რეჰაგელი დააყაჩაღეს
ცნობილი გერმანელი საფეხბურთო მწვრთნელის ოტო რეჰაგელის სახლს, მაშინ როდესაც პატრონი შინ არ იმყოფებოდა, მძარცველები ესტუმრნენ და რაც კი ფასეული იყო ყველაფერი გაიტანეს. შემთხვევა გერმანულ ესენში მოხდა. ოტო მეუღლესთან ერთად რესტორანში ვახშმობდა, როდესაც მძარცველები ბინაში, აივნიდან შეიპარნენ. „ჩვენ აღარაფერი გვაქვს, ყველაფერი წაიღეს”, – ოტოს მეუღლე, ბეატა მხოლოდ ამ ფრაზით შემოიფარგლა ჟურნალისტებთან საუბრისას. საინტერესოა, რომ ძარცვა შარშან მოხდა, თუმცა მის შესახებ ახლახან გახდა ცნობილი. ძარცვაში ეჭვმიტანილები გერმანულ პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებია.