კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჰგონია დათო საგანელიძეს საკუთარი შვილი მოლა და რის გამო იღებს ის შენიშვნებს ცოლისგან

დათო საგანელიძისთვის გასული წელი იმდენად სასიამოვნო მოვლენებით იყო დატვირთული, ერთი შეხედვით ჩანს, ამ ემოციიდან ჯერ კიდევ არ არის გამოსული. როგორც მისი მეუღლე, სოფო ამბობს, დათო არაჩვეულებრივი ქმარი და მამაა.

დათო საგანელიძე: ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ანუ ნოდარიკოს გაჩენიდან, იმდენი რამ შეიცვალა ჩვენს სახლში, რომ ვერ გეტყვით. თითქოს, ყველაფერი ამოყირავდა მისი გაჩენისთანავე ჩემ გარშემო. თითქოს ყველაფერი გამოცოცხლდა ირგვლივ, ყოველი დილა უფრო საინტერესოდ თენდება და ყოველი ღამე სხვანაირად ღამდება მის გვერდით. წარმოიდგინეთ, ნოდარიკო, დილის შვიდ საათზე იღვიძებს სიმღერით. ხანდახან ვხუმრობ, ამ დილაადრიან რომ ჩართავს ეს ბავშვი, მოლა ხომ არ არის-მეთქი. ისეთი საყვარელი და სასაცილოა, ეს უნდა ნახოთ.

– ვის ჰგავს ნოდარიკო?

– ძალიან ლამაზი ბავშვია და დედას ჰგავს ფიზიკურად, ხასიათებით კი მე დამემსგავსა. მაგალითად, როცა შია ან ხასიათზე არ არის სულ ჯაჯღანებს და აი, მაშინ ნამდვილი მამაა (იცინის). მე კლასიკური რაჭველი არ ვარ, ანუ დინჯი და წყნარი. უფრო აქტიური და მოძრავი ვარ და ასეთია ნოდარიკოც. რომ დავჯდები და ჩავიხუტებ, აღარაფერი მინდა ამქვეყნად, ყველა პრობლემა მავიწყდება ამის შემხედვარეს. არადა, რომ ვიცი, აუცილებელი წასასვლელი ვარ... აი, იქ „ვიჭედები” (იცინის).

– ბავშვს მარტო ზრდით თუ დამხმარეებიც გყავთ?

– მარტო ვზრდით და დამხმარეები ბებიები არიან. სოფოს ბებიები და დედაჩემი, სულ ხუთი ბებიაა. ამდენი ქალი რომ დაეხვევა ბავშვს, ხომ ხვდებით, როგორ გაანებივრებენ. ძიძა არ გვყავს აყვანილი, სოფო კარგად ართმევს თავს დედობას. აქამდე რომ ამბობდნენ, ყველა სახლში უნდა იყოს პატარაო, მაშინ ასე არ ვფიქრობდი და გავატარებდი ხოლმე. ახლა კი ვფიქრობ, ნოდარიკო ცოტა რომ წამოიზრდება, დაიკო ან ძამიკო ვაჩუქოთ მე და სოფომ. ნოდარიკოსთვის თუ კარგი მინდა, მას ბევრი დედმამიშვილი უნდა ვაჩუქო. ასე რომ, რამდენ შვილსაც ღმერთი მოგვცემს, იმდენს ვიყოლიებთ მე და ჩემი მეუღლე.

– თოფი თუ ისროლეთ ბიჭი რომ გაგიჩნდათ? მახსოვს, სოფო რომ ორსულად იყო, ამბობდით, პირველად ჩემს პატარას ჩოხით უნდა დავენახვოო, თუ შეასრულეთ?

– მართალია, თოფი არ მისვრია, მაგრამ თეთრ ჩოხაში გამოწყობილი კი ნამდვილად დავხვდი (იცინის). იმდენი შამპანური ავაფეთქე მეგობრებთან ერთად, რომელი მაშხალა და თოფი შეედრებოდა. წავედი რესტორანში, ახლო მეგობრების წრეში და აღვნიშნე შვილის დაბადება, მერე კი ღამის სამ საათზე, სამშობიაროში ვეახლე ცოლ-შვილს. ნოდარიკოს კი ორი ჩოხა აჩუქეს – ერთი შავი და ერთი შინდისფერი, თავისი ყველა ატრიბუტით. მინდა, იმ ღირსებითა და ტრადიციებით აღიზარდოს ნოდარიკო, რასაც ჩოხა თავისთავად ითავსებს.

– დათო, 50 წლის ასაკში გახდით მამა. რამდენი წლით გაგაახალგაზრდავათ შვილის დაბადებამ?

– იმდენი წლით გავახალგაზრდავდი შვილის დაბადების შემდეგ, რომ ვეღარც კი ვითვლი საკუთარ წლოვანებას. ხანდახან ვხუმრობ, მე და სოფოს შორის ასაკობრივ სხვაობას ვერ ვამჩნევ, ცოლი ისეთ შენიშვნებს მაძლევს-მეთქი (იცინის). ხანდახან, ისე ვცელქობთ მე და ნოდარიკო, რომ სოფო შენიშვნასაც კი გვაძლევს, აბა, როგორ! ბავშვთან ერთად ცელქობაც „მოსულა”, თავდაყირა დადგომაც, თამაშიც და რა ვიცი, კიდევ რა აღარ... დილით რომ ვიწყებ თამაშს, საღამომდე არ მომწყინდებოდა ასეთ როლში ყოფნა, საქმე და სამსახური რომ არ იყოს (იცინის). მეზარება სახლიდან გასვლა და ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები ხოლმე სახლში. ადრე, სახლში საღამოს იშვიათად დამიჭერდით – სულ იმას ვფიქრობდი, სად გამეტარებინა დრო. ახლა კი, ერთი სული მაქვს როდის მოვა ზაფხული და ზღვაზე ნოდარიკოსთან ერთად როდის ვითამაშებ ქვიშაში. წელს ცოლ-შვილთან ერთად ჯერ ხმელთაშუა ზღვაზე ვგეგმავ დასვენებას, მერე კი რაჭის ჰაერი მინდა, ჩაისუნთქოს პატარამ.


скачать dle 11.3