პიკემ შაკირასთან რომანი დაადასტურა
მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონას” ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე უკანასკნელი თვეების განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდა რომანს კოლუმბიელ პოპ-ვარსკვლავ შაკირასთან და აცხადებდა, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები არიან, როგორც ჩანს, რომანის დამალვას აზრი აღარ აქვს. პიკემ, ხოსე გუარდიოლას თხოვნით, საჯაროდ აღიარა სასიყვარულო რომანის არსებობა. ერთ-ერთ სოციალურ ქსელზე პიკემ ფოტოსურათი განათავსა, რომელზეც შაკირასთან და თავის მეგობრებთან ერთად არის გადაღებული, მათ შორისაა „ბარსას” კაპიტანი კარლეს პუიოლი. ფოტოს პიკემ წააწერა – დიახ, ეს სიმართლეა, ჩვენ ერთად ვართ. შაკირა 10 წლით უფროსია პიკეზე და ახალგაზრდა კატალონიელამდე მას თითქმის ათწლიანი რომანი ჰქონდა არგენტინის ექს-პრეზიდენტის შვილთან – ანტონიო დე ლა რუასთან, რომელსაც 2010 წლის ზაფხულში დაშორდა.