კარგად ხარო. ხმაც მიკანკალებდა.

– ეთერამდე არ ფიქრობდი, რამე მოხდეს, გადაიდოსო?

– კი, ამაზე ვოცნებობდი, რა მაგარი იქნება, ახლა უცებ რომ თქვან, გადაიდოო. ამაზე კი არა საერთოდ, ყველაფერზე ვფიქრობდი, მაგრამ, მეორედ იგივეს ნამდვილად ვეღარ გავიმეორებდი, სცენაზე ვეღარასდროს გავიდოდი.

– ბოლოსკენ არ მოგეშვა ცოტა?

– არა. ბოლომდე ისე ვნერვიულობდი, მეგონა, ვერ გავუძლებდი. პირველი ერთი საათი, მართლა კატასტროფა იყო. ბოლოსკენ ხომ იცი რომ გაბუჟდები, ნერვიულობაც ამოგეწურება და დაიღლები – ასე ვიყავი. თან, ყველა მილოცავდა, რა კარგი იყო, გამოგივიდაო. ვერ ვხვდებოდი, რას მილოცავდნენ, რა იყო კარგი, სად ვიყავი და რა მჭირდა.

– რუსა, გარდა იმისა, რომ ყველამ იცის, რა საქმითაც ხარ დაკავებული და ეგ „პროექტი”, ალბათ, კიდევ გაგრძელდება, მაინტერესებს, რა პროფესიის ხარ?

– ტანსაცმლის დიზაინერი. სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. დიპლომი დავიცავი, მაგრამ ამის მერე აღარ მივბრუნებივარ კერვას. სიამოვნებით გავაკეთებდი ტანსაცმელს ახლაც, მაგრამ ვინმემ რომ მითხრას, ისევ მანდ ჩააბარეო, არ ჩავაბარებდი.

– აბა, სად?

– რამდენიმე სპეციალობას ავირჩევდი. ყველაზე მეტად კი არქიტექტურის სწავლა მინდა. სიამოვნებით ვიმუშავებდი ინტერიერ-ექსტერიერზე, მიყვარს სიმყუდროვე.

– მოდი, მითხარი, რა გიყვარს? ბევრი რაღაც გეყვარება, ამიტომ დავაკონკრეტებ, რაც მაინტერესებს: ზაფხულში რა გიყვარს, ზამთარში...

– ზაფხულში ყველაზე მეტად ზღვა მიყვარს. მიყვარს ჩვენი ზღვის სანაპიროები – ბათუმი, კვარიათი, გონიო... რაც შეეხება წყალს, წყლის ყველანაირ ექსტერემალურ გასართობზე ვგიჟდები. მიყვარს წყლის თხილამურები, პარაშუტი. საერთოდ, ძალიან ბევრს ვცურავ. ვგიჟდები სკუტერზე და ძალიან დიდი სისწრაფით შემიძლია, ვატარო. ოღონდ, იმ შემთხვევაში, ვინმე თუ არ მიზის და საკუთარი თავის გარდა, ჩემზე არავინაა დამოკიდებული.

– პარაშუტი რომ გიყვარს, ვიცი, მინახავს როგორ ეშვები. მეც ძალიან მიყვარს პარაშუტიც და სკუტერიც. მაგრამ, ბათუმში რომ იქირავებ რამდენ ხანს შეიძლება, „იკატაო”. წელს როგორი მაგარი განცდა მივიღე, იცი? ბათუმიდან გონიოში სკუტერით ჩავედი. რა შორია, ხომ ხვდები, თან ძალიან სწრაფად მივდიოდი, დროც დანიშნული მქონდა. მაგრამ, აი, მერე, ორი დღე მკვდარი ვიყავი, ყველაფერი მტკიოდა. თან, ტალღები იყო, ხელი არ უნდა გაგეშვას, არადა, ისე გახეთქებს, თავის შეკავება ძალიან რთულია.

– კი, სისწრაფეზე წყალი ბეტონივით ხდება, ამის გამოცდილება მეც მაქვს. რაც შეეხება ზამთარს, რომ გითხრა, თხილამურებზე კარგად ვდგავარ-მეთქი მოგატყუებ. ოღონდ, ამაზეც არ ვჩერდები და უკან არ ვიხევ, მაინც ბოლომდე ვცდილობ, რაღაცეები გამომივიდეს. რაც შეეხება სპორტს, საშინლად აზარტული ვარ. მუდმივად ვვარჯიშობ და ვცურავ, მაგრამ განსაკუთრებით ცხენით ჯირითი მიყვარს. ბავშვობიდან ვზივარ.

