კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ეძებე კაცი…“

მაშინ, როდესაც საქართველოს კულტურის სამინისტროს იმას ედავებიან, რომ ბაგრა-ტის ტაძარი იუნესკოს ლამის მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურიდან ამოაღებინა (მოხერხებაც ამას უნდა?!), სულ სხვა პრობლემებია საფრანგეთის კულტურულ უწყე-ბაში. კერძოდ, საფრანგეთის კულტურის მინისტრს, 62 წლის ფრედერიკ მიტერანს პე-დოფილიაში ადანაშაულებენ (ოპონენტები) და მის გადადგომას ითხოვენ. ეს ის შემთ-ხვევაა, როდესაც, რა დაგღუპავს და – შენი ენაო: ბ-ნ მიტერანს 2005 წელს ავტობი-ოგრაფიული წიგნი დაუწერია (მაშინ, სულ რაღაც, ტელეწამყვანი იყო), რომელშიც და-წვრილებით აღუწერია, თუ როგორ უხდიდა ტაილანდის ბორდელებში სექსისთვის ფულს „ბიჭუნებს“. შესაბამისად, ფრანგი საზოგადოების აღშფოთებაც „ბიჭუნებმა“ გა-მოიწვია (რადგან, პედოფილიაა დანაშაული, თორემ ერთსქესიანი სიყვარული ბუნებრ-ივია). მეორე მხრივ, ბ-ნი მიტერანი ირწმუნება, რომ „ბიჭუნებში“ დაახლოებით 40 წლის მამაკაცები იგულისხმა (უბრალოდ, ისინი წიგნში, ალბათ, მოფერებით „გარსონ-ებად“ მოიხსენია). თანაც განმარტავს, რომ მათ შორის კავშირი მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივი თანხმობით მყარდებოდა. მეტიც, საზოგადოებას მოუწოდებს, პედოფილია ჰომოსექსუალიზმისგან მკვეთრად გამიჯნოს. აქედან გამომდინარე, გადადგომას არც აპირებს, მით უფრო, რომ ბ-ნ სარკოზის მისთვის მხარდაჭერაც აღუთქვამს (ჩვენთვ-ისაც რომ აღმოეჩინა ასეთი ეფექტური მხარდაჭერა, იქნებ ოკუპანტები ახალგორიდ-ან მაინც გასულიყვნენ?!); თავის მხრივ, პრეზიდენტს ბ-ნი მიტერანის ავტობიოგრაფი-ული წიგნი მოსწონებია: თამამი და ნიჭიერად დაწერილიაო. ამ ყოველივეს გათვალის-წინებით კი (როცა ყველაფერი შედარებითია), ვფიქრობ, მაინც გაგვიმართლა, რომ ამ ეტაპზე ჩვენი კულტურული პრობლემა მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურიდან მხო-ლოდ ბაგრატის ტაძრის ამოღება-დატოვებაა.

ნინო ხაჩიძე

скачать dle 11.3