დუბლიორები
მართალია, საქართველოს მთავრობა შინ და გარეთ ერსა თუ ბერს არწმუნებს, რომ ქვეყნის გამთლიანებას აწი უკვე არაძალადობრივი გზით აპირებს, მაგრამ მაინც ფხი-ზლადაა (რადგან მარცხი ელანძეა), იმდენად ფხიზლად, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზ-აზე ახლა უკვე ჟურნალისტებს ჩაუტარდათ სამხედრო მასტერ-კლასი. სწავლების მი-ზანი ჟურნალისტებისთვის ომისა და მშვიდობის გაშუქების უნარ-ჩვევის განმტკიცება გახლდათ. მაგრამ, რაკი ჩვენთვის ძალადობა ახლა უკვე მიუღებელია, სასწავლო (მა-გრამ მაინც საომარი) სცენარი, შიდა ქართული პრობლემების ფონზე, ნეიტრალური, ხოლო საზოგადოდ დემოკრატიული იყო (ძველი და ნაცადი პრინციპიც: „მეც ნახირ-ნახირაო“): კოალიციის სამხედროებს სომალელი ტერორისტების ტერორისტული გამო-ხდომები უნდა აღეკვეთათ და მათი გენერალი დაეტყვევებინათ. სცენარი აქტუალური და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო (იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ავ-ღანეთი ჩვენი ომია და, მერე რა, რომ „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდ-აო“). ხოლო, რადგან ნატოს გენმდივნის მტკიცებით, ნატოს კარი კვლავაც ღიაა, ამე-რიკელი ჩინოსნების რწმენით კი, საქართველომ ერთგულად უმეგობრა ამერიკას (რა-საც პირიქით მთლად ასე დამაჯერებლად ვერ ვიტყვით), რის დასტურიც ქართული კონტინგენტის ახლა უკვე ავღანეთში (გაქანებული საომარი მოქმედებების ადგილას) გაშვებაა, არ არის გამორიცხული, ახლა უკვე ქართველ ჟურნალისტებს ამზადებდნენ ცხელ წერტილებში სადუბლიოროდ. აქედან გამომდინარე კი, კვლავაც აქტუალურია რიტორიკული კითხვა: როდემდე უნდა ვითამაშოთ „ომობანა“ და ხომ არ აჯობებდა მისი „სახლობანათი“ ჩანაცვლება?!
ნინო ხაჩიძე