თოვლის ბაბუა – ოლიმპიადის თილისმა
2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ოფიციალურ თილისმად შესაძლოა, თოვლის ბაბუა დასახელდეს. ყოველ შემთხვევაში, აქეთკენ მიდის საქმე. სოციოლოგიური კვლევის შედეგად, რომელიც ოლიმპიადის ორგკომიტეტის მიერ არის ორგანიზებული, რუსეთის მოსახლეობის 57 პროცენტი თოვლის ბაბუის კანდიდატურას უჭერს მხარს. სხვა კანდიდატებს შორის, აღსანიშნავია, დელფინი და მურა დათვი. თუმცა, მათი რეიტინგი გაცილებით დაბალია.