კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის სწავლობს მამაკაცი ტყუილებს და რას უმალავს ის ცოლს

„მამაკაცს არ შეუძლია, იყოს ერთგული. ის მამაკაცი, რომელიც ამას ახერხებს, ან ოსტატურად ცრუობს, ან საქმე ანომალიასთან გვაქვს, რადგან თავად ბუნებამ შექმნა ისინი მოღალატეებად“... – ალბათ, პირველად არ გესმით ასეთი სიტყვები. შესაძლოა, ნაწილობრივ ან მთლიანად ეთანხმებით კიდეც. ბიოლოგიურად მამაკაცი მართლაც არ არის მონოგამური არსება. ის პოლიგამიისკენ იხრება და ამაში საკმაოდ ღრმა აზრია ჩადებული. მაგრამ თანამედროვე ადამიანი აღარ ჰგავს პირველყოფილ თანამოძმეს. მას აქვს ინტელექტი, რითაც კიდევ უფრო დაშორდა ცხოველთა სამყაროს. სწორედ ინტელექტი უნდა იყოს ჩვენი ქცევის, ზრახვების განმსაზღვრელი, რომ ისევ გამოქვაბულში ცხვრების და ერთმანეთის შეჭმის სურვილი არ გაგვიჩნდეს.

როცა მამაკაცი ქალს ღალატობს და ამის გამართლებას სწორედ ბიოლოგიური ფაქტორით ცდილობს, უნდა უთხრათ მას, რომ მისი არგუმენტები ძალიან სუსტია და ვერანაირ ლოგიკას ვერ უძლებს.

მაკა (37 წლის): ვფიქრობ, ჩემი დღევანდელი საუბრით ძალიან ბევრი ქალბატონის სათქმელს ვიტყვი. ჩვენ ხომ პრობლემები, ძირითადად, საერთო გვაქვს საყოფაცხოვრებოც და პირადულიც. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ყველა ქალი ერთნაირია, ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ ინდივიდები ვართ, მაგრამ არსი მაინც ერთია.

– ისევე, როგორც მამაკაცების შემთხვევაში?

– დიახ. სწორედ მაგის თქმა მინდოდა. მამაკაცებიც, რაღაც კონტექსტში, აბსოლუტურად ერთნაირები არიან: სწორედ იმიტომ ესმით ერთმანეთის და ძალიან ბევრ რამეში სრულ სოლიდარობასაც უცხადებენ ერთმანეთს. ყოველ შემთხვევაში, სხვების დასანახავად მაინც. არ შეგინიშნავთ, როგორ თავგამოდებით იცავს კაცი კაცს, თუნდაც სულაც არ იყვნენ მეგობრები? ამით ისინი საკუთარ თავს იცავენ, რადგან, ზუსტად იციან, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში თვითონაც ისევე მოიქცეოდნენ.

– რას გულისხმობთ?

– მამაკაცების მთავარ ნაკლს, იმას, როგორ არ შეუძლიათ ერთგულება. არ შეუძლიათ კი არა, არ უნდათ. დიახ, არ უნდათ და ამას ნიღბავენ მითებით, რომ მათი ბუნებაა მოღალატე და თავად არაფერ შუაში არიან. ყველაზე საშინელება ის არის, რომ საკუთარ ღალატს ღალატს არ ეძახიან. კლასიფიკაციაც კი მოიგონეს. მაგალითად, „უნებლიე ღალატი,” „შემთხვევით ღალატი,” „ღალატი კეთილი განზრახვით,” „ადრენალინის მიღების სურვილით...” საქმე იქამდე მივიდა, ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, ცოლს იმიტომ ვუღალატე, რომ მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარსო. რა ჰქვია ამას, მე არ მესმის. გულისამრევია და ძალიან მტკივნეული. რომელი ქალი შეხედავს ამას იუმორით?

– ის, ვისაც ქმრის შენარჩუნება უნდა.

