კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი იქნება სკოლებში საგნების შესწავლის სტანდარტები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით და მოახდენს თუ არა გავლენას გაცდენები მოსწავლის შეფასებაზე

2010-2011 წლებში ყველა საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შეფასების ახალი სისტემა ამოქმედდა. თუ გასულ წლებში პედაგოგები კალკულატორით ითვლიდნენ მოსწავლის ტრიმესტრულ ნიშნებს, მიდგომა რადიკალურად შეიცვალა და შეფასების სისტემაც მაქსიმალურად გამარტივდა. როგორც განათლების სამინისტროს შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ნათია ჯოხაძე აცხადებს, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც მომავალ სასწავლო წელს ამოქმედდება, საკმაოდ ბევრ ცვლილებას შეიცავს. ამ ცვლილებების შესახებ ქალბატონ ნათია ჯოხაძეს გავესაუბრეთ.

ნათია ჯოხაძე: მიმდინარე სასწავლო წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა ცვლილებები მოსწავლეების აკადემიურ შეფასებასთან დაკავშირებით. ეს ცვლილებები გადავა ახალ სასწავლო გეგმაშიც. წინა წლებში მოქმედ წესებთან დაკავშირებით, რომელიც კრიტერიუმების პროცენტების დაანგარიშებას ეხებოდა, პედაგოგებს ჰქონდათ გარკვეული პრეტენზიები, მათ კალკულატორებით უწევდათ მუშაობა. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და სწორედ მათთან კონსულტაციების შედეგად, შეიცვალა შეფასების კრიტერიუმები. ახლა მოსწავლის აკადემიური შეფასების გამოსავლენად მოქმედებს სამი კრიტერიუმი: საშინაო დავალება, საკლასო დავალება და შემაჯამებელი კომპონენტი, ახალ სასწავლო გეგმაში ეს კრიტერიუმები არ შეიცვლება. ჩვენი მიზანი იყო, რომ აკადემიური მოსწრების შეფასება, რაც შეიძლება, მრავალმხრივი ყოფილიყო. ეს კომპონენტები ამის საშუალებას სრულად იძლევა. შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა შემოწმება დაუკავშირდეს არა მხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის პროცესსაც. ამის უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი. განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საერთო ნორმასთან მიმართებით და იძლევა იმის განსაზღვრის საშუალებას, როგორ დაეუფლა მოსწავლე საგნობრივი პროგრამით განსაზღვრულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რამდენად დაშორდა ან მიუახლოვდა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლების ხარისხს და განსაზღვრავს თითოეული მოსწავლის ცოდნის დონეს. განმავითარებელი შეფასების მიზანია, სწავლის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა და თითოეული მოსწავლის სწავლის პროცესში ხელშეწყობა. ყველა კრიტერიუმს აქვს თანაბარი წონა. ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც შემაჯამებელი დავალება, ასევე საშინაო დავალების გაკეთების კულტურაც. სხვაგვარად, საბოლოო ქულის გამოყვანა თითოეულ მოსწავლეზე უნდა მოვახდინოთ, რაც წარმოუდგენელია. თუ ერთ მოსწავლეს უკეთ გამოსდის საშინაო დავალება, მას უნდა ჰქონდეს მაღალი წონა. თუ საკლასო წერას ასრულებს კარგად, მას უნდა ჰქონდეს მაღალი წონა. კრიტერიუმების გათანაბრება მოსწავლეებს ერთნაირ პირობებში აყენებს. სამივე კომპონენტის უკან დგას სხვადასხვა ტიპის უნარ-ჩვევა, რაც სჭირდება მოზრდილ ადამიანს. ის, რომ მოსწავლე ძალიან კარგად ასრულებს საშინაო დავალებას, მაგრამ კლასში ძალიან მორიდებულია, არ უნდა გამორიცხავდეს იმას, რომ ის უნდა იყოს ჩართული საკლასო აქტივობებში. პირიქით, მან უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა და უნარები. მოსწავლეები ხომ სკოლისთვის კი არა, დიდი ცხოვრებისთვის სწავლობენ, სადაც მათ ბევრი უნარ-ჩვევა სჭირდებათ. როგორც კი აქცენტს გავაკეთებთ იმ უნარ-ჩვევებზე, რაც მოსწავლეს ისედაც აქვს და არ განვავითარებთ მის სხვა უნარ-ჩვევებს, მის სრულფასოვან განვითარებას ვერ შევუწყობთ ხელს. სწორედ ამიტომაა ერთნაირად მნიშვნელოვანი ყველა კომპონენტი. ერთადერთი, რაც დააზუსტა ეროვნულმა სასწავლო გეგმამ, ეს არის შემაჯამებელი სამუშაოების მინიმალური რაოდენობა თითოეული საგნისა და კლასის მიხედვით. იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ისწავლა მოსწავლემ, ყველაზე კარგ სურათს შემაჯამებელი დავალება გვაჩვენებს. მოსწავლეს უწევს ყველა შესწავლილი თემის შეფასება. ამას გარდა, ეს არის ფორმალური ნიშანი, რომელიც მოსწავლეს ეწერება.