– კარგად ზიხარ? წელი გასწორებული გაქვს?

– რა თქმა უნდა, უნდა აჰყვე, აბა, რა!

– როგორი ლამაზი იქნები, ცხენზე მოჯირითე. კინოში გადაიღეთ! (იცინიან) რუსა, მითხარი, სკოლაში როგორი გოგო იყავი. ალბათ, სკოლაში სუპერპოპულარული იყავი, ჩემსავით (იცინიან). ვხუმრობ, რა თქმა უნდა.

– საშინლად ცელქი ვიყავი, ბიჭებთან ვმეგობრობდი, სულ მათთან ერთად ვთამაშობდი, კარშიც ვიდექი. ცოტა ხულიგანი გოგო ვიყავი. სადღაც, თხუთმეტი-თექვსმეტი წლის ასაკში დავღვინდი. მანამდე კი, გრძელი, ქერა გაშლილი კულულებით ფეხბურთს ვთამაშობდი, კედლებზეც, რემონტის შემდეგ, პირველი რუსა ჩაჩუა ეწერა. თხუთმეტი წლის ასაკში კი, უკვე ჩემს სამეგობროში ყველამ პრანჭვა დაიწყო და მეც ავყევი. თან, იცი, რა იყო?! საკმაოდ მკაცრად ვიზრდებოდი. ორი და მყავს, რომლებიც თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის ასაკში გათხოვდნენ და...

– შენი დებიც შენ გგვანან?

– განსხვავებულები არიან, მაგრამ ჩემი დები ისეთი ლამაზები არიან, გაგიჟდები, ულამაზესები. იმის გამო, რომ ისინი ადრე გათხოვდნენ, მამაჩემმა აღზრდის მეთოდები ჩემზე გაამკაცრა – არ მიშვებდნენ ექსკურსიებზე. თუ დაბადების დღეზე წავიდოდი, მაკითხავდნენ და რვა საათზე სახლში ვიყავი. ამიტომ, თუ ჩემი მეგობრები რაღაცას აფუჭებდნენ, მინდოდა, მეც გამეფუჭებინა.

– რა აზრის ხარ გენდერულ თანასწორობაზე, ქალის და კაცის თანასწორობაზე?

– კარგია, მაგრამ მაინც მგონია, რომ მამაკაცი მამაკაცი უნდა იყოს – გინდა ოჯახში, ქალთან ურთიერთობაში. ყოველთვის უნდა ჰკითხო აზრი...

– გეთანხმები, მაგრამ მანაც უნდა ჰკითხოს ქალს აზრი.

– კი, მაგრამ, რასაც მე ვუყურებ ქალებს, უკვე ბევრ ოჯახში აქვთ წამყვანი ფუნქცია. ისინი დამოუკიდებლად წყვეტენ – რა, როდის, როგორ გააკეთონ.

– მგონი, კაცებმა უნდა დაიწყონ უკვე გენდერულ თანასწორობაზე საუბარი, ისეთი მდგომარეობაა.

– ქალი ყოველთვის, მაინც კაცზე სუსტია, მას სჭირდება მოვლა, მოფერება... მაგრამ, საკმარისია გვითხრან, შენ სუსტი და სათუთი ხარ, მოდი, სახლში დაჯექი, მოგივლი, არ იმუშაოო, ეგრევე რქები ამოგვდის (იცინიან).

– გოგოებმა მინდა, სწორად გამიგონ, მომხრე ვარ იმის, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორუფლებიანი იყვნენ, მაგრამ თქვენ კარგად მიცნობთ და იცით, როგორი ვიქნები მე ჩემს გოგოსთან. ეს არ ნიშნავს, რომ სითბო და ალერსი მოაკლო ქალს.

– გენდერული თანასწორობა, გალანტურობა, ჯენტლმენობა და ქალის პატივისცემა, სულ სხვადასხვაა.

– ზუსტად ამას ვამბობ. ქალის ჩაგვრა არ მომწონს, რაც დღეს ჯერ კიდევ ხდება, თორემ, თანასწორობა არ ნიშნავს იმას, რომ მანქანის კარი არ გავუღოთ, ადგილი არ დავუთმოთ და სხვა. მოკლედ, დიდი მადლობა შენ, საინტერესო საუბრისთვის.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია რუსა ჩაჩუა

– გია, როგორ ხარ?

