კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოიმუშავა 15 მილიონი დოლარი ენდი მარეიმ და სად იმალებოდა ის, როცა თომას ჰამილტონმა 16 ბავშვი და 1 მასწავლებელი მოკლა

„პრაქტიკულად, ATP-ის ტურნირის ყველა მატჩში, რომელიც კი წამიგია, გამარჯვებასთან ახლოს ვიყავი. ვიცი, რომ ეს ჩემ გამო ხდებოდა, რადგან ყოველ დაშვებულ შეცდომას განვიცდიდი და ეს გრძნობა ზემოქმედებას ახდენდა ჩემს გამოსვლაზეც, ამიტომ ახლა მოუთმენლად ველი ყოველ ახალ მატჩს, რათა იგივე შეცდომები აღარ დავუშვა“, – ეს ფრაზა ბოლო პერიოდის საუკეთესო შოტლანდიელ ჩოგბურთელს, მსოფლიოს მეხუთე ჩოგანსა და 2011 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტს, ენდი მარეის ეკუთვნის. ეს არის სპორტსმენი, რომელზეც ყველაზე დიდ იმედებს ამყარებენ ბრიტანელები და იმედოვნებენ, რომ სწორედ ენდი იქნება ის ბრიტანელი, რომელიც გაიმარჯვებს და „უიმბლდონის” ჩემპიონის ტროფეის სახლში დატოვებს.

ენდრიუ – „ენდი” მარეი 1987 წელს შოტლანდიაში დაიბადა. იგი პროვინციულ ქალაქ დანბლანში იზრდებოდა. პრაქტიკულად, მისი ოჯახი მთლიანად სპორტთან არის დაკავშირებული. ბაბუამისი დედის მხრიდან, როი ერსკინი პროფესიონალი ფეხბურთელი გახლდათ და 50-იან წლებში შოტლანდიის პრემიერლიგის კლუბებში – „ჰიბერნიანში”, „სტირლინგ ალბიონსა” და „კოუდენბეტში” გამოდიოდა. 15 წლის ასაკში ენდისაც საფეხბურთო მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და თავის რიგებში მას შოტლანდიური ფეხბურთის გრანდი, გლაზგოს „რეინჯერსი” იწვევდა. თუმცა, მან ჩოგბურთი არჩია. ასევე ჩოგბურთელია, მისი უფროსი ძმა, ჯეიმი მარეი, რომელიც, უმეტესწილად, წყვილების თანრიგში გამოდის. ძმები მარეიები, პეკინის 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე დიდი ბრიტანეთის სახელით გამოდიოდნენ, სადაც არცთუ საუკეთესო თამაში აჩვენეს. ენდი ერთეულთა ტურნირიდან პირველ წრეში გამოვარდა, ხოლო ძმასთან ერთად, წყვილების თანრიგში, მხოლოდ პირველი წრე დაძლია.

ბავშვობაში ენდი დანბლანის დაწყებით სკოლაში სწავლობდა, სადაც 1996 წლის მარტში ცნობილი „დანბლანის ჟლეტა” დატრიალდა. სკოლის სკაუტების ჯგუფის ყოფილმა დამრიგებელმა თომას ჰამილტონმა 16 ბავშვი და 1 მასწავლებელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამ ტრაგედიის დროს ენდი საკლასო ოთახში იმყოფებოდა. თუმცა, არ დაშავებულა. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ენდი ამ მოვლენასთან დაკავშირებით იხსენებს, რომ იმ დროს 8 წლის იყო და დაწვრილებით არ ახსოვს, რა მოხდა. თუმცა, ახსოვს, რომ სკოლიდან გათავისუფლებამდე თომას ჰამილტონი მის კლასშიც ატარებდა დამწყები სკაუტის გაკვეთილებს.

ჩოგბურთის თამაში ენდიმ 5 წლის ასაკში, ლეონ სმიტის მეთვალყურეობით, დაიწყო, რომელიც მისი პირადი მწვრთნელი იყო 11-დან 17 წლის ასაკამდე. იმ პერიოდში ენდი ჩოგბურთისა და ფეხბურთის თამაშს ერთმანეთს უთავსებდა. თუმცა 15 წლისამ მიიღო გადაწყვეტილება და ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში მდებარე ემილიო სანჩესის ერთ დროს წყვილთა თანრიგში მსოფლიოს ¹1 ჩოგანის, აკადემიაში ჩაირიცხა. აკადემიაში სწავლის დროს თანაკურსელებმა ენდი მარეის თიკუნი მოუგონეს – „ზარმაცი ბრიტანელი”. ყველაზე მეტად ენდის დილით ადრე გაღვიძება ეჯავრებოდა. 2003 წელს მარეიმ პირველად ითამაშა საერთაშორისო ტურნირზე და პირველ რაუნდში, ჩოგბურთის ესპანელ ვარსკვლავთან, ფერნანდო ვერდასკოსთან დამარცხდა. 2004 წლის სექტემბერში მან პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამერიკის ღია პირველობაზე, იუნიორთა შორის ერთეულთა თანრიგში. ენდი მარეი ფინალში უკრაინელ სერგეი სტაჰოვსკის შეხვდა და ორი სეტის ჯამში – 6-4 და 6-2 მოუგო. ასე გახდა ტურნირის გამარჯვებული. 2005 წელს ენდი მარეი მსოფლიოს 405-ე ჩოგნის რანგში შეხვდა. პირველი გამარჯვება კი ATP-ის ტურნირის ფარგლებში მან 2006 წელს, 18 წლის ასაკში მოიპოვა.