– დღეს მოსწავლის აკადემიურ შეფასებაზე დიდ გავლენას ახდენს გაცდენები. ახალ სასწავლო გეგმაში ამ მხრივ ცვლილებები იქნება?

– ჩვენ მაქსიმალური ყურადღება გვაქვს გადატანილი გაცდენებზე და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როცა მოსწავლეები არასაპატიო მიზეზით აცდენდნენ სკოლას და სამედიცინო ცნობები, რომლებსაც წარადგენდნენ სკოლაში რეალობას არ ასახავდა. მოსწავლემ სკოლა არ უნდა გააცდინოს. წინა სისტემის მიხედვით, ჩვენ არ გვქონდა ჟურნალი და მოსწავლეს თავისუფლად შეეძლო გაეცდინა სკოლა. ამის შედეგად მივიღეთ, რომ ზედა კლასების მოსწავლეები, ფაქტობრივად, აღარ დადიოდნენ სკოლაში, თუ დადიოდნენ – არა როგორც ინსტიტუციაში ცოდნის მისაღებად, არამედ სკოლაში მიდიოდნენ სოციალური კონტაქტების დასამყარებლად, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლა არის ინსტიტუცია, სადაც განათლების მიღებაა პრიორიტეტული. თვალი რომ გადავავლოთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს, იქ სასწაულად მკაცრი კონტროლია დაწესებული სკოლის გაცდენაზე. საკმარისია, ბავშვმა ნახევარი საათით დააგვიანოს, რომ დედა, მამა, ბებია, პოლიცია, ყველა სკოლაშია თავმოყრილი. გაცდენების ლიმიტის დაწევა და მკაცრად აღრიცხვა იყო მნიშვნელოვანი ბერკეტი. არ შეიძლება, მოსწავლემ მთელი სემესტრი გააცდინოს და მან განათლების მიღება შეძლოს, ამიტომაც მოხდა გაცდენების შერწყმა შეფასების კრიტერიუმებთან. ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ მოსწავლემ შეიძლება, სახლში კარგად იმეცადინოს და გაცდენა შეფასებაზე არ უნდა აისახოს. პირობითად, ყველაფერი შეიძლება, სკოლა და ინსტიტუცია საჭირო რომ არ იყოს, არც შექმნიდნენ მას და არც სახელმწიფო დააფინანსებდა. სკოლაში, გარდა იმისა, რომ მოსწავლე სწავლობს, მას უყალიბდება სხვა უნარ-ჩვევები: დისციპლინა, პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობის პრინციპი. დღეს მოქმედი სასწავლო გეგმით, თუ მოსწავლემ სემესტრის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დათმობილი საათების 1/4 და მეტი, მაგრამ 1/2 ნაკლები, მის სემესტრულ ნიშანს დააკლდება 20 პროცენტი. თუ მოსწავლეს არ აკმაყოფილებს მიღებული ნიშანი, მას მიეცემა საშუალება, გავიდეს სკოლის მიერ ორგანიზებულ სემესტრულ გამოცდაზე და აქვს შესაძლებლობა, გამოასწოროს ნიშანი. სკოლა ვალდებულია, დანიშნოს გამოცდა სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის განმავლობაში. თუ საშუალო საფეხურის მოსწავლემ გააცდინა კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გათვალისწინებული საათების 1/2-ზე მეტი, იგი ამ საგანში არ იღებს საგნის წლიურ ნიშანს. აღნიშნულ საგანში შეფასებას მიიღებს ექსტერნის ფორმით გამოცდის დაძლევის საფუძველზე. საბაზო საფეხურის მოსწავლის მიმართ ამ წესის გავრცელების საკითხი და მისი გავრცელების შემთხვევაში მოსწავლის შეფასების წესი, დგინდება სასწავლო გეგმით. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გაცდენები შეფასებებზე კვლავ დიდ გავლენას მოახდენს.

