ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებას ხალხური მედიცინით შეებრძოლეთ
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს ძალიან სასარგებლოა დაშაქრული გოგრის ნაყენის დალევა: გოგრა გაჭერით შუაზე, ამოიღეთ გული, ჩაყარეთ შიგ შაქარი და გააჩერეთ ცოტა ხნით. წვენს რომ გამოუშვებს დალიეთ დღეში 3-ჯერ, სადილის კოვზით, ჭამის წინ.
1 ჩაის ჭიქა მაწონში აურიეთ 1 კოვზი ნიახურის ნაყენი. მიღებული მასა დალიეთ ყოველ დილით, საუზმის წინ, დალევის შემდეგ კი დაწექით ღვიძლის მხარეს, ნახევარი საათის განმავლობაში.
4 კილოგრამი სტაფილო და 2 კილოგრამი შავი ბოლოკი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გამოწურეთ. წვენი დალიეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, ღვინის ჭიქით. ეს წვენი ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადების დროს არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა.
10 გრამ ფუტკრის დინდგელს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და დადგით 2 დღე-ღამე. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ღვინის ჭიქით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში ერთხელ.