– ვერ დაგეთანხმებით. რას ნიშნავს ქმრის შენარჩუნება გინდა? ამიტომ, თავი უნდა წაუხარო და უკადრებელი აკადრებინო?! მე ვერ მოვიწონებ ამას. გეთანხმებით, რომ ჭკვიანმა ქალმა რაღაც-რაღაცეებზე თვალი უნდა დახუჭოს, მაგრამ, ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება ღალატს. რას ამბობთ, ღალატი როგორ უნდა ვაპატიო ქმარს, ფიქრიც კი არ მინდა ამაზე!

– ანუ, მიგაჩნიათ, რომ თქვენი ქმარი თქვენი ერთგულია?

– ერთგული არ არის, მაგრამ მშვენივრად თამაშობს ერთგულებას. თამაშობს იმიტომ, რომ ჩემი ეშინია. სულაც არ მრცხვენია ამას რომ ვამბობ. კაცმა უნდა იცოდეს, რომ მისი საქციელი დაუსჯელი არ დარჩება და დანაშაულზე აუცილებლად აგებს პასუხს. ღალატი კი, ნამდვილად არის დანაშაული. ვისაც არ სჯერა, შემიძლია, ძალიან მარტივად დავუმტკიცო. ღალატი განადგურებს ყველანაირად: ფსიქოლოგიურად, მორალურად, გინგრევს ცხოვრებას, პიროვნულად გაცამტვერებს და გშლის. მე ბევრი ვიცი, ვინც ღალატის მერე წელში ვეღარ გასწორდა. სამსახურიც დაკარგა, იმიტომ, რომ დეპრესიიდან ვეღარ გამოვიდა. აბა, სხვა რა არის დანაშაული? აუცილებელია, ფიზიკურად გაგანადგურონ, მოგკლან ტყვიით ან ცივი იარაღით? ცოცხალი მკვდრები არ გინახავთ? მარტო ის ხომ არ არის, ისუნთქო და იარო დედამიწაზე. როცა აღარაფერი გახარებს, როცა სიცოცხლე აღარ გინდა და აღარც გიღირს, თავს კი ვერ იკლავ, იმიტომ, რომ თვითმკვლელობა ადვილი არ არის, ესე იგი შენ წინაშე დანაშაულია ჩადენილი. ასე რომ, მამაკაცები, იმის ნაცვლად, რომ ჩუმად იყვნენ და მოინანიონ, რაც ჩაიდინეს, აქეთ გვაწვებიან და იმასაც კი ბედავენ, „ისტერიჩკებად” გამოგვაცხადონ. იცით, ეს ვისი ბრალია? ისევ ჩვენი, ქალების ჩვენ მივეცით მათ ამ ყველაფრის უფლება. აბა, ყველამ იცოდეს, რომ პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულისთვის, თავად რომ „ბუნებრივ ქარაფშუტობად” მიიჩნევენ! რატომ არის ეს ქარაფშუტობა?!

– ქალებიც არქმევენ ღალატს მსგავს სახელებს, მაგალითად, „უნებლიე ღალატს” და ზოგჯერ ამტკიცებენ, რომ ქმარი მაინც უყვართ.

– ეგ მათი პრობლემაა. ვინ გითხრათ, რომ ქალები არ არიან მოღალატეები! უბრალოდ, კაცების უმრავლესობაა მოღალატე და მათი უმნიშვნელო რაოდენობა აღიარებს თავს დამნაშავედ. ქალებს რაც შეეხება, ამაზე ლაპარაკი არ მინდა. საუბრის თემა სხვა გვაქვს. კაცებმა იდარდონ, ცოლები თუ ღალატობენ, თავად არიან დამნაშავე. რომელი ნორმალური მამაკაცი გინახავთ, ცოლი ღალატობდეს? თუ ვინმეს ურჩევნია, ბოზი ცოლი ჰყავდეს, ესეც ხომ ნამდვილად მისი პრობლემაა?!

– შეიძლება რომელიმე მამაკაცს უნდოდეს, მოღალატე ცოლი ჰყავდეს?

– ფაქტია, რომ ჰყავთ და ძალიან მშვიდადაც პატიობენ. მზად არიან, მთელი ქვეყნიერება დაადანაშაულონ მის ღალატში, თავად ის კი – არა. არ გინახავთ, ასეთი სულელი, რქიანი ქმრები? პირადად მე საერთოდ არ მეცოდებიან. პირიქით, ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს.