– როგორც ცნობილია, ახალი სასწავლო გეგმით შეიცვლება სხვადასხვა საგნების სწავლების სტანდარტები.

– ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით ინგლისური ენის შესწავლა დაიწყება პირველი კლასიდან. საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისური ენა გახდება მეორე სავალდებულო ენა. ეგრეთ წოდებულ გერმანულ და ფრანგულ სკოლებში, პირველი კლასიდან დაიწყება იმ ენების შესწავლა, რომელზედაც ისინი არიან ორიენტირებულნი, მაგრამ მეორე სავალდებულო ენად მათ აუცილებლად უნდა აირჩიონ ინგლისური. რეფორმას ყოველთვის ახლავს დისკუსიები, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ ბევრი დისკუსია იყო სხვადასხვა საგნების სწავლებებზე. მაგალითად, მათემატიკოსები მუდმივად აცხადებდნენ, რომ ზედა კლასებში ძალიან რთული იყო მათემატიკის სტანდარტი. იგივეს ამბობდნენ, საუბრები იყო ქართულ ენისა და ლიტერატურის ერთად შესწავლაზეც. დღეს, როცა საუბარია განათლების სფეროში თანამედროვე მიმართულებებზე, ენისა და ლიტერატურის ერთად შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. გრამატიკა გვჭირდება იმისთვის, რომ სწორად ვიმეტყველოთ და ვწეროთ. ფუნქციური გრამატიკა სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ის პრაქტიკაში გამოვიყენოთ. გრამატიკული წესის განყენებულად ცოდნა წიგნიერების დონეს ვერ აამაღლებს. ახალი სასწავლო გეგმით, მათემატიკის სტანდარტი ზედა კლასებში გამარტივდა, უფრო დასაძლევი გახდა კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფებისთვის. თუმცა, ამავე დროს ჩვენ შემუშავებული გვაქვს მათემატიკისა და ფიზიკის ახალი სტანდარტები სპეციალიზებული სკოლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში რადიკალურად არის განსხვავებული თვით ახალი სტანდარტის აგებულება. მაგალითად, სხვა პრინციპით დალაგდა ისტორიის სტანდარტი. თუ ქართულ ენასა და ლიტერატურასთან დაკავშირებით დავობდნენ, რომ ისტორიული ქრონოლოგიის დაცვა იყო საჭირო თუ თემატურის – არჩევანი გაკეთდა თემატურ ქრონოლოგიაზე. ისტორიაში კი არის სტანდარტი, თემატური, რომლის შიგნითაც მიმდინარეობს ქრონოლოგიური განვითარება. ჰუმანიტარული საგნების სტანდარტებმა განიცადა ფუნდამენტური ცვლილებები. რაც შეეხება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ეს ისეთი საგნებია, რომელსაც ვერ შეცვლით და ყოველთვის სპირალურ პრინციპზე იქნება დაფუძნებული.




скачать dle 11.3