2009 წელს ენდი მარეიმ, რომლის კერპი საჩოგბურთო კორტზე ანდრე აგასი გახლდათ გამარჯვებას ლონდონის „ქუინს ქლაბ ჩემპიონშიპში” მიაღწია. ეს წარმატება ბრიტანელებისთვის ბევრს ნიშნავს, რადგან ის გახდა პირველი ბრიტანელი ლეგენდარული ჰენრი ოსტინის 1938 წლის ტრიუფის შემდეგ, რომელმაც ამ ტურნირის მოგება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ტიმ ჰენმანი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბრიტანეთის ნომერ პირველი ჩოგანი, სამჯერ იყო ამ ტურნირის ფინალში, თუმცა ვერც ერთხელ ვერ გაიმარჯვა. მარეიმ კი პირველივე ფინალი მოიგო. გარდა ამისა, მარეის ეს გამარჯვება გახდა მე-12 ATP-ის ტურნირების ერთეულთა თანრიგში. ამ მაჩვენებლით მან გადაუსწრო ჰენმანს, რომელსაც მხოლოდ 11 ტიტული აქვს. კარიერის განმავლობაში კი მას მოგებული აქვს ისეთი ცნობილი ჩოგბურთელებისთვის, როგორებიც არიან – როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, ფერნანდო ვერდასკო, ჟო-ვილფრედ ცონგა, დავიდ ნალბანდიანი, მიხაილ იუჟნი და ხუან მარტინ დელ-პოტრო. საერთო ჯამში, ენდი მარეის კორტებზე საპრემიო თანხად გამომუშავებული აქვს 15 მილიონი დოლარი, ხოლო საუკეთესო მაჩვენებელი მის კარიერაში მეორე ადგილია ATP-ის რეიტინგში. 2009 წლის აგვისტოში იგი ორი კვირის განმავლობაში პლანეტის მეორე ჩოგანი იყო. სანაკრებო დონეზე, ენდი მარეის დებიუტი 2005 წელს შედგა და იგი იყო ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი ნაკრების არსებობის ისტორიაში. 2007 წელს მისი ხელშეწყობით დიდი ბრიტანეთის ნაკრები „დევისის თასის” მსოფლიოს ჯგუფში მოხვდა. თუმცა, არგენტინის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, ის დაემშვიდობა სანუკვარ ტიტულს. სხვათა შორის, ენდის დიდი ბრიტანეთის ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტანთან – ჯონ ლოიდთან ახლო მეგობრობა აკავშირებს. მისი ხათრით, იგი ინგლისურ კლუბ „ვულვერჰემპტონ უონდერერზსაც” კი გულშემატკივრობს. თუმცა, მისი დამოკიდებულება ინგლისური ფეხბურთის მიმართ, მაინც განსხვავებულია. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, მარეი ხმამაღლა აცხადებდა, რომ ყველა ნაკრებს უგულშემატკივრებდა, ინგლისის გარდა. პარაგვაისთან მატჩის დროსაც კი, მას სამხრეთამერიკული ნაკრების ფორმა ეცვა. ცნობილია, რომ ენდი მარეი საკუთარ თავს, ჯერ შოტლანდიელად მიიჩნევს და მხოლოდ ამის შემდგომ – ბრიტანელად.

ჩოგბურთისგან თავისუფალ დროს ენდი მარეი გოლფით ან კომპიუტერული თამაშებით ირთობს თავს. ტელევიზორში უყვარს კრივისა და შოტლანდიის პრემიერლიგის მატჩების ყურება. მისი საყვარელი მოკრივეები კი – ფლოიდ მეივეზერი, როი ჯონსი და ლენოქს ლუისი არიან. ენდი მარეი ჯერჯერობით დაქორწინებული არ არის, თუმცა ხუთი წელია, თავის თინეიჯერობის სიყვარულს, კიმ სორსს ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ლაპარაკობენ მათ დაშორებაზე, წყვილი ურთიერთობაში სტაბილურობას ინარჩუნებს.


скачать dle 11.3