– კარგად. გამიხარდა, რომ მითხრეს, დღეს აქ უნდა მოვსულიყავი, რადგან აქ მოსვლა მიყვარს, კარგ ადამიანებს ვხვდები. გამიხარდა, რომ ჩვენ ერთად უნდა გვქონოდა ეს ინტერვიუ. მომწონს, როდესაც კარგ, საინტერესო ადამიანებს ვხვდები. ეს ერთი დღეც არ გავატარე ინტერნეტთან და ბევრად კარგი რაღაცეები მოხდა ამ დღეს.

– მადლობა. მოგწონს თუ არა, რა პროფესიაც აირჩიე?

– ბავშვობაში მქონდა ოცნება, რომ ფეხბურთელი ან მსახიობი გამოვსულიყავი. მინდოდა, ცნობილი ვყოფილიყავი, მეკეთებინა საქმე და ამ საქმეშიც მაგარი ვყოფილიყავი. ფეხბურთელობა რაღაც ეტაპამდე გავქაჩე, მერე, რაღაც მიზეზების გამო, შევეშვი და გამახსენდა, რომ ეს მეორე ოცნებაც მქონდა. მერე – ამას მივაწექი. ამერიკული ოცნებაა, მაგრამ საქართველოშიც მოხდა ასეთი ფაქტი, იმ განსხვავებით, რომ იქ გაცილებით მეტ ფულს ვიშოვიდი. ოცნება ამიხდა ჩემს ქვეყანაში და ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ბავშვობაში რამდენჯერმე ვნახე, როგორ იღებდნენ კინოს და ამან გამაგიჟა. ამაზე ისე ვიკაიფე, რომ მინდოდა, ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში აუცილებლად მომხდარიყო.

– სამსახიობო დაამთავრე?

– კი, მაგრამ დამთავრების შემდეგ, რამდენიმეწლიანი პაუზა მქონდა. რომ არა ჩემი მეგობრების, რეჟისორების, პროდიუსერების სურვილი, ეს საქმე მხოლოდ პროფესიად დარჩებოდა. მადლობელი ვარ მათი ამისთვის და ალბათ, ისინიც კმაყოფილი არიან, რომ გამომივიდა.

– ახლა რას აპირებ?

– გაზაფხულის ბოლოსკენ კიდევ ერთი კინოს გადაღება იგეგმება და ამით ვარ ანთებული. ძალიან მომწონს სცენარი. ამ ფილმს ისევ გიორგი ლიფონავა იღებს. მანამდე ვარ თავისუფალი, შეგიძლიათ, მომმართოთ (იცინიან).

– ამ ბოლო დროს, სულ მესმის, რომ ფილმი გადაიღეს ათ დღეში, ოც დღეში... ეს ნორმალურია? შეიძლება, კარგი კინოს ასე მოკლე დროში გადაღება?

– ადრე ნორმა იყო – კინოს ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში იღებდნენ. ახლა ცხოვრების პირობები შეიცვალა, რაც უფრო დიდხანს იღებ კინოს, მით მეტი ფული გეხარჯება. ამიტომ, ცდილობ, ჩაეტიო, რაც შეიძლება, მოკლე დროში. პირველად რეკორდი ჩვენმა ფილმმა – ლიფონავამ თავისი ავადმყოფობით მოხსნა. 20 თუ 21 დღეში დავასრულეთ გადაღება. ახალი ქართული კინოს რეალობაში, ეს რეკორდი იყო. მერე ის გამეორდა და გაუმჯობესდა კიდეც. ეს ძალიან კარგია.

– ჩემს შვილს ისე მოსწონდა, ორჯერ ვიყავით კინოში.

– ეს არის ყველაზე მთავარი. ამ სითბოსა და სიყვარულის გამო ღირდა და ღირს ყველაფრის კეთება.

– უცხოეთში რომ მიგიწვიონ, რას იზამ?

– ჩემი პროფესიისთვის ყველაფერს ვიზამ. ჩემთვის არასასურველი ქვეყნიდანაც რომ მიმიწვიონ, თუ კინოში გადაღებას ეხება, აუცილებლად წავალ. ვითამაშებ ქალსაც, ძაღლსაც, კატასაც, ველოსიპედსაც... ყველაფერს ვითამაშებ. ეს არის ჩემი პროფესია. იმიტომ, კი არ ვითამაშებ, რომ სხვა გზა არ მაქვს, ძალიან დამაინტერესებდა – როგორი ვიქნებოდი ქალის როლში. არ მესმის ადამიანების, რომლებიც ამბობენ, ამას ვერ ვითამაშებ, არ შემეფერება. რომ არ შეგეფერება, ზუსტად ის უნდა ითამაშო და დაანახვო ყველას როგორი გადასხვაფერება შეგიძლია.

