კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას იწვევს ორგანიზმში რეტინოლის დეფიციტი

ვიტამინი A, ანუ რეტინოლი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, მონაწილეობს ზრდის პროცესში, დაზიანებისგან იცავს კანსა და ლორწოვან გარსს.

ამ ვიტამინის არასაკმარისი რაოდენობისას ორგანიზმში, შესაძლოა, წარმოიშვას კანის სიმშრალე და გაჩნდეს წვრილი გამონაყარი, თმის ცვენა, მხედველობის გაუარესება. ასევე, ამ ვიტამინის დეფიციტის შედეგია თეთრი ბუშტუკები, რომლებიც ზოგჯერ თვალის რქოვან გარსზე წარმოიქმნება. ისინი რომ გაქრეს, აუცილებელია A ვიტამინის რეგულარულად მიღება.

რეტინოლი ძალიან ეფექტურია ალერგიის მკურნალობის დროს. მცენარეთა ყვავილობის პერიოდში, ალერგიული შეტევის დასაწყისში თუ მიიღებთ 150 მილიგრამ A ვიტამინს, შეტევა მოგეხსნებათ.

რეტინოლის დეფიციტი ხშირად აღინიშნება ორგანიზმში. A ვიტამინის უკმარისობა ზრდის უბედური შემთხვევების ალბათობას რეაქციის შენელებისა და ყურადღების დაქვეითების გამო.

იმისთვის, რომ გქონდეთ კარგი რეაქცია და დიდი ხნით შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, აუცილებლად უნდა მიიღოთ ეს ვიტამინი.

ვიტამინ A-ს დიდი რაოდენობით შეიცავს: სალათის ფურცლები, სტაფილო, კომბოსტო, ღვიძლი, თირკმელები, თევზი, თევზის ქონი, კარაქი, კვერცხის გული, ნაღები და რძე. ამიტომ, ხშირად მიირთვით ეს პროდუქტები.


скачать dle 11.3