კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

როდესაც სიკვდილი ბაღდადს ესტუმრა

ერთი ბაღდადელი სუფიას მოწაფემ, რომელმაც ქარვასლაში ღამე გაათია, შემთხვევით ორი უცნობის საუბარი მოისმინა და დაასკვნა, რომ ერთი მათგანი სიკვდილის ანგელოზი იყო.

– მომავალი სამი კვირის განმავლობაში ამ ქალაქში სამ კაცს უნდა ვესტუმრო, – უთხრა ანგელოზმა თანამოსაუბრეს.

სუფიას მოწაფეს ისე შეეშინდა, რომ სუნთქვაშეკრული და კუთხეში მიყუჟული გაუნძრევლად იჯდა მანამდე, სანამ ანგელოზი და მისი თანამგზავრი არ წავიდნენ. ამის შემდეგ კი დაიწყო ფიქრი იმაზე, როგორ აერიდებინა თავიდან სიკვდილის შესაძლო შეხვედრა. საბოლოოდ დაასკვნა, თუ ბაღდადს გაეცლებოდა, სიკვდილის ანგელოზი ვერ წაიყვანდა.

დრო აღარ დაუკარგავს, მაშინვე იქირავა ყველაზე ფეხმარდი ცხენი და გრიგალივით გაიჭრა სამარყანდისკენ; არც დღე შეუსვენებია და არც ღამე.

ამასობაში სიკვდილის ანგელოზი შეხვდა სუფიას და საუბარი გაუბა.

– თქვენი მოწაფე სად არისო, – მოიკითხა სწორედ ის გაქცეული შეგირდი.

– სადღაც აქვე უნდა იყოს. შესაძლოა, ფიქრში ჩაფლული ქარვასლაშია განმარტოებული, – უპასუხა სუფიამ.

– უცნაურია, ძალიან უცნაური, – თქვა ანგელოზმა, – ის ჩემს სიაშია ჩაწერილი და აქვე აღნიშნულია, რომ ოთხი კვირის განმავლობაში მისი პოვნა მხოლოდ სამარყანდშია შესაძლებელი და სხვაგან არსად.

დალაქი

ერთი კაცი სადალაქოში შევიდა, რომ ჩვეულებისამებრ, გაეკრიჭათ და გაეპარსათ. ეს კაცი დალაქს გამოელაპარაკა. ათას რაღაცაზე ისაუბრეს და უცებ სიტყვა ღმერთზე ჩამოვარდა.

დალაქმა თქვა:

– რაც უნდა ილაპარაკონ და მიმტკიცონ, არ მჯერა, რომ ღმერთი არსებობს.

– რატომ? – ჰკითხა კლიენტმა.

– ეს ხომ ისედაც ნათელია. საკმარისია, ქუჩაში გახვიდე და დარწმუნდები, რომ ღმერთი არ არსებობს. აბა, მითხარით, თუ არსებობს, ამდენი ადამიანი რატომღა ავადმყოფობს? უპატრონო ბავშვები რატომ იტანჯებიან? ღმერთი რომ მართლა არსებობდეს, აღარ იქნებოდა ამდენი ტკივილი და სატანჯველი! ძნელია ყველას მიმართ სიყვარულით სავსე ღმერთის წარმოდგენა, რომელიც არ სპობს ასეთ უსამართლობას.

კლიენტი წამით ჩაფიქრდა, მაგრამ გადაწყვიტა, გაჩუმებულიყო, რათა საუბარი კამათში არ გადაზრდილიყო. დალაქი თავის საქმეს რომ მორჩა, კლიენტი წავიდა. სადალაქოდან გამოსულმა ქუჩაში დაინახა კაცი, რომელიც, როგორც ეტყობოდა, არასოდეს გაკრეჭილიყო. საშინლად უსუფთაოდ და მოუწესრიგებლად გამოიყურებოდა. მაშინ კლიენტი შებრუნდა სადალაქოში და თქვა:

– იცით, რას გეტყვით? დალაქები არ არსებობენ.

– ეს როგორ? – გაუკვირდა დალაქს, – აბა, მე ვინ ვარ?

– არა! – წამოიძახა კლიენტმა, – დალაქები არ არსებობენ! ასე რომ არ იყოს, ქუჩაში არ ივლიდა გაბურძგნილ-გაუპარსავი და გაუკრეჭავი ხალხი. ისეთი, როგორიც აი, ის კაცია, ახლა რომ გაიარა.

– არა. ჩემო კარგო, ასეთი ადამიანები რომ დადიან, ეგ დალაქის ბრალი არ არის. უბრალოდ, ხალხი თვითონ მოდის ჩემთან.

– საქმეც ეს არის! – დაეთანხმა კლიენტი, – მეც მაგას ვამბობ: ღმერთი არსებობს. უბრალოდ, ხალხი მას არ ეძებს და არ მიდის მასთან. ამიტომ არის ამქვეყნად ამდენი ტკივილი და სატანჯველი.


скачать dle 11.3