– რა მაგარია, როგორ მიყვარს თავისი საქმის ასეთი ფანატები. „ბოლივუდიდან” რომ მიგიწვიონ, მაინც წახვალ?

– „ბოლივუდი” ისე შემოიჭრა მსოფლიო კინოში, რომ უკვე ბრიტანელი მსახიობებიც კი თამაშობენ იმათ გადაღებულ ფილმებში. ჯიმი, ჯიმი და რაღაცეებს ვერ ვიცეკვებ, ის მაინც ინდოელს უნდა ათამაშო.... ისე, ამასაც ვიცეკვებ. მანდ, ისეთი ჰონორარებია, ჰოლივუდიც ვერ მივა.

– რას არ გააკეთებდი არასდროს?

– ასე, კონკრეტულად, ვერ ჩამოვთვლი, ალბათ. ვერ გავაკეთებ იმას, რაც მერე მთელი ცხოვრება სანანებლად გამყვება. ყოველდღე ვუყურებ ტელევიზორს, რომ ვიღაცას იჭერენ. მინდა, ძალიან სწორად გამიგოთ, რასაც ვამბობ – რომ ყვებიან, როგორ მიიღეს მონაწილეობა რაღაც მაქინაციაში, მოატყუეს ხალხი, ითაღლითეს... ამ დროს სულ იმაზე ვფიქრობ, როგორია ის ადამიანი, სადღაც ეს ხომ დაგეგმა, რას ფიქრობს ამ დროს, რატომ აკეთებს ამას. წავა ციხეში და რამდენიმე წელი სიცივეში უნდა იჯდეს. გარეთ ვარ და ეს ქვეყანა არ მყოფნის, წარმომიდგენია, იქ რა მომივა. იმის შიში კი არ მაქვს, რომ კრიმინალს ჩავიდენ, ზოგადად ადამიანის ფსიქიკაზე ვლაპარაკობ. არ მესმის, როცა ამბობენ: არ იცი, რას ჩაიდენო. უნდა იცოდე, რას გააკეთებ. დარწმუნებული ვარ, ისე მოვკვდები, რომ კრიმინალს არ ჩავიდენ. ბევრ რაღაცას არ გავაკეთებ, მაგრამ ეს იყო პირველი, რაც ძალიან მინდოდა, მეთქვა, რაც მაწუხებს. კიდევ არ დავივიწყებ მეგობარს იმის გამო, რომ ვთქვათ, პოლიტიკაში ჩვენი აზრები ერთმანეთს აღარ ემთხვევა. შეიძლება, პოლიკიტის გამო ვიჩხუბო, ვამტკიცო, ხმა არ გავცე რამდენიმე დღე, მაგრამ, ის მაინც ძალიან მიყვარს.

– თავისუფალ დროს როგორ ატარებ, გარდა ინტერნეტისა?

– ინტერნეტშიც არ ვარ ისე ინტენსიურად, უბრალოდ, ეს დღეები გამიგრძელდა. თუ თბილისში მაქვს თავისუფალი დრო, მეგობრებთან ერთად ვარ. მაგრამ, ეს ყოველთვის არ ნიშნავს გართობას. პარასკევს და შაბათს ვერთობით – სულ სადღაც მივდივართ. სხვა დროს კი ვიკრიბებით და სულ რაღაც საინტერესოზე ვსაუბრობთ – კინოზე, მუსიკაზე... მგონია, რომ ეს მაინც საქმის კეთებაა. ასეთ საღამოს შეიძლება, შეეპაროს დალევა და მუსიკისთვის ხმის აწევა.

– ფეხით სიარული გიყვარს?

– ძალიან. გამიკეთებია ძალიან დიდი რეისები – მაგალითად, საბურთალოდან თავისუფლების მოედნამდე.

– ასე მეც გამიკეთებია. ბოლოს, ვაკის პარკიდან ძველ მერიამდე მივედი.

– ახლაც ვაკეთებ ასეთ რეისებს, მაგრამ ხანდახან. კომფორტულად ვერ ვსეირნობ. სიყვარულს ვგრძნობ, სითბოს და ამით ბედნიერი ვარ. არასდროს გავპრანჭულვარ და არ მითქვამს, ვაიმე, ამ ყურადღებამ დამღალა-მეთქი. პირიქით! მაგრამ, ხანდახან გინდა, მარტო იყო და ეს არ გამოგდის. თუმცა, ფეხით სიარულზე უარი მაინც არ მითქვამს.


скачать dle 11.3