– ანუ, თუ ქალს ღალატობს ქმარი, ისიც იმსახურებს ამას?

– დიახ, იმსახურებს. საერთოდ, რასაც გააბედვინებ, იმას გაგიბედავენ – ძალიან მარტივი ლოგიკაა. როცა თევზივით პირში წყალი გაქვს ჩაგუბებული და ცდილობ, არაფერი შეიმჩნიო – არიქა, ოჯახი არ დამენგრესო, შენი ძვირფასი მეორე ნახევარი უარესს გააკეთებს: თუ მანამდე ფლირტით კმაყოფილდებოდა, მერე საყვარელსაც გაიჩენს – გამდის და რატომაც არაო, იტყვის. მადლობელი ნამდვილად არ დაგრჩებათ დიდსულოვნებისთვის და ვერც იმ მსხვერპლს დაინახავს, რომელიც ოჯახის გადასარჩენად გაიღეთ.

– მსხვერპლს ხომ ისევ შენი ოჯახისთვის იღებ და არა იმისთვის, რომ ვინმემ დაინახოს.

– ქმარი ვინმე არ არის. ძალიან ცდებით, თუ ის „ვინმე” გგონიათ. თანაც, ეს ცალმხრივი მსხვერპლი რა უბედურებაა! ეჩვევიან ამას და თავი ღმერთები ჰგონიათ. „ღმერთებს” კი რაც მოსდით, თქვენც კარგად იცით: „მე ყველაფერი მეპატიება,” „მე მაინც ვერ შემელევა,” „ჩემგან მაინც არსად წავა,” „ჩემზე უკეთესს ვერავის ნახავს” და – მორჩა, დაღუპული ხარ. მთელი ცხოვრება მოგიწევს ამ „ფსევდო-ღმერთის” ატანა. ვერც ვერავის დაადანაშაულებ, მიიხედ-მოიხედეთ და ნახავთ, ასეთი „ფსევდო-ღმერთები” როგორ მომრავლდნენ. ვისი ბრალია?! – რა თქმა უნდა, ჩვენი, ქალების. ერთმანეთის გატანის უნარი და სურვილი გვაკლია, უფრო სურვილი, თორემ, კაცისთვის კისრის მოგრეხას რა უნდა, ძალიან სუსტები არიან. განსაკუთრებით მაშინ, როცა ორმაგ თამაშს თამაშობენ. ყველა კაცს ეშინია, ცოლმა ღალატსა და ორგულობაში არ გამოიჭიროს. სულ რომ არ უნდოდეს და უყვარდეს ის თავისი ცოლი, მაშინაც კი. ჯერ ერთი, არც ერთი კაცი არ გაჩერდება ქალის გვერდით წლების განმავლობაში, მისკენ რაღაც რომ არ იზიდავდეს. იშვიათია მამაკაცი, რომელიც ჯერ ტოვებს ოჯახს და მერე ეძებს ახალ სიყვარულს, ასეთი „დისკომფორტისთვის” ისინი მზად არ არიან. ეს ქალს შეუძლია, ყველაფერს გაუძლოს და ყველაფერი აიტანოს, თორემ, კაცს რომ ზურგს შეაქცევ, მასზე საცოდავი არსება მეორე აღარ არის. არც ერთი მამაკაცი არ იქნება ერთგული, თუკი მას შიში არ უბიძგებს ამისკენ.

– რისი უნდა ეშინოდეს?

– იმის, რომ ერთ დღეს ორმაგად მოტყუებული და გაბითურებული დარჩება – აი, რისი უნდა ეშინოდეს. ჭკუით უნდა აჯობო, თანაც ისე, რომ თავი „მაგარი ტიპი” ეგონოს.

– თან ეშინოდეს?

– დიახ, თან ეშინოდეს, რომ ეს „მაგარი ტიპობა” აუცილებლად გასკდება საპნის ბუშტივით და მაგრად გაბანძდება თუ თამაშს არ შეწყვეტს. რატომ უნდა ჰქონდეს დაუსჯელობის განცდა? ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თავის საქციელზე ყოველთვის აგებს პასუხს. თან, არა სადღაც „მესამე განზომილებაში“, არამედ აქ, დედამიწაზე და, თანაც, ძალიან მალე. მე გიმეორებთ, მამაკაცს, რომელიც ერთგულებას თამაშობს, უნდა ეშინოდეს, თანაც მუდმივად.

