კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ასლის ასლი და არსი

ჰაიდი ტალიავინმა და საქართველოს პრეზიდენტმა ლამის დამთხვეულად გამოაქვეყნ-ეს თავ-თავიანთი აქტები: ქალბატონმა აგვისტოს ომისა, ვაჟბატონმა – ეკონომიკური თავისუფლებისა. ხოლო, რაკი სახელისუფლო ბატონების გათვლით, სავარაუდოდ, მე-ორე აქტის მიზანი პირველის დაჩრდილვაც იყო, ელმედიამ ეს თემა მყისიერად აიტა-ცა. მათ არც ის ბიზენსმენები ჩამორჩნენ, რომელთაც ოპონენტები ხელისუფლების ნავში ჯდომას საყვედურობენ. პიონერის მისია, ჩვეულებისამებრ, ფადი ასლის ერგო ან ირგო (ისეთი აღფრთოვანებული ჩანდა, რომ მისი კომენტარი თითქმის ხელისუფ-ლების კომენტარის ასლიც იყო): ხომ იყო და იყო მიმზიდველი ქართული საინვესტიც-იო გარემო, ამის შემდეგ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება და ინვესტორებიც სულ კისრისტეხით გამოიქცევიანო (ბუნებრივია, არც ორიგინალს და, მით უმეტეს, არც ასლს არ გახსენებია, რომ ტალიავინის ზემოხსენებული დასკვნა ინვესტორთა მარათ-ონს რადიკალურად შეუცვლის მიმართულებას, მიუხედავად ბ-ნი იაკობაშვილის მტკი-ცებისა, „არსად წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყოო“). აღმოსავლელ ბიზნესმენს არც ადგილობრივები ჩამორჩნენ; სახელდობრ, „არსის“ გენდირექტორმა ეკონომიკის გამოლიბერალურობის ტენდენცია ზომაზე მეტად მოიწონა და ცოცხალი მაგალითით-აც გაამყარა: რასაც უკრაინაში 2-3 წელი სჭირდება, ჩვენთან ამდენივე დღეში მოაგვ-არებო (ბუნებრივია, ნათქვამის არსს რომ ჩასწვდე, „არსივით“, სულ მცირე, მერიის ტენდერში მაინც უნდა იყო გამარჯვებული და სახელმწიფო ხარჯით ძველ თბილისს უნდა აშენებდე). თუმცა, სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე აღ-ტაცებულად მაინც ექს პრემიერ-მინისტრი გურგენიძე გამოიყურებოდა. მართალია, კვლავაც არაფერი უთქვამს, რას მოახმარა გასული წლის აპრილში ევროობლიგაციებ-ის სახით აღებული ნახევარი მილიარდი (რომელიც ჩვენს მრავალმილიარდიან ვალს ზედ დაედო), სამაგიეროდ, გვითხრა, ბედნიერი ვარ და კიდევ უფრო ამაყი, რაკი გა-მჩენმა იმ ქვეყნის მოქალაქეობა მარგუნა (ან კი რატომ ვერ იქნები ბედნიერი, თუკი ბანკებს ხელთათმანებივით გამოიცვლი?!), სადაც მსუბუქი ბიზნესგარემოაო (და მერე რა, რომ, ოპონენტთა აზრით, შესაძლოა, ქართული მიწა მართლაც მსუბუქი აღმოჩნდ-ეს ქართული ეკონომიკისთვის?!). სხვათა შორის, ბ-ნმა გურგენიძემ საზოგადოებას ტელეეკრანიდან გასული წლის 11 აგვისტოს ღამითაც მიმართა (ოკუპანტები ტანკებს რომ აგლახავებდნენ გორი-თბილისის გზაზე და შავ-შავი „ჯიპები“ საზღვრებთან რომ ქუჩდებოდნენ გაქუსვლის იმედით), გაცილებით მეტყველი სახით: ვიდრე გასულ კვი-რას: დამშვიდობების ნაცვლად მოგვესალმა და ისე და იმგვარად ილაპარაკა, საქართ-ველოს დაზაფრული მოსახლეობა კიდევ უფრო დაზაფრა (რადგან ქვეყნის მაშინ ჯერ კიდევ მეორე პირს სახეზე ფერი არ ედო, ალბათ, იმიტომ, რომ შიში ოხერია). შესაბა-მისად, ისღა დაგვრჩა სანატრელი: იქნებ ოდესმე ჩვენც ვიამაყოთ!

ნინო ხაჩიძე

скачать dle 11.3