– რისი, რომ ცოლი ამას გაუგებს?

– არა, რომ მასაც გაეთამაშებიან და ბევრად უფრო მტკივნეულად. მე ნებისმიერ ქალს დავუდგები გვერდით და დავეხმარები, რომ ქმარი ასეთ შიშში ჰყავდეს. დამიჯერეთ, მამაკაცები ამას იმსახურებენ. სანამ მოკრძალებული, ჩუმი, ალერსიანი და დამთმობი ცოლი ვიყავი, ჩემი ქმრისგან სიცოცხლე მქონდა გამწარებული. საქმე იქამდე მივიდა, რომ საერთოდ აღარ ერიდებოდა – ჩემ ცხვირწინ „აბამდა” ქალებს და, თუ პროტესტს გამოვთქვამდი, „ისტერიჩკას” მეძახდა. როგორ გინდა, ასეთ დროს თავი შეიკავო და სიმშვიდე შეინარჩუნო? მართლა მივყავდი ისტერიკამდე. მერე მივხვდი, რომ ამით მხოლოდ საკუთარ თავს ვაზარალებდი. ის ერთობოდა და ხალისობდა; „კაიფს” იჭერდა, წარმოგიდგენიათ? ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სხვების დასანახად ერთგული და მზრუნველი ქმრის ნიღაბი ჰქონდა მორგებული და ამ ფონზე, ძალიან ცუდი ვჩანდი. იმას უფრო შეიცოდებდა ადამიანი, ვიდრე მე – რას ერჩის ეს ქალი ამ ბულკივით კაცსო. ეს რომ გავიაზრე და გავაცნობიერე, გადავწყვიტე, ტაქტიკა შემეცვალა. ოჯახის გადარჩენა თუ გინდა, შენ კი არ უნდა გაიღო მსხვერპლი, იმას უნდა გააღებინო. თანაც ისე, რომ ვერც მიხვდეს. შეიძლება, მე გამიმართლა კიდეც, იმიტომ რომ, ისეთი ქალი გამომიჩნდა თანამოაზრედ, რომელმაც ბოლომდე გამიგო, სოლიდარობა გამომიცხადა და ორივემ ერთად შევძელით ის, რომ თამაშის მოყვარული იქით ვაქციეთ სათამაშოდ.

– თქვენს ქმარს გულისხმობთ?

– დიახ. თავი ყველაზე ჭკვიანი ეგონა და ერთბაშად აღმოაჩინა, რომ იქით ვეთამაშებოდით. საერთოდ რომ ვერ წარმოიდგენდა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა. თავისსავე „თამაშებში” გაიხლართა. გვერდში ის დამიდგა, ვისაც თავისი ჭკუით „აბამდა”, მე კი მიმტკიცებდა, ჰალუცინაციები გაქვს, რას მაბრალებ, ლამაზი ქალია და ერთი-ორი კომპლიმენტი ვუთხარი, რას გიჟდებიო. ალბათ, უნდოდა, ჩემს ფსიქიკურ სიჯანსაღეში თავადვე შემპარვოდა ეჭვი.

– რატომ? ფიქრობთ, რომ თქვენი შეშლილად გამოცხადებით რამე სარგებელს ნახავდა?

– არა, ჩემი შეშლილად გამოცხადება კი არ უნდოდა, თავისი საქციელისთვის ცდილობდა ალიბის მოძებნას. თუ ღალატში დავადანაშაულებდი, იტყოდა, ეჩვენება ამას ყველაფერი, ისეთი ეჭვიანია, რომ ყველგან ღალატი ელანდებაო. ამას როცა მივხვდი, პრობლემაც გაცილებით მარტივად მოსაგვარებელი გახდა. თუმცა, იმ ძალიან კარგი ადამიანის გარეშე, იმ ქალის თანადგომის გარეშე, ვერაფერს გავხდებოდი. იცით, როგორ გამიგო?! – როგორც ყველაზე ახლობელმა და შინაურმა. ზოგჯერ შინაურიც ვერ ამოგიდგება მხარში ასე. შენ მშვიდად იყავიო, მითხრა და ჩემს ქმარს ისე გემრიელად დაახურა თავზე, აღფრთოვანებული დავრჩი. ჯერ აჰყვა თამაშში და მერე უთხრა, შენი ცოლის დაქალი ვარ, მივალ და ყველაფერს ვეტყვი. იმასაც ვეტყვი, რომ არ იმსახურებს შენნაირ ქმარს, ნამდვილად უკეთესის ღირსია, გამოგისროლოს გარეთ და ღირსეული მამაკაცი მონახოსო. თქვენ უნდა გენახათ, რა დღეში ჩავარდა ჩემი ქმარი. როგორც მოსალოდნელი იყო, ჯერ ჩემზე მოიტანა იერიში. რას მერჩოდა, ვერ ვხვდები, მაგრამ, „გაღმა შეედავეს” პრინციპს იყო დაჩვეული და აქეთ „მომაწვა“. ალბათ, ეგონა, რომ ისევ ძველებურად დავუთმობდი. მაგრამ, მაგრად რომ დავუდექი და რომ ვუთხარი, შეგიძლია, ჩაალაგო შენი ნივთები და მიბრძანდე აქედან-მეთქი, ფერი ეცვალა. არც მიყვირია და არც მიკივლია, ძალიან მშვიდად დავიწყე ჩანთაში მისი ტანსაცმლის ჩალაგება. ზუსტად ვიცოდი, რომ არსად არ იყო წამსვლელი.

– რატომ იყავით ამაში დარწმუნებული?

– ეტყობოდა, სახეზე ეწერა, რა ბევრი ფილოსოფია უნდოდა, ამის მიხვედრას. დამფრთხალი თაგვივით აცეცებდა თვალებს. რიხიც გაუქრა და ხვეწნაზე გადავიდა – დამშვიდდი, არაფრისგან სკანდალს ნუ ტეხ. ხომ იცი, რომ მარტო შენ მიყვარხარ. რად გინდა, რომ მაგდებ, მაინც ვერ გაძლებ უჩემოდ და ინანებო. გავძლებ-მეთქი. როგორო, – გაუკვირდა, – ან, რატომ უნდა გაძლო, როცა, შეიძლება, ისევ მშვიდად და კარგად ვიყოთ. არაფერი დამიშავებია, არც არავის „შებმას” არ ვაპირებდი, საიდან მოიტანეო. კარგი და ახლავე დავრეკავ ერთ ადამიანთან. თუ ის იტყვის, რომ „აბამდი“, მერე ვეღარაფერი გიშველის, არავითარ შემთხვევაში აღარ გაპატიებ, ხმის ამოუღებლად წახვალ სახლიდან და უკან აღარ მობრუნდები-მეთქი. თან თვალებში ვუყურებდი, ამას რომ ვეუბნებოდი. ამჯერად უკვე მე „ვკაიფობდი.” საოცრად ბედნიერი ვიყავი, ასეთ შეშინებულსა და ფარხმალდაყრილს რომ ვხედავდი. სრული კაპიტულაცია სახეზე იყო. ამიტომ ვამბობ, მამაკაცს სად შეუძლია ისე თამაში, ჩვენ რომ შეგვიძლია. აუცილებლად უნდა დაანახვო ეს და მიახვედრო, რომ შეიძლება, ეს თამაში ძალიან ძვირად დაუჯდეს. კაცმა უნდა იცოდეს, რომ განა ვერ, არამედ არ აკეთებ ამას, რადგან გიყვარს და პატივს სცემ, თუმცა, არც დასაშვები ზღვრის გადალახვის და არც შენს სულში ჩაფურთხების უფლებას მისცემ. მამაკაცს ცოლის უნდა ეშინოდეს. ოღონდ, კარგად გამიგეთ, რას ვგულისხმობ ამ შიშში. სხვანაირად, მუდმივად შეეცდება „გაძვრეს” და მეორეხარისხოვან ადამიანად გაქციოს.


скачать